თაღლითობა ლარის კურსით!
09-05-2016
თაღლითობა ლარის კურსით!
ჯიხურების მეპატრონეები მოსახლეობის უყურადღებობით სარგებლობენ - ტაბლოზე 2,02-ს აწერენ, რასაც ხალხი 2,20-ად აღიქვამს

რედაქციაში წერილი მოვიდა. მოქალაქემ დახმარების თხოვნით მოგვმართა:

"...ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში კლიენტებს ატყუებენ. მეც სწორედ ამ თაღლითობის ერთ-ერთი მსხვერპლი ვარ. ჩემი შვილი ფულს ამერიკიდან მიგზავნის და დოლარის ლარში გადაცვლა ხშირად მიწევს. ერთ დღესაც, როდესაც ფულის დახურდავება სავალუტო ჯიხურში გადავწყვიტე, ერთ-ერთ ჯიხურთან შევჩერდი. ტაბლოს შევხედე და ვიფიქრე, აქაც 2,20 ყოფილა კურსი, ამიტომ შორს რატომ წავიდე-მეთქი. ვიცი, რომ სხვა ჯიხ­ურებშიც
იგივე კურსია. ჩემი გათვლით, 100 დოლარში 220 ლარი უნდა დაებრუნებინათ, თუმცა მხოლოდ 202 ლარი მომცეს. როდესაც მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, - სანამ­ შემოხვალ, ჩვენს ტაბ­ლოს კარგად შეხედეო­. თურმე ტაბლოზე აწერია: დოლარის ყიდ­ვა - 2,02. ძალიან გავბრაზდი, დავბრუნდი მოლარესთან და ფულის დაბრუნება მოვთხოვე, მაგრამ უარი მითხრა.

მეტიც,
აქეთ ამიშარდა, მოგვშ­ორდი, თორემ პატრულს გამოვიძახებთ და დაგ­იჭერენო. რა უნდა მექნა, სახლში გაგიჟე­ბული დავბრუნდი. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ გავიარე იმ ჯიხურთან, თუმცა კურსი შეცვლილი დამხვდა - 2,20 ეწერა, ეტყობა, რაღაცის შეეშინდათ. თუმცა არ არის გამორიცხული, ისევ დაიწყონ ციფრებით მანიპულირება. მინდა, რომ ხალხი გაფრთხილდეს, ჯერ კარგად შეხედოს ტაბლოს და ფული შემდეგ გადაახურდაოს", - გვწერს გელა მჭედლიშვილი.

აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა­ სიახლე არ არის აფბა-ს ანალიტიკოს ზუ­რა კუკულაძ­ისთვისაც. მეტიც, მისი განცხადებით, არ არის გამორიცხული, მსგავსი პრაქტიკით მომუშავე ჯიხურების კრიმინალური სქემები გამოიკვეთოს:

- ბევრჯერ მსმენია და პირადადაც შევსწრებივარ, როდესაც ჯიხური დოლა­რს­­ ტაბლოზე მითითებული კურსისგან გან­სხვავებულ ფასად ახურდავებს.
როგორც წესი, ჯიხურების მეპატ­რონეები მოსახლეობის უყურადღებ­ობით სარგებლობენ - როდესაც ტაბლოზე 2,02 აწერია, მას 2,20-ად აღიქვამ.

- მომხმარებლის მოტყუება კანონდარღ­ვევა არ არის?

- სამწუხაროდ, მსგავს ფაქტებს კანონმდებლობა არ არეგულირებს(?!). არადა, აქ ბევრად მნიშვნელოვ­ანი პრობლემაა, ვიდრე ერ­თი შეხედვით ჩანს.
გამოძიების ადგილას დავინტერესდებოდი, ფულის გათეთრებასთან ხომ არ გვაქვს საქმე?!

- ეს საკითხი ვინ უნდა დაარეგულიროს?
- ჯიხურების საკითხი ეროვნულ ბანკს ეხება, თუმცა დანაშაულებრივი სქემის გამოვლენაში საგამოძიებო სტრუქტურებიც უნდა ჩაერთონ.

P.S. ჩვენ მივედით წერილის ავტორის მიერ დასახელებულ მისამართზე და ტაბლოზე მართლაც საბაზრო კურსი იყო ასახული. ამიტომაც, ჩვენ არ ვასახელებთ­ ამ ჯიხურის მისამართს. მოლარემ კი კითხვაზე: რამდენიმე დღის წინ ტაბლოზე 2,20-ის ნაცვლად ეწერა თუ არა 2,02 - პასუხი არ გაგვცა და ჯიხური სასწრაფოდ დახურა.

რუსუდან შელია
pushkini
04 ივნისი 2016 06:02
მიკეტილი კი არ არის პუშკინის ქუჩაზე, რამდენიმე კვირიით მიიკეტა და ახლა ისვე ღიაა და 10 ფილიალიც აქვს. აგრეთვე პუშკინის ქუჩიდან წასულმაყოფილმა მოლარეება ანალოგიური ჯიხურები გახსნეს და საკმაოდ მრავლად არიან
გავაზელი
19 მაისი 2016 17:04
რა შუაშია თაღლითობა? ადამიანი ბატი არ უნდა იყო. ჩემს ჯიხურზე მინდა 2,02-ს დავაწერ და მინდა 2,002. არ უნდა შეხედო ადამიანმა ყურადღებით? ერთი მასეთი "ბუდკა" პუშკინის ქუჩაზე იყო, მარა ამ ბოლო დროს მიკეტილია.

რედაქტორის რჩევით