"ერთ თვეში ორ მილიონზე მეტი პრემია-დანამატები აიღეს" (?!)
08-02-2016
"ერთ თვეში ორ მილიონზე მეტი პრემია-დანამატები აიღეს" (?!)
"კორუფცია მაინცდამაინც იმას კი არ ნიშნავს, რომ გარიგებაში შეხვიდე ვიღაცასთან და ფული "მოტეხო". ბიუჯეტიდან რომ ამხელა პრემია-დანამატებს იწერ დაუმსახურებლად, ესეც კორუფციაა"

ქვეყანაში, სადაც კვლავაც მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი, საარსებო შემწეობას თითქმის ნახევარი მილიონი ოჯახი იღებს, ხოლო პენსია საარსებო მინიმუმს ძლივს ჰყოფნის, საჯარო მოხელეების მიერ ბიუჯეტის ხარჯზე მიღებული პრემია-დანამატების მოცულობა შთამბეჭდავია. მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მხოლოდ 1 თვეში, თბილისის მერიასა და გამგეობებში გაცემულმა პრემია-დანამატებმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს
იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ლარის გაუფასურების პროცესის შეჩერება ვერ ხერხდება და მთავრობას უკვე მერამდენედ ეძლევა რეკომენდაცია, ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა შეწყვიტოს.

ლევან ხაბეიშვილი, მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" დ
ამფუძნებელი:

"მონაცემები, რომელიც ჩვენ გამოვითხოვეთ თბილისის მერიიდან და გამგეობებიდან, ასახავს ინფორმაციას ამ უწყებებში მხოლოდ 1 თვის განმავლობაში გაცემული პრემია-დანამატების შესახებ. ამ ცნობებში არ შედის პრემია-დანამატები, რომელიც დარიგდა მერიის სსიპ-ებში, აიპ-ებსა და შპს-ებში. ამის მიუხედავად, ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის დაჯამებით კოლოსალური თანხა მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ დეკემბერში, მერიასა და გამგეობებში პრემიებსა და დანამატებში გაცემულმა თანხამ 2 მილიონ ლარს გადააჭარბა და თუ ამას თბილისის საკრებულოში იმავე პერიოდში გაცემულ პრემია-დანამატებსაც მივამატებთ, აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ერთ თვეში 3 მილიონ ლარზე მეტის პრემია-დანამატები დაირიგეს თვითმმართველობებში.

არ მინდა ვინმემ იფიქროს, თითქოს ჩასაფრებულის პოზიციიდან ვსაუბრობთ და პრემია-დანამატებს ზოგადად ვეწინააღმდეგებით. სულაც არ ვფიქრობთ, რომ კეთილსინდისიერ მოხელეს, გამგებელსა თუ მის მოადგილეს კარგად შესრულებული სამუშაოსთვის, წახალისებისა და მოტივაციისთვის პრემია ან დანამატი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ რეალობა სულ სხვა რამეს მეტყველებს. ამ შემთხვევაში მერიისა და გამგეობების ყველა თანამდებობის პირმა პრემია და დანამატი ერთნაირად მიიღო. გამოდის, რომ ყველამ ერთნაირად წარმატებით იმუშავა. ასეთ პირობებში, სულ ცოტა, ქალაქში ორმოც აღარ უნდა იყოს. აღარაფერს ვამბობ დაუსრულებელ საცობებსა და ქალაქში დღემდე მოუგვარებელ სოციალურ პრობლემებზე. 13 სამთავრობო ცვლილება მოხდა დედაქალაქის მთავრობაში 1 წელიწადში, რაც თავისთავად მეტყველებს ამ უწყების "ეფექტურ" მუშაობაზე. რამდენიმე თანამდებობის პირი, რომელზეც დეკემბერში სოლიდური პრემია-დანამატი გაიცა, დღეს უკვე თანამდებობიდან გათავისუფლებულია! კორუფცია მაინცდამაინც იმას კი არ ნიშნავს, რომ გარიგებაში შეხვიდე ვიღაცასთან და ფული "მოტეხო". ბიუჯეტიდან რომ ამხელა პრემია-დანამატებს იწერ დაუმსახურებლად, ესეც კორუფციაა.

მარტივ სტატისტიკას მოგახსენებთ. ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გასულ 1 წელიწადში თბილისის 7 გამგეობაში მოქალაქეების 128 ათასი განცხადება შევიდა. აქედან 54 ათასი განცხადება ეხებოდა სოციალურ და ჯანდაცვის პრობლემებს, მათ შორის თხოვნას მედიკამენტებით დახმარებაზე, ოპერაციების დაფინანსებაზე და სხვ. იმდენად მძიმე სოციალური ფონია დედაქალაქში, რომ მერია, ფაქტობრივად, ჯანდაცვის სამინისტროს ფილიალად არის ქცეული და ამ ფონზე, მხოლოდ მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა 1 თვეში პრემია-დანამატების სახით 62 ათასი ლარი აიღეს ბიუჯეტიდან, ხოლო მერის მოადგილეებმა და ადმინისტრაციამ - 279.290 ლარი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მიერ გამოთხოვილ მონაცემებში არ შედის ინფორმაცია ხელფასის შესახებ, რომელიც, როგორც წესი, სახელფასო დანამატის ოდენობისაა. შესაბამისად, თუ პრემია-დანამატებს ყოველთვიურ ხელფასსაც მივათვლით, აღმოჩნდება, რომ მაგალითად მერიის საქალაქო სამსახურის უფროსი თვეში საშუალოდ 8 ათას ლარს იღებს. ამხელა თანხას პენსიონერი 4 წელიწადში თუ აიღებს.
PENSIONERI
14 თებერვალი 2016 22:33
თქვენ ახლა მაგ თანხას დაუმატეთ რაიონებში გაცემული ხელფასები, პრემია დანამატები და სად წავა მერე ნახეთ, ამ გათახსირებულმა მთავრობამ პენსიონერებისთვის საარსებო თანხა ვერ გაიმეტა. არ მიაღწიეთ პენსიის ასაკამდე ბიძინას თამადობით. დაგრჩათ ოხრად და ტიელად. სულ კუბოები და წამლები გეყიდოთ მაგ აღებული ფულებით. რომ შემეძლოს ერთ დღეს დაგხოცავდით ყველას. ბიძინა რა გიწოდო არ ვიცი, თუ მეტის ტრაკი არ გქონდა დატეულიყავი შენთვის, ბავშვებს უსრულებენ დანაპირებს და შენ ამ ხნის ხალხი რომ გაგვაცურე ნუთუ სინდისი არ გქეჯნის. როდემდე უნდა გააგრძელონ ბიუჯეტის ყლაპვა საინტერესოა.ვინც ოცნებას მხარი დაუჭიროს ის მხარი მოტყდეს სახლში დაბრუნებამდე.

რედაქტორის რჩევით