აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს - კვირის პალიტრა

აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს

"საქართველო, რომელიც დაბალი შემოსავლის ქვეყანაა, შეძლებს გაზის იმპორტიორის ნაცვლად, ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს"

ევროპისა და აშშ-სთვის საქართველო, გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიების კუთხით,  ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა უნდა გახდეს. ამის შესახებ საუბარია ატლანტიკური საბჭოსთვის მომზადებულ ანგარიშში „დასავლეთის ენერგეტიკული სტრატეგიის განვითარება შავ ზღვის რეგიონისთვის და მის გარეთ“.

ანგარიშის ავტორის არიელ კოენის მოსაზრებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება მინიმუმამდე დაიყვანოს.

„ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც დამოკიდებულია რუსულ გაზზე ან წარმოადგენს მთავარ სატრანზიტო კორიდორს რუსული და კასპიური გაზისთვის, სინამდვილეში ენერგორესურსების დიდი მარაგი აქვს. ამ თვალსაზრისით, ამ ქვეყნებს შეუძლიათ გახდნენ დამოუკიდებელი, ან თითქმის დამოუკიდებელი. მაგალითად, საქართველო ევროპისთვის ნახშირწყალბადის პოტენციურად მნიშვნელოვანი წყარო გახდა", - აღნიშნავს აშშ-ის ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსებისა და გეოპოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი არიელ კოენი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2015 წლის 8 ოქტომბერს კომპანია „Frontera Resources“-მა დააანონსა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინა. კომპანიის შეფასებით, „სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში“ ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს.

კითხვის გაგრძელება

იხილეთ ინგლისური ვერსია