"მაიას სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს, თორემ..."
"მაიას სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს, თორემ..."
"როგორც მე ვარ გაძარცული 50 მლნ დოლარით ამ ხელისუფლებისა და ცუდი გადამხდელების მიერ, ასევე ეს ადამიანები არიან გაძარცული ხელისუფლებისა და ცუდი გადამხდელების მიერ".

გასულ კვირას "ცენტრ პოინტის" საქმეზე ოთხი პირი დააკავეს, თუმცა ერთ-ერთი ბრალდებული და გარკვეული დროით კომპა­ნიის გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს - მას 4-წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა. საპატიმროში რჩებიან "ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი, კომპანიის დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი­ და "ცენტრ პოინტ აჭარას" დირექტორი ირაკლი
მინდელი. პროკურატურა მათ ბათუმის "მაგნოლიის" საქმეზე თანხების მითვისებასა და გაფლანგვას ედავება.

ბათუმის "მაგნოლია" ერთ-ერთია იმ 30-მდე პრობლემური სამშენებლო ობიექტიდან, რომლებიც "ცენტრ პოინტის" "სამშენებლო პირამიდის" სახელით არის ცნობილი.­ ამ სქემით კომპანიის მესვეურებმა ათასობით კლიენტს მიჰყიდეს ჯერ კიდევ აუშენებელი­ ბინები და ამ გზით მიღებული 310 მილი­ონი დოლარი
არამიზნობრივად გახარჯეს.­ შედეგად, 6200 ოჯახი დაზარალდა - თანხაც დაკარგეს და ბინებიც ვერ მიიღეს. პროკურატურამ "ცენტრ­ პოინტის" დამფუძნებლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო.­ არც იმას გამორიცხავენ,­ რომ მათი ბედი სხვა სამშენებლო კომპანიებმაც გაიზიარონ, რადგან პროკურატურაში­ დაზარალებულთა არაერთი განცხადებაა შესული...

ვახტანგ რჩეულიშვილი, "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი:
"მობი­ნადრეებთან ეს პრობლემა წლებია გრძელდება და მათი ნაწილი, ე.წ. კარგი გადამხდ­ელები, აბსოლუტურად მართალია. ასეთი კი მობინადრეების 30%-ია, ხოლო 70% ცუდი გადამხდელია, ვისაც დღეს კომპანიის მართებს. მათ საერთოდ არ უნდა მიიღონ ბინა, რადგან კარგი გადამხდელები სწორედ მათ დაღუპეს.
როგორც მე ვარ გაძარცული 50 მლნ დოლარით ამ ხელისუფლებისა და ცუდი გადამხდელების მიერ, ასევე ეს ადამიანები არიან გაძარცული ხელისუფლებისა და ცუდი გადამხდელების მიერ.

- ხალხის ბრალია, რომ მშენებლობებს­ ვერ ასრულებთ?

- რა თქმა უნდა, რადგან მათ თვითნებ­ურად შეწყვიტეს თანხების გადახდა. 2007 წელს პოლიტი­კური კრიზისი იყო, 2008-ში - ეკონომიკური კრიზისი და ომი. 2007 წელს ოპოზიციის გამოსვლებს მოჰყვა ეკონომიკის 5%-იანი თვიური ვარდნა და ერთ წელიწადში­ შემონატანები კომპანიაში დაეცა 80%-ით.­ რეალურად, ჩვენ ვართ პოლიტიკური კრიზისისა და ომის მსხვერპლი...

ჯერ იყო და, წინა ხელისუფლებამ მოგვიგზავნა "დექსუსი" და ჩემი ქონების ჩაგდება მოინდომეს ხელში. ზუსტად ასე იქც­ევა ეს მთავრობაც და მართმევს ქონებას. დღეს რაც ხდება, ეს არის ქონების გადანაწილება,­ რისთვისაც გაუბედურებულ ხალხს იყენებენ. 6 000 კაცზე ლაპარაკობენ და სინამდ­ვილეში, 500 დარჩა მხოლოდ. კიდევ 2 000-ზე მეტი იმიტომ ვერ იფორმებს ქონებას, რომ პროკურატურას უდევს ყადაღა ჩვენს ობიექტებზე და სინამდვილეში, მოსახლეობას რომ ბინა არა აქვს, მხოლოდ ამ ხელ­ისუფლების ბრალია. საბუთებით დავ­ამტკიცებ ამ ხელისუფლების დანაშაულს, რომ მილიონებს ხარჯავს ათასი რამის შეძენაში და 10 მილიონს, რომელიც მართებთ -­ ერთი მხრივ, ურჩ გადამხდელებს და მეორე მხრივ, ფინანსთა სამინისტროს - არ მაძლევენ. სააკაშვილმა ეს გააკეთა - 7 მილიონი მოგვცა და "მაგნოლია"­ ამიტომ აშენდა. ფული რომ მოეცათ, 2 წლის წინ დასრულდებოდა პრობლემა.

- "მაგნოლიასთან" დაკავშირებით, საგამ­ოძიებო უწყება თქვენი ოჯახის წევრებს 19 მილიონის გაფლანგვას ედავება...

- ეს იგივეა, თქვენ რომ შემოგედავოთ საგამოძიებო უწყება, თქვენი შვილი სკოლაში დროზე წავიდა თუ არაო. რა საგამოძიებო უწყების საქმეა ობიექტი, რომელიც დასრულებულია, ხალხი შესახლებულია და ცხოვრობს? ნაგავი არ გააქვთო, რომ ამბობენ, ეს არის პროკურატურის საქმე?

- წყალიც ჩასდის მოსახლეობას...

- წყალი ჩასდით და ამიტომ პროკურატურა უნდა შევიდეს? "მაგნოლია" ყველაზე დიდი შენობაა - 104 000 კვმ, რამხელაც ჯერ არავის აუშენებია. მადლობის მაგიერია? რაც მოუწესრიგებელია, ისიც იმიტომ, რომ მილიონობით ვალი ჰქონდა ობიექტს ამ დრომდე. მესმის, მხოლოდ საძირკველი ყოფილიყო გაჭრილი, ან სართ­ულები აკლდეს შენობას. აშენებულ სახლში­ შედიხარ და 500 კაცს აღიარებ დაზარალებ­ულად?! აშენებული სახლის მობინადრე თუ დაზარალებულია, მაშინ მთელი საქართველო დაზარალებულია, ვისაც წყალი ჩამოუვა­ ან გაზი გაუფუჭდება.

მოსახლეობის ვალდებულებაა, სხვადასხვა მომსახურებისთვის გადაიხადოს თვეში 50 ლარი და არ იხდიან. რამდენიც "მაგნო­ლიის" მოსახლეობას დავუმატეთ ფული, მთელ საქართველოში სხვა მშენებლობაზე არ დაგვიმატებია. სამხარაულის ბიუროს დასკვნა არსებობს, რომ მეტი გვაქვს დახარჯული, ვიდრე მშენებლობიდან შემოვიდა. პროკურატურა ისეთ დოკუმენტებს აქვეყნებს, ელემენტარული იურიდიული განათლების მქონე კაცმა ასეთი რამ არ უნდა დაწეროს. მაია რჩეულიშვილმა მობინადრეთა ფული დახარჯაო. როგორც კი ჩემგან ყიდულობ ბინას, ის ფული ჩემია­ და იმ ფულით ფქვილს ვიყიდი თუ ხელფ­ასს გავცემ, ჩემი საქმეა. შენ შეგიძლია მხოლოდ მკითხო, რატომ არ აშენდა შენ­ობა­ დაგეგმილ დროში, მე კი გეკითხები, ფული, რატომ არ გადამიხ­ადე დაგეგმილი გრაფიკით. "მაგნოლიაში" ხალხი 2 წელია ცხოვრობს, უმრავლესობა თვეში 500 დოლარად აქირავებს.­ 5-6 წლის წინ ჩამოართვა პროკურატურამ ჩვენებები და შემოწყობილი ჰქონდათ თაროზე.

ყოფილი გენპროკურორი არჩილ კბილაშვილი, ვინც ეს საქმე აღძრა, მაია რჩეულიშვილისა და "ცენტრ პოინტის" ოფიცი­ალური მოწილეა მშენებლობაში,­ სადაც მის საადვოკატო ფირმას მიწა ეკუთვნის. ეს მშენებლობა თავისუფლების მოედანზეა და ასეც ჰქვია: "თავისუფლების­ მოედანი 4". მათ ჰქონდათ მიწა, ჩვენ შეგვეძლო აშენება და შევქმენით ამხანაგობა. სესხის აღება­ დაგვჭირდა მშენებლობისთვის. აღმოჩნდა,­ რომ მიწის კადასტრი არ აქვთ გასწორებული, რომლითაც წილში შემოვიდნენ, ამის გამო ბანკმა არ ჩაიდო მიწა და არც სესხი მოგვცა­. ეს ადამიანი დგას "მაგნოლიის" საქმის აღძვრის უკან, რადგან უკმაყოფილო კლიენტია...

კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი,­ გუკა სამართალდამცავებს ჩაბარებოდა, რადგან როგორც ტერორისტებთან არ უნდა აწარმოო მოლაპარაკება, ისე ამგვარ პროკურატურასთან. მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ - შეგვიშალონ ხელი ჩვენი კლიენტების დაკმაყოფილებაში. პროკურატურას პირადი მოტივები ამო­ძრავებს. ჯობს, ორივე მხარემ დავამუ­ხრუჭოთ, მაიას სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს, თორემ, ისეთ თემ­ებს წამოვწევ, რაც ძალიან არ მინდა. წინა მთავრობამ­ "დექსუსი" შემოგვისია და გაგვიყიდა ობიექტები, ხალხი კი ისევ დაუკმაყოფილებელი დარჩა. ახლა ვინმეს კიდევ შემოგვისევენ და ხალხი არჩევნების შემდეგაც იყვირებს: ისევ მოგვატყუესო. ერთადერთი, ვისაც შეუძლია მშენებლობის დამთავრება, მაია რჩეულიშვილია და მის გათავისუფლებას ვითხოვ!

"8 მილიონი მხოლოდ ჩვენი ფული აქვთ გაფლანგული"


თამარ ფირცხალაიშვილი, დაზარალებული:
- მობინადრეებს­ შორის გვყავს ემიგრანტები, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მათთან მაია რჩეულიშვილი ჩავიდა საბერძნეთში და სთხოვა: ჩემს კომპანიაში შემოიტანეთ თანხები და ბინებს აგიშენებთო.
ღრმაღელის ობიექტი 2009 წლის გაზაფხულზე უნდა ჩაბარებულიყო. 2006 წლიდან დავიწყეთ გადახდები. 235 მობინადრე ვიყავით და 8 მილიონი დოლარი მხოლოდ ჩვენი აქვთ გაფლანგული. იქ, სადაც ჩვენი სახლი უნდა აშენებულიყო, მხოლოდ სამი სართულია ამოყვანილი, ისიც კომერციული ფართობი... სახლის პროექტი იცვლება­ ყოველი ჩვენი საპროტესტო აქციის შემდეგ. ამატებენ კოეფიციენტს, ჩამოაჭრიან სადარბაზოებს, მობინადრეები გადაჰყავთ ერთი სადარბაზოდან მეორეში... ასეა ყველა დანარჩენ ობიექტზეც... მარიჯანის ქუჩაზე მობინადრეებმა ფულის შეტანა 2003 წლიდან დაიწყეს და ობიექტი 2007 წელს უკვე უნდა ჩაბარებოდათ. აბსურდია, როცა რჩეულიშვილი თავს იმართლებს, ომმა და მსოფლიო კრიზისმა შეგვიშალა­ ხელიო. სხვათა შორის, ამ ობიექტზე 9-სართულიანი შენობა უნდა ჩაბარებოდა მოსახლეობას და ახლა 11-სართულიანია და გრძელდება მე-12, მე-13 და მე-14 სართულების ჰაერის გაყიდვა. ბოლო 2 წელიწადია ისინი ჰაერს ყიდიან.

მთელი ამ ხნის განმავლობაში "ცენტრ პოინტის" იურისტები დაგვცინოდნენ. იმასაც კი გვეუბნებოდნენ, პროკურატურამ შეცდომით გცნოთ დაზარალებულადო. მაია რჩეულიშვილის დეიდაშვილმა გიორგი გურგენიძემ (ჩვენი სახლის მშენებელი იყო), თავი ჩამოიხრჩო. მაია ამას იყენებდა საბაბად, - მან გაფლანგა თქვენი ფულიო. ამათ აუცილებლად უნდა აგონ პასუხი!

თაობები შეეწირა "ცენტრ პოინტთან" ბრძოლას. მობინადრეები პირდაპირ საპროტესტო აქციებზე იხოცებოდნენ. ზოგმა თავი დაიწვა, ზოგს ინსულტი მოუვიდა. ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც სახლს იშენებდა, გარდაიცვალა და ახლა მისი 95 წლის დედა დადის აქციებზე და ბინის დასრულებას ითხოვს.

"გამოსავალი იძულებითი მმართველობაა..."

უჩა ზაქაშვილი, ექსპერტი სამშენებლო სამართალში:
"მაგნოლიის" დასრულებაზე აპელირება არის ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საკმარისია, ნახოთ ვიზუალური მასალა, როგორი უნდა ყოფილიყო "მაგნოლია", რომელიც მობინადრეებს მშენებლობის დაწყების წინ აჩვენეს და როგორი ჩააბარეს... საჯარო რეესტრში ქონების რეგისტრაცია 50 ლარი ღირს, "ცენტრ პოინტი" კი თავის მოსახლეებს 370 ლარს ახდევინებდა. "ცენტრ­ პოინტს" ძალიან დიდი აქტივი აქვს, უბრალოდ, არ უნდა, გაყიდოს და ვალდებულებები შეასრულოს. ცდილობენ, დავა პინგ-პონგის­ რეჟიმში გადაიყვანონ, ხან "დექსუსს" აბრალებენ, ხან წინა ხელისუფლებას, ახლა თურმე ეს ხელისუფლებაა დამნაშავე. ეს აქტივები მათთან დაკავშირებული კომპანიების სახელზეა გაფორმებული.

ბევრი მშენებელი ვიცი შედარებით მცირე კომპანიებიდან, რომელიც ახლა ციხეში ზის. ზოგი ბინებს ხუთ-ექვსჯერ ყიდდა და სიხარულითაც მიდი­ოდა ციხეში, რადგან მისთვის 2-3-წლიანი სასჯელის მოხდა სამოთხე იყო, როცა ამდენი მილიონი მიითვისა. ამიტომ ზოგ შემთხვევაში მშენებლის დაპატიმრება არ ნიშნავს პრობლემის გადაჭრას.

- რა იურიდიული მექანიზმები არსებობს, რომ დამთავრდეს მშენებლობები ან დაზარალებულებს აუნაზღაურდეთ ზარალი? აქვს საამისო ბერკეტი სახელმწიფოს?
- თუ კომპანიის აქტივები საკმარისია მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, დაზარალებულებს (არა სახელმწიფოს) შეუძლიათ იძულებითი მმართველის დანიშვნა. ის ვალდებული იქნება, აღწეროს ქონება, დაიწყოს ეტაპობრივად მისი გაყიდვა და კრედიტორების დაკმაყოფილება. ეს ერთ-ერთი გზაა. პირდაპირ სახელმწიფომ რომ გაყიდოს რაღაცები და დაზარალებულებს ფული დაურიგოს, შეუძლებელია. თუმცა დაჭერებმა შესაძლოა სტიმული მისცეს კომპანიას, თვითონ დაიწყოს თავისი აქტივების მობილიზება.

- თუ ქონება უკვე გადაცემულია მესამე პირებისთვის ან მესამე კომპანიებისთვის, როგორღა მოხდება იძულებითი მმართველობა?

- სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში, პროკურატურას შეუძლია იმ გარიგებების გადახედვა, რომლებითაც ქონება მესამე მხარეს გადაეცა. თუ დადგინდება, რომ ეს პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად გაკეთდა, შესაძლებელია ქონების კომპანიისთვის დაბრუნება. არსებობს ასეთი გარიგებების ბათილად ცნობის მექანიზმი. მთავარია, ფაქტები დადასტურდეს.
პრინციპული მნიშვნელობა აქვს ორივე - როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივ დევნას. მარტო სამოქალაქო დევნით შედეგს ვერ მიიღებენ. ძალიან საჭირო იყო სისხლისსამართლებრივი დევნა სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოებების გამოსაკვლევად, რომლებიც შესაძლებელია სამოქალაქო დავაში უტყუარ ფაქტებად გამოდგეს. მერე ამ ფაქტებით შეიძლება ბევრმა მოქალაქემ მოიგოს პროცესები.

ემა ტუხიაშვილი
otar beriZe qutaisei
24 ივლისი 2016 16:34
აფიორა იყო სულით და დარჩა. ოჯახიც უნადგურდება ნელ -ნელა, ლელა კილაძისნაირი არ მოაკლდეტ ამის მოდგმას. მალე ნახავთ გაქცეულებს და სამათხოვროდ მყოფებს უცხოეთსი......................
zaza.g
24 ივლისი 2016 09:47
ეს კაცი ამაზრზენია თავისი ქმედებით, ეხლა ხალხს და ხელისუფლებას აბრალებს მის გაკოტრებას, იმ ხელისუფლებას რომელმაც მას უბრალოდ კანონის წინაშე პასუხი არ მოსთხოვა. უარესის ღირსები ხართ! ბოდიშს ვიხდი გამწარებული ხალხის წინაშე.
ლარა
23 ივლისი 2016 21:08
რჩეულიშვილო იქნებ აგვიხსნათ ეს მთავრობა რა შუაშია? იქნებ ამით გინდოდა მიშასთვის გესიამოვნებინა?-ნამდვილად მეცოდებით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები