One Young World-ის სამიტში საქართველოც მონაწილეობდა - კვირის პალიტრა

One Young World-ის სამიტში საქართველოც მონაწილეობდა

ბანკი "რესპუბლიკა" ახალგაზრდების ჩართულობას საერთაშორისო პროცესებში კვლავაც მხარს დაუჭერს

ლონდონის ინაუგურაციულ სამიტზე One Young World, რომელიც 8-10 თებერვალს გაიმართა, საქართველოს სახელით თენგიზ ლომიტაშვილი მონაწილეობდა. ქართველი კანდიდატი მსოფლიოს პირველ გლობალურ ლიდერთა სამიტზე საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელშეწყობითა და ორგანიზებით გაემგზავრა, ხოლო მისი სამიტზე მონაწილეობის სპონსორობა ბანკმა "რესპუბლიკამ" და კომპანია Bრაინ შოურცე Iნტერნატიონალ-მა უზრუნველყო.

One Young World ანუ საერთაშორისო სამიტი "ერთი ახალგაზრდა მსოფლიო" მასმედიამ "ახალგაზრდა დავოსადაც" კი მონათლა, სადაც 100-ზე მეტი ქვეყნის 1000 წარმომადგენელი მონაწილეობდა და მათი ასაკი 25 წელს არ აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ One Young World საუკეთესო პლატფორმაა ახალგაზრდებისთვის, რომელთა ხელში მსოფლიოს მომავალია.

საერთაშორისო სამიტი ის ადგილია, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელთაც მათ აწმყო და მომავალი უმზადებთ. საერთაშორისო სამიტის პლენარულ სხდომას ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და One Young World-ის მრჩევლები უძღვებოდნენ. მათ შორის იყვნენ კოფი ანანი და სერ ბობ გელდოფი, ასევე ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატები: მუჰამედ იუნუსი და არქიეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ.

ექვსი სესიის განმავლობაში სამიტის მონაწილეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს და სხვადასხვა თემაზე რეზოლუციებიც მიიღეს. მათ შორის გარემოს დაცვასთან, სიღარიბის დაძლევასთან, მედიის როლთან, ჯანდაცვის გეგმასთან, რელიაგიათა შორის დიალოგთან, პოლიტიკასა და ლიდერობასთან დაკავშირებით. საერთაშორისო სამიტზე მიღებული რეზოლუციები კი მონაწილეებმა შემდეგნაირად ჩამოაყალიბეს:

1. მედიის ახალი ძალა - გვჯერა რა იმისა, რომ სიტყვის თავისუფლება წარმატებული საზოგადოების საწინდარია, მოვუწოდებთ მედიას, რომ მან საკუთარი ძალაუფლება გამოიყენოს სიმართლისა და პირადი თავისუფლების დასაცავად.

2. გლობალური ბიზნესი და მისი როლი საზოგადოების ფორმირებაში - გვჯერა რა იმის, რომ კორპორაციებს ეთიკურად მოქცევის ფუნდამენტური პასუხისმგებლობა ეკისრებათ, მოვუწოდებთ გლობალურ ბიზნესს, რომ მან განსაზღვროს და იმოქმედს სიღარიბის დაძლევის საქმეში, თავისი როლის შესაბამისად.

3. გარემო და მისი დაცვა - გვჯერა რა იმის, რომ კლიმატის ცვლილება სერიოზულ გავლენას მოახდენს მომავალ თაობებზე, მოვუწოდებთ მთავრობებს, რომ მათ განახორციელონ უფრო მიზანმიმართული საკანონმდებლო ქმედებები იმის უზრუნველსაყოფად, რომ კარბონის შემცირების სათანადო სამიზნე დონეები შეთანხმდეს და დაკმაყოფილდეს 2020 წლისთვის.

4. გლობალური ჯანდაცვა - გვჯერა რა იმის, რომ ყველა ადამიანს აქვს მკურნალობის და სათანადო კვების უფლება, მოვუწოდებთ ბიზნესს, მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ერთი ეფექტური ქმედებით ხელი შეუწყონ სათანადო ჯანდაცვისა და კვების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

5. რეალიგიათა შორის დიალოგი - გვჯერა რა იმის, რომ ომი არასდროს უნდა მიმდინარეობდეს რელიგიის სახელით, მოვუწოდებთ ყველა აღმსარებლობის ლიდერსა და მიმდევარს, რომ მათ ცალსახად აიღონ ვალდებულება ერებს, რასებსა და მრწამსებს შორის მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

6. პოლიტიკა - პოზიტიური მომავლისთვის ლიდერობა - გვჯერა რა იმისა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა არსებითია, მოვუწოდებთ ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ ნათლად დააფიქსირონ თავისი პოზიცია ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით მანამდე, ვიდრე მათდამი ჩვენს მხარდაჭერას განვიხილავდეთ.

თენგიზ  ლომიტაშვილი, (One Young World სამიტის მონაწილე): "ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი იყო და რამდენიმე სესიად მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეები განვიხილავდით აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებს. One Young World მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და მის მიმდინარეობას გავლენიანი მედიასაშუალებები აშუქებდნენ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ მსგავსი ორგანიზაცია ჩვენს ქვეყანაშიც შევქმნათ, რომელსაც "ერთი ახალგაზრდა საქართველო" ერქმევა და ამ ორაგანიზაციის ეგიდით გაიმართება ახალგაზრდული საერთაშორისო კონფერენციები.

ამ სახის კონფერენციებზე ჩვენ შევძლებთ განვიხილოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს აქტუალურია ახალგაზრდებისთვის, მივიღოთ რეზოლუციები და შემდგომი რეაგირებისთვის ხელისუფლებას გადავუგზავნოთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი სპონსორების მხარდაჭერით ამ იდეას მალე შევასხამთ ხორცს". აღსანიშანვია, რომ One Young World სამიტზე მისავლენად თენგიზ ლომიტაშვილი 150 კანდიდატს შორის შეარჩიეს. ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის თავმჯდომარის მოადგილეა და ასევე მუშაობს კომპანია "დეველოპმენტ სოლუშენში".

ფადი  ასლი, (საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე): "ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ვფიქრობ, აუცილებელი იყო სამიტზე ერთ-ერთი უნიჭიერესი ქართველის გაგზავნა, რისთვისაც ძალისხმევა არ დავიშურეთ. დიდი მადლობა ბატონ მიხეილ ლელაშვილსა და ჟილბერ ის იმისთვის, რომ ჩვენი გეგმა განახორციელეს".

ჟილბერ  ი, (ბანკ "რესპუბლიკის" გენერალური დირექტორი): "ბანკი "რესპუბლიკა" იზიარებს კორპორაციულ-სოციალურ პასუხისმგებლობას და ამას გაეროს გლობალური შეთანხმების ფარგლებში აკეთებს. როდესაც გავიგე ამ სამიტის შესახებ, მაშინვე ვიფიქრე, რომ აუცილებლად საქართველოც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, განსაკუთრებით კი ამ რთულ პერიოდში, როდესაც ძალიან ძნელია ნახო სპონსორი. მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ვინც ბევრი გააკეთა იმისთვის, რათა შეერჩიათ შესაფერისი კანდიდატი ლონდონის სამიტზე გასამგზავრებლად. ასეთ ღონისძეიბებში მონაწილეობა აუცილებელია კორპორაციულ-სოციალური პასუხიმგებლობის თვალსაზრისით.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ პირველი, საწყისი ნაბიჯია იმ გლობალური მოძრაობის, რომლის ჩამოყალიბებაც საქართველოში გვინდა. გვინდა, აქაც არსებობდეს ასეთი ასოციაცია, რომელიც ახალგაზრდობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს და ჩვენც მივცემთ მუშაობის სტიმულს, კომუნიკაციასაც უზრუნველვყოფთ.

უნივერსიტეტი კი ამისთვის საუკეთესო ადგილია. მიმაჩნია, რომ სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან კარგად არის განვითარებული ახალგაზრდებში და მათ შეუძლიათ მობილიზება გაუკეთონ თავიანთ პროფესიულ უნარ-ჩვევებს. "ერთი ახალგაზრდა საქართველოს" მთავრი მიზანი იქნება ის, რომ მოხდეს ახალგაზრდების იდეების, პოტენციალისა და ენერგიის რეალიზება".

R