"ჩემი ოჯახი და ბიზნესი" - ახალი სასესხო პროდუქტი ბანკი "რესპუბლიკისგან" - კვირის პალიტრა

"ჩემი ოჯახი და ბიზნესი" - ახალი სასესხო პროდუქტი ბანკი "რესპუბლიკისგან"

"რესპუბლიკა" მიკრო და მცირე ბიზნესს განვითარების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს

ბანკმა "რესპუბლიკამ", რომელიც ჯგუფ "სოსიეტე ჟენერალს" წარმოადგენს, ბაზარზე ახალი, ფაქტობრივად, ინოვაციური პროდუქტი გამოიტანა, რომელიც მიკრო და მცირე ბიზნესის მფლობელებს განვითარების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. "ჩემი ოჯახი და ბიზნესი" - ახალი სასესხო პაკეტია, რომლის გამოყენება შესაძლებელია როგორც პირადი მოხმარებისთვის, ასევე ბიზნესის დაფინანსებისა და განვითარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ბანკი "რესპუბლიკა" ყოველთვის აქტიურად გასცემდა სესხს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის საქართველოში. ახლა კი ინოვაციურმა და დასავლურ სტანდარტებზე ორიენტირებულმა ბანკმა სესხის გაცემის პირობები კიდევ უფრო გაამარტივა. ახალი სასესხო პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი უპრეცედენტოდ დაბალია და 16%-იდან იწყება. სესხი "ჩემი ოჯახი და ბიზნესი" 10 წლამდე ვადით გაიცემა. 7000 დოლარამდე ბიზნესსესხი - "სწრაფი ფული" ერთ დღეში, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა. ახალი საბანკო პროდუქტი 100 ათას დოლარამდე ბიზნესსესხის გაცემასაც გულისხმობს, რაც შესაძლებლობას მისცემს მიკრო და მცირე ბიზნესის მფლობელებს, რეალობად აქციონ ბიზნესის განვითარებისა და გაძლიერების სურვილი.

ინოვაციური საბანკო პროდუქტი მიკრო და მცირე ბიზნესის მფლობელებისათვის სესხების პირადი მიზნებისთვის გაცემასაც გულისხმობს. მაგალითად, სესხი გაიცემა მანქანის, საოჯახო ნივთების შესაძენად. შესაძლებელია სესხის მიღება მოგზაურობის დასაფინანსებლად, ან ბინის რემონტისთვის. ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია სწრაფი ფულის - 7000 დოლარამდე თანხის მიღება ერთ დღეში უზრუნველყოფის გარეშე. მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგნელებს შეუძლიათ აიღონ სესხი სახლის, ან სხვა უძრავი ქონების შესაძენად ან ასაშენებლად. ამ შემთხვევაში სესხის მაქსიმალური ზღვარი შეზღუდული არ არის.

ირაკლი  ასლანიშვილი (ბანკ "რესპუბლიკის" კომერციული დირექტორი): "სიამოვნებით გვინდა ვაუწყოთ საზოგადოებას, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის მფლობელთათვის ბაზარზე ახალი შესაძლებლობები ჩნდება. სწორედ ბანკი "რესპუბლიკა", რომელიც მიეკუთვნება ჯგუფ "სოსიეტე ჟენერალს" და წარმოადგენს დასავლური ბანკის ფილიალს საქართველოში, გთავაზობთ სრულიად ახალ და განსხვავებულ პროდუქტს ბაზარზე, რომლის სახელია "ჩემი ოჯახი და ბიზნესი". აღნიშნული პროდუქტი განკუთვნილია მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად და ასევე ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.

ეს პროდუქტი ორი მიმართულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. ის იქნება მიმართული მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად, აგრეთვე ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. ბანკ "რესპუბლიკისთვის" საკმაოდ პრიორიტეტულია საზოგადოდ ბიზნესის მხარდაჭერა. შესაბამისად, მუდმივად ვზრუნავთ ახალი პროდუქტების შექმნაზე, არსებული პროდუქტების გაუმჯობესებაზე, ვცდილობთ, ეს პროდუქტები ბაზარზე არსებულ მოთხოვნებსა და რეალობას მოვარგოთ.

აღნიშნული სესხების პაკეტი ამიერიდან ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის, საპროცენტო განაკვეთი იქნება 16%-იდან. ეს კი საკმაოდ კონკურენტულს გახდის სესხს ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთების გათვალისწინებით. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მომხმარებელს შეეძლება საკმაოდ დიდი მოცულობის სესხის აღება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სესხის აღება მარტივია. მომხმარებელს შეეძლება 7000 დოლარამდე სესხის ერთ დღეში აღება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სესხის (7000 დოლარამდე) აღება შესაძლებელი იქნება ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მიკრო და მცირე ბიზნესის სექტორის სეგმენტი. საკმაოდ დიდი რიცხვია ამ სეგმენტში დასაქმებული ადამიანებისა, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, სჭირდებათ ბანკის დახმარება. ამიტომაც, ეს ჩვენი ინიციატივაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ ბიზნესის განვითარებასა და ზრდას".

გიგა  სულაძე (საცალო საბანკო საქმიანობის სამსახურის უფროსი): "ჩვენი ახალი პროდუქტის სახელწოდებაც საკმაოდ საინტერესოა - "ჩემი ოჯახი და ბიზნესი". აქამდე ჩვენ ბიზნესს ვაფინანსებდით მხოლოდ ბიზნესის განვითარების მიზნით. ახლა კი მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თანამშრომლობა უფრო გაგვეღრმავებინა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, სესხები გავცეთ მცირე და მიკრო ბიზნესების მფლობელთა პირადი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნითაც. ეს ახალი პროდუქტი, პირველ რიგში, არის ძალიან კონკურენტული. პირობებში შევიტანეთ მთელი რიგი ცვლილებები. საპროცენტო განაკვეთი 16%-დან იწყება. აღსანიშნავია ისიც, რომ სესხის გაცემა საკმაოდ სწრაფად ხდება. ასეთ შემთხვევაში, მიკრო და მცირე ბიზნესის მფლობელის მიერ შესაძლებელია 7000 დოლარის ოდენობის ბიზნესსესხის აღება, უზრუნველყოფის გარეშე, მაქსიმუმ ერთ დღეში.

უფრო მსხვილი სესხები (100 ათას დოლარამდე) გაიცემა ბიზნესის განვითარებისთვის, მარაგების შესავსებად, დანადგარების შესაძენად და სხვ. ჩვენ ვცდილობთ, სესხის დამუშავებისას ის თანხა გავცეთ და ის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, რომლებიც სამომავლოდ ამ ბიზნესის განვითარებას წაადგება და დაეხმარება.

რაც შეეხება მეორე ნაწილს - სესხებს პირადი მიზნებისთვის: ბიზნესის მფლობელები, ბიზნესის განვითარების გარდა, საკუთარ და ოჯახურ კეთილდღეობაზეც ზრუნავენ... მათ სურთ ავეჯის, ნივთების შეძენა, სამოგზაუროდ წასვლა, ავტომობილის შეძენა, და სხვ. ამ მიმართულებითაც იგივე მიდგომაა. მომხმარებლებს ვთავაზობთ სესხებს 20 ათას დოლარამდე, იმავე პრინციპით. ყველაზე კონკურენტული პირობა ამ ეტაპზე, რაც ჩვენ გვაქვს, ის არის, რომ თანხის ზედა ზღვარი შეზღუდული არ არის. იპოთეკის შემთხვევაში ზედა ზღვარს ჩვენ არ ვზღუდავთ.

ეს დამოკიდებულია თავად ბიზნესის შემოსავალზე და იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი სესხის დაფარვა. მიდგომა, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია თითოეული კლიენტისადმი. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვარგოთ ჩვენი პირობები თითოეულ კლიენტს, თუმცა ჩვენი პირობები ამ ეტაპზე ძალიან კონკურენტულია. შესაბამისად, არსებული და პოტენციური კლიენტებისგან აქტიურ ურთიერთობას მოველით. ჩვენი მიზანია, მიკრო და მცირე ბიზნესის მფლობელების სრულფასოვანი მომსახურება გავუწიოთ, საქართველოში ამ სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით".

R