"კანონიერი" უსამართლობა ბიზნესისთვის
09-05-2016
"კანონიერი" უსამართლობა ბიზნესისთვის
დისტრიბუტორებმა მილიონები "შეჭამეს", შემოსავლების სამსახური კი დაზარალებულ კომპანიებს "ჩაუჯდა"?!

"ბიზნესი ვერც დაკარგულ ფულს იბრუნებს, დამატებით ზეწოლას განიცდის და უკვე დაზარალებულს, სახელმწიფო დახმარების ნაცვლად, აქეთ წიხლს აჭერს"


მართალია, დღეს ბიზნესი პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალია, მაგრამ პრობლემები კვლავ რჩება, ძირითადად კი, საშუალო და დაბალ სახელისუფლებო რგოლებთან ურთიერთობისას. მაშინ, როცა მაღალი რანგის აღმასრულებელი ხელისუფალი აცხადებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის, მისი ხელქვეითები მეტი სიფრთხილით, განგებ ან, შესაძლოა, უგუნურებით, კერძო სექტორს
უამრავ ბიუროკრატიულ ბარიერს უქმნიან, რაც დღეს ბიზნესს აზარალებს, ხვალ - ბიუჯეტს, ზეგ კი ეკონომიკურ განვითარებას შეაფერხებს. არადა, რაც უნდა კარგი ინიციატივები ჰქონდეს მთავრობას, მათი აღსრულება ვერ მოხდება, თუ რიგითი საჯ
არო მოხელეები ქვეყნისთვის მავნებლურ პოლიტიკას გაატარებენ. მოკლედ, როგორც ჩანს, ინფორმაცია ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ შესაბამის ადრესატებამდე არ ან ვერ აღწევს, ჩვენ კი არ გვსურს, ამ ყველაფერს ფართოდ დახუჭული თვალებით ვუყუროთ.

სამწუხაროდ, ფინანსური თაღლითობის­ შემთხვევები სხვადასხვა ბიზნესში არცთუ იშვიათად ხდება, განსაკუთრებით კი, ხშირია მსგავსი შემთხვევები სადისტრიბუციო­ კომპანიებში. დაქირავებული თანამშრო­მლები, რომლებსაც წვდომა აქვთ კომპანიის ფინანსებსა და პროდუქციასთან, ხშირად თაღლითობენ და კომპანიების ქონე­ბას ითვისებენ. თაღლითები რამდენიმე სქემით მოქმედებენ, მათ შორის ყველაზე პრიმიტიული პროდუქციის დატაცება და, ძირითადად, ბაზრებსა და ბაზრობებზე იაფად გასაღებაა, შედარებით რთული კი სალარო-აპარატის "დარჩენა" და დაპირება­, რომ სავაჭრო ობიექტიდან მიღებული თანხის დასტურად ჩეკს "ხვალ მიიტანს". სამწუხაროდ, სანამ სადისტრიბუციო კომპანია დანაკლისს აღმოაჩენს, მისსავე დისტრიბუტორებს უკვე საკმაოდ სოლიდური თანხა, ან დიდი რაოდენობით­ პროდუქცია აქვთ "შეჭმული". რა თქმა უნდა, თაღლითს სინდისი არ აწუხებს და თანხასაც არ აბრუნებს, ამიტომ დაზარალებულ კომპანიას მხოლოდ სამართლებრივი გზა რჩება დამნაშავის დასასჯელად და ზარალის ასანაზღაურებლად, თუმცა ნამდვილი კოშმარი ბიზნესისთვის­ სწორედ ამ დროს იწყება. მას შემდეგ, რაც დაზარალებული კომპანია მომხდარის შესახებ საგამოძიებო სამსახურებს შეატყობინებს, ეს უკანასკნელი­ ავტომატურად მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომ აღნიშნულ კომპანიაში­ ფინანსური შემოწმება დაიწყოს.
ფინანსური შემოწმება კი ინიშნება არა იმ ნაწილში, რაზეც დაზარალებულმა კომპანიამ პროკ­ურატურას მიმართა, არამედ ხშირად კომპანიის სრული რევიზია ხორციელდება, რაც სრული აბსურდია.

ბიზნესის შემოწმება კი ხშირად თვეების განმავლობაში გრძელდება, რაც მას დამატებით პრობ­ლემებს უქმნის. გამოდის, თაღლითისგან დაზარალებული ბიზნესი, რომელიც სამართალს სახელმწიფო უწყებებში ეძებს, თავად ხდება სახელმწიფოსგან ეჭვმიტანი­ლი. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ საბოლო­ოდ თაღლითი დააკავონ, სასჯელიც მიუსაჯონ, თანხაც ამოიღონ, მაგრამ ბიზნესს ეს იმაზე ძვირი დაუჯდეს, ვიდრე იზარალა. სამწუხაროდ, დღეს სწორედ ამ მიზეზით ბევრი დაზარალებული კომპანია აღარ მიმართავს­ სამართალდამცავებს­ და საკუთარი ძალებით ცდილობს აღნიშნული­ პრობლემების მოგვარებას, რაც ცალსახად ამ უწყებების არაეფექტურ მუშაობაზე მიუთითებს. აღს­ანიშნავია ისიც, რომ მსგავსი პრობლემა მხოლოდ სადისტრიბუციო კომპანიებს­ არა აქვთ, საკუთარი თანამშრომლების ფინანსური თაღლით­ობის მსხვერპლი არიან სხვა მიმართულ­ების კომპანიებიც, მათ შორის, ფინანს­ური ინსტიტუტები, სავაჭრო ობიექტები,­ სასაწყობო მეურნეობები და სხვ. სადისტ­რიბუციო კომპანიებში კი ეს შედარებით უფრო ხშირი და გავრცელებული პრობლემაა.

რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანი­ის წარმომადგენელმა, ვინც სწორედ იმის გამო, რომ მათ საქმეს, ერთი მხრივ, პროკურატურა, ხოლო, მეორე მხრივ, შემოს­ავლების სამსახური სწავლობს, საჯაროდ ვინაობის გამხელა არ ისურვა, მაგრამ შემოგვჩივლეს, რომ ბოლო დროს მსგავსი თაღლითობის ფაქტები განსაკუთრებით­ გახშირდა. სხვათა შორის, ამას ოფიც­ი­­ალური სტატისტიკაც ცხადყოფს. როგ­ორც იურისტებთან გავარკვიეთ, აღნიშნ­ული­ დანაშაული, ძირითადად, კვალიფიც­ირ­დება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების მითვ­ი­­­სება-გაფლანგვას გულისხმობს, ან 210-ე მუხლით - ყალბი საანგარიშსწორებო­ დოკუმენტის დამზადება. შინაგან საქმეთა­ სამინისტროს მონაცემების თანახმად, რომელიც ყველა საგამოძიებო უწყებიდან მიღებულ რეგისტრირებული დანაშაულის­ სტატისტიკას მოიცავს, გასულ წელს აღნიშნული მუხლებით­ ჩადენილი დანაშაულის პროცენტული მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით, ერთ შემთხვევაში - 45%-ით, ხოლო მეორე შემთხვევაში 85%-ით არის გაზრდილი.
"საქმეს ისიც ართულებს, რომ შემოს­ა­ვ­­ლე­ბის სამსახურს უკვე ადამიანური რეს­უ­რ­სიც არ ჰყოფნის, რომ ერთდროულად­ ამდენი დაზარალებული კომპანია შეამოწ­მოს­­ და აურაცხელი დოკუმენტაცია შეის­­წავლოს.­­ შემოსავლების სამსახურში ჩვენ­ისთანა დაზარალებული კომპანიების რიგი დგას, ვისაც მაკონტროლებელთან გამოთხოვილი საბუღალტრო დოკუმენტაცია მიაქვს. გარდა ამისა, აღნიშნულ უწყებას გეგმური და არაგეგმური რევიზიებიც ხომ აქვს. მოკლედ, თავადაც გადარეულები­ არიან, მაგრამ,­ როგორც ამბობენ, ამ გაუგებარ "წესს" გვერდს ვერ აუვლიან. ამასობაში კი თაღლითისთვის დაუსჯელობის სინდრომი მოქმედებს, ხელ-ფეხი გახსნილი აქვს და ვინ იცის, უკვე მერამდენე კომპანიას აზარალებს. ალბათ, გაგიგიათ, დისტრიბუციაში ფული კეთდებაო, სწორედ ამ გზით ფულის შოვნას გულისხმობენ. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა აღიარა დისტრიბუტორმა გარკვეული თანხის მითვისების ფაქტი, ან არსებობს დოკუმენტი, სადაც აშკარად ჩანს ქონებისა­ თუ ფულის მითვისების ფაქტი, თუმცა­ პროკურატურა ამ შემთხვევაშიც მიმართავს შემოსავლების სამსახურს, ის კი ამოწმებს მთელ კომპანიას ყველა მიმართულებით. შეიძლება შემოგედავონ საწვავის­ ხარჯვაზე, დღგ-ის გადახდის ვადებზე და სხვ. და ეს ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურა დაეხმაროს დაზარალებულ მეწარმეს ამ ფულის ამოღებაში, შესაბამისი პირის პასუხისგებაში მიცემით.

ფინანსური რევიზია ისეთი საქმეა, შესაძლოა, ნებისმიერ უმნიშვნელო რამეზე შემოგედავონ და ჯარიმა-საურავები დაგ­აკისრონ. საგადასახადო კოდექსი სხვად­ასხვა ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლევა და ხუთმა სხვადასხვა აუდიტორმა რომ შეამოწმოს საბუღალტრო დოკუმენტაცია, ხუთ სხვადასხვა დასკვნას დადებს.
მოკლედ, ასეა თუ ისე, მოხელეთა არაგონივრული ქმედების გამო ბიზნესი ვერც დაკარგულ ფულს იბრუნებს, დამატებით ზეწოლას განიცდის და უკვე დაზარალებულს, სახელმწიფო დახმარების ნაცვლად, აქეთ წიხლს აჭერს", - ამბობს ერთ-ერთი­ სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი.

ივა ჭყონია, კომპანია "გრანდის" ხელმძღვანელი: "რა თქმა უნდა, ჩემს პრაქტიკ­აშიც ყოფილა რამდენიმე მსგავსი მძიმე და ფინანსურად მტკივნეული შემთხვევა და ძალიან გართულებულა ამ თანხების ამოღება. ბოლო წლების გამოცდილებამ ბიზნესს ბევრი რამ გვასწავლა და ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიცვათ თავი თაღლითებისგან, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით ხელისუფლებაზე. წლების წინაც ასე იყო - პროკურატურაში ან პოლიციაში თუ განაცხადებდი, მაშინვე გადასცემდნენ ფინანსურ პოლიციას, შემოვიდოდნენ და უამრავ პრობლემასა და დისკომფორტს შეგიქმნიდნენ. ისეც ხდებოდა, რომ მათი "სტუმრობა" კომპანიას ბევრად ძვირი უჯდებოდა, ვიდრე იმ თანხის დაკარგვა, რაც დისტრიბუტორს შეეძლო "შეეჭამა". ამიტომ უწინ ბიზნესს ერჩივნა, საკუთარი ძალ­ებით ამოეღო დაკარგული თანხები. რა თქმა უნდა, კარგი იყო, თუ "მფარველი" გყავდა ძალოვანებში და ისინი მოსთ­ხოვდნენ პასუხს დისტრიბუტორს, მაგრამ ესეც არალეგალურად ხდებოდა, კანონის გვერდის ავლით. რა თქმა უნდა, დღეს ბიზნესზე წნეხი შედარებით შერბილებულია­, მაგრამ კვლავ აქვს ადგილი ძალოვანი უწყებების დაუმსახურებლად ხისტ დამოკიდებულებას, რაც კერძო­ სექტორს აზარალებს და შიშის სინდრომს ნერგავს. არადა, წესით, პირიქით­ უნდა იყოს, რადგან ყველა ეს საჯარო მოხელე ჩვენი ჯიბიდან გადახდილი გადასახადებიდან იღებს ხელფასს.
ბიზნესს არ უნდა გაუჩინო სურვილი, სახელმწიფოს გვერდის ავლით, ისე, როგორც ეს წლების წინ ხდებოდა, ძალისმიერი მეთოდებით თავად ეცადოს ზარალის ანაზღაურებასა და დამნაშავის დასჯას.­ ეს სხვა არაფერი იქნება, თუ არა წარსულში­ დაბრუნება და იმ შეცდომების გამეორება, რასაც თუნდაც წინა ხელისუფლება უშვებდა.

ვფიქრობ, საგამოძიებო უწყებაში წარ­დგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის, კომპანიასა და დისტრიბუტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება და დოკუმენტაცია, რომელიც ცხადყოფს, რომ დისტრიბუტორმა სხვისი ქონება მიითვისა, საგამოძიებო უწყებებისთვის საკმარისი უნდა იყოს საქმის გასახსნელად. სხვა შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით და პრობლემა, რომელიც დღეს ლოკალურად ბიზნესის ერთ მიმართულებას ეხება, ხვალ ქვეყნის ბიუჯეტსა და ეკონომიკას დააზარალებს, შემდეგ კი ყოველი მოქალაქის შემოსავლებზე აისახება.

მთავრობამ ამას აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება და წარსულის შეცდომები აღარ უნდა განმეორდეს.­ გამოდის, კერძო სექტორმა ისწავლა ჭკუა და ბევრი რამ თავად გამოასწორა, მაგრამ სახელმწიფო უწყებები ისევ ძველი მეთოდებით მუშაობენ, ნაცვლად იმისა, ბევრად უფრო ლიბერალურები გახდნენ და ბიზნესს განვითარებაში შეუწყონ ხელი".

ამირან გიგუაშვილი, ადვოკატი:
"ჩემს საადვოკატო პრაქტიკაში იყო შემთ­ხვევა, როცა ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიაში დღეში 20-30 ათასი ლარის "აფეთქებები" ხდებოდა, ანუ სწორედ ამ ღირებულების პროდუქციას იტაცებდნენ დისტრიბუტორები სხვადასხვა გზით. საბ­ოლოო ჯამში კომპანიას დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების­ პრობლემური აქტივი დაუგროვდა და ჩვენი იურიდიული კომპანია სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად დაიქირავეს.­ იმ დროს ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი მოვძებნეთ, შრომითი ხელშეკრულებების პარალელურად პროდუქცია დისტრიბუტორებს დავაწერეთ, როგორც სესხი კომპანიის წინაშე და გავაფორმეთ სესხისა­ და იპოთეკის ხელშეკრულება. შესაბამისად, თუ დისტრიბუტორს უფიქსირდებოდა დანაკლისი, კომპანიას ჰქონდა ამ დანაკლისის იპოთეკური უზრუნველყოფის საშუალება. ამ გზით მოვახერხეთ ზარალის მხოლოდ გარკვეული ნაწილის ამოღება, ისე, რომ პასუხისგებაში არავინ მიუციათ. თუმცა დღეს ეს მეთოდები საკმაოდ მოძველებულია. რა თქმა უნდა, ვერც ყველა რისკისგან დაიზღვევ თავს, რადგან ადამიანში კეთილსინდისიერების ფაქტორიც მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რატომ არა აქვთ სურვილი კომპანიებს, მიმართონ პოლიციას, როცა მათ დისტრიბუტორს უფიქსირდება დან­აკლისი მიბარებულ საქონელზე? პასუხი მარტივია - ამას მოჰყვება უკურეაქცია და რადგან იკვეთება ფინანსური ტიპის დანაშაულის ნიშნები, დაზარალებულ კომპანიაში შესამოწმებლად შედის საგადასახადო სამსახური. მეწარმემ კარგად იცის, რომ ასეთ შემთხვევაში დიდია ალბათობა, ფინანსური რევიზორი ნებისმიერ, თუნდაც­ უმნიშვნელო დეტალს გამოეკიდოს და იმ გაპრობლემებულ თანხას, რომლის გამოც­ დაიწყო ძიება, კიდევ უფრო დიდი ოდენობით საგადასახადო ვალდებულებები დაემატოს. გამოდის, პრობლემის გადაწყვეტის ნაცვლად ბიზნესი პრობლემების მთელ თაიგულს იღებს. კომპანიები, ერთი მხრივ, დისტრიბუტორების არაკეთილსინდისიერების გამო ზარალდებიან, მეორე მხრივ, ხელისუფლების მოუქნელი მექანიზმის გამო, როცა პროკურატურაში შესული ნებისმიერი განცხადება, ფაქტობრივად, ავტომატურად იწვევს ფინანსური რევიზიის ჩატარებას".


რედაქტორის რჩევით