ის, რაც ბიზნესს სჭირდება
11-04-2016
ის, რაც ბიზნესს სჭირდება
ეფექტური სარეკლამო კამპანია ერთდროულად რამდენიმე მედიაპლატფორმაზე

მეშვიდე თვეა, რაც "პალიტრამედია" მცირე და საშუალო ბიზნესს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს - აწარმოონ ეფექტური სარეკლამო კამპანია რამდენიმე მედიასაშუალებით ხელსაყრელ ფასად. "პალიტრამედიის" "მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტში" უკვე ას ოცდაათამდე კომპანიაა ჩართული და ყველა მათგანი კონკრეტულ შედეგებზე საუბრობს. კერძო სექტორს ამ პროგრამამ პროდუქციისა და სერვისის რეკლამირების უნიკალური შესაძლებლობა მისცა, მომხმარებელმა კი პირველად სწორედ ამ პროექტით გაიგო არაერთი პროდუქტისა და მომსახურების შესახებ.

"პალიტრამედიის" მიმდინარე შეთავაზება
გულისხმობს რეკლამის განთავსებას ყველაზე სანდო, მაღალტირაჟიან და გავლენიან გაზეთ "კვირის პალიტრაში", ყველაზე პოპულარულ ვებგვერდზე ამბები.გე და მაღალრეიტინგულ რადიო "პალიტრაში".

პროექტის მონაწილეები სარეკლამო კამპანიაში თვეში 2 580 ლარის ნაცვლად გადაიხდიან 580 ლარს. გარდა ამისა, პროექტში მონაწილე კომპანიები დამატებით სარგებელსაც მიიღებენ - მარკეტინგისა და
რეკლამის სამსახური მათ რეკლამის დიზაინს, სარეკლამო რგოლსა და ვებბანერს სრულიად უფასოდ დაუმზადებს. დღეს უკვე აღარავინ კამათობს ბიზნესისთვის რეკლამის აუცილებლობაზე, მაგრამ ხშირად კარგად დაგეგმილი და შედეგზე ორიენტირებული სარეკლამო კამპანია მხოლოდ დიდი ბიზნესისთვის არის ხელმისაწვდომი, მცირე და საშუალო ბიზნესს კი საამისოდ ფინანსური რესურსი არ ჰყოფნის და ინფორმაცია, ასეთი კომპანიების საქმიანობის შესახებ, ფართო აუდიტორიამდე ვერ აღწევს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა "პალიტრამედიამ" დაინახა რა მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებები და შესაძლებლობები, ამ სეგმენტზე მაქსიმალურად მორგებული და ეფექტური სარეკლამო პროდუქტი შესთავაზა.

ჯერ კიდევ 2012 წელს, "პალიტრამედიამ", IREX-ისა და USAID-ის პარტნიორობით, შექმნა პროგრამა, რომლის მიზანი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ეფექტური სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიის შეთავაზება იყო. ამ პროგრამაში მონაწილეობით ბიზნესს შესაძლებლობა ჰქონდა, გაეზარდა ცნობადობა ერთდროულად გაზეთის მკითხველებში, რადიოს მსმენელებსა და ვებგვერდის მნახველებში. მცირე და საშუალო კომპანიებს დღესაც სჭირდებათ თანადგომა. სწორედ ამიტომ "პალიტრამედიამ" კიდევ ერთი საინტერესო პროგრამა შესთავაზა მცირე და საშუალო კომპანიებს - ეფექტური სარეკლამო კამპანია ერთდროულად რამდენიმე მედიაპლატფორმაზე, თანაც ხელსაყრელ ფასად. რეიტინგული და სწორად შერჩეული მედიასაშუალებებისა და ეფექტური გზავნილების გამოყენებით ბიზნესი შეძლებს, რთულ პირობებშიც კი განვითარდეს.

მალხაზ ნაგერვაძე, შპს "ტექნოსერვისის" დირექტორი: "პალიტრამედიის" "მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტში" ჩვენ პირველად ვართ ჩართული და შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს როგორც შეკვეთების ზრდის თვალსაზრისით, ასევე გაზრდილია მომართვიანობა ტელეფონით და ვიზიტორების რაოდენობა ჩვენი კომპანიის ვებგვერდზე. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეკითხებით მომხმარებლებს, საიდან აქვთ ინფორმაცია ჩვენი კომპანიის შესახებ და ვხედავთ, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ინფორმირება სწორედ ამ სარეკლამო კამპანიის შედეგია.

ჩვენი კომპანია მობილურების და სხვა ტექნიკის შეკეთებით არის დაკავებული. მანამდე ყველა ჩვენი სარეკლამო აქტივობა ძალიან დაბალბიუჯეტიანი იყო და შედეგიც შესაბამისი ჰქონდა. სურვილიც რომ გვქონოდა, ჩვენი ბიზნესის მასშტაბებიდან გამომდინარე, თავს ვერ მივცემდით ძვირად ღირებული სარეკლამო კამპანიის წარმოების უფლებას. როგორც კი "პალიტრამედიის" ამ პროექტის ძირითადი მიმართულებების შესახებ შევიტყვეთ, მივხვდით, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც გვჭირდებოდა - ნაკლები დანახარჯით, დროის გარკვეულ და სტაბილურ პერიოდში და რეიტინგული მედიასაშუალებების სამ სხვადასხვა პლატფორმაზე შეგვეძლო ჩვენი სერვისის რეკლამირება. ამ პროექტში ჩართული ვიქნებით მანამ, სანამ პროექტი გაგრძელდება".

კიაზო ბიჩინაშვილი, შპს "ლუქსის" დირექტორი: "ჩვენ მატრასების საამქრო გვაქვს სავაჭრო ცენტრ "საბას" ტერიტორიაზე. ეს საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია, მომხმარებელი ყოველთვის ხარისხიან პროდუქციას ეძებს. აქამდე სარეკლამო კამპანია არასდროს გვიწარმოებია, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ მომხმარებლისთვის საინტერესო იქნებოდა ინფორმაციის მიღება ჩვენ მიერ შეთავაზებულ სერვისსა და პროდუქციაზე.

მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ჩვენ შესახებ "პალიტრამედიის" სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე გამოჩნდა, ყოველდღიურად გვირეკავს მომხმარებელი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კომპანიის ცნობადობა გაიზარდა. ამ სარეკლამო პროექტში ჩართვამ ბევრი ისეთი საჭიროება დაგვანახა, რაზეც მანამდე არც გვიფიქრია. მაგალითად, გადავწყვიტეთ, მაღალი ინტერესის გამო, ახლო მომავალში კიდევ ერთი მაღაზია გავხსნათ ქალაქის სხვა უბანში. "მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტში" მონაწილეობა ჩვენთვის პირველი სარეკლამო აქტივობა იყო და აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას, მით უფრო გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე, როცა მომხმარებლის გააქტიურებას ველოდებით".

გურანდა მაჩაიძე, შპს "გამას" მარკეტინგის დირექტორი: "მესამე თვეა, ამ პროექტში ვართ ჩართული და ძალიან კმაყოფილი ვართ, რადგან გაამართლა ჩვენი მოლოდინი. განსაკუთრებით კარგი შედეგი გვაქვს ვებგვერდზე განთავსებული რეკლამისგან - ვხედავთ სტატისტიკას, რომ სულ უფრო მეტი ინტერნეტმომხმარებელი გადმოდის ამბები.გე-დან ჩვენი კომპანიის "ფეისბუკის" გვერდზე. პოპულარული მედიაარხები, კომპლექსური რეკლამა, ფართო აუდიტორია და ხელსაყრელი ფასი - ყოველივე ამან განსაზღვრა ჩვენი არჩევანი "პალიტრამედიის" მიერ შემოთავაზებული სარეკლამო პაკეტის სასარგებლოდ. თავიდან ვფიქრობდით, რომ სამი თვით ჩავრთულიყავით პროექტში, მაგრამ მალევე შევცვალეთ გადაწყვეტილება და 6-თვიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. ვფიქრობთ "პალიტრამედიის" სხვა სარეკლამო არხების ათვისებასაც, მაგალითად, გვინდა, ჩვენი ფარმაცევტული პროდუქცია, რომელიც წონის კორექციის საშუალებებს მოიცავს, "პალიტრანიუსის" მაყურებელსაც გავაცნოთ".

გაგა აბაშიძე, შპს "ბი-პი-სის" დირექტორი: "ჩვენი კომპანია ასკილის ნატურალური წვენის რეალიზაციას ეწევა და დარწმუნებული ვარ, ბევრმა მომხმარებელმა შესაძლოა, არც კი იცოდეს ბაზარზე ამ პროდუქტის არსებობა. როცა "პალიტრამედიის" ამ პროექტის შესახებ გავიგეთ, მივხვდით, რომ ეს იყო შანსი, ხმა მიგვეწვდინა ჩვენი პოტენციური მომხმარებლისთვის. "მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტში" თებერვლის ბოლოს ჩავერთეთ, უკვე გვაქვს შედეგი და მეტ წარმატებასაც ველოდებით.
ამ სარეკლამო კამპანიაში ჩართვა რეალურად ჩვენი ბრენდის ცნობადობის ზრდას ემსახურება. მინდა აღვნიშნო, რომ პაკეტური სარეკლამო შეთავაზება ყოველთვის საინტერესოა, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, როცა რამდენიმე ტიპის და სხვადასხვა ინტერესის მქონე აუდიტორიისთვის ხელსაყრელ ფასად მოგვეცა რეკლამის გაკეთების შესაძლებლობა".

ირაკლი ჩიტიაშვილი, შპს "მედიქოლის" დირექტორი:
"სწორედ იმ დროს, როცა რეკლამა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, "პალიტრამედიამ" შემოგვთავაზა პროგრამა, რომელიც სრულიად პასუხობდა ჩვენს მოთხოვნებს და მინიმალურ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ ცოტა სპეციფიკური მომხმარებელი გვყავს - მათ საინფორმაციო სამედიცინო ბაზასთან წვდომა აინტერესებთ და ვფიქრობთ, რომ პროექტში ჩართვის ხელშესახები შედეგი ცოტა მოგვიანებით გვექნება. თუმცა, როგორიც უნდა იყოს ეს შედეგი, ჩვენისთანა მასშტაბის ბიზნესისთვის ეს უნიკალური შანსია, თანაც ძალიან დაბალ ფასად".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით