ვისოლი იტალიაში აპის ახალ ტექნოლოგიებს გაეცნო - კვირის პალიტრა

ვისოლი იტალიაში აპის ახალ ტექნოლოგიებს გაეცნო

მიუხედავად იმისა, რომ იტალიური აპის ევრო 5-ის ტიპის საწვავი საუკეთესო ხარისხის გამო საქართველოში კარგა ხანია პოპულარულია, უცხოურ კომპანიას ტრადიცია აქვს, სტრატეგიულ პარტნიორებს ოპერატიულად გააცნოს სიახლეები. ამიტომაც ტრადიციის თანახმად, ცოტა ხნის წინ აპიმ ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას წარმომადგენლები იტალიაში მიიწვია.

ვისოლის წარმომადგენლები ფალკონარა მარიტიმას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობპროდუქტების წარმოების ახალ ტექნოლოგიებს გაეცნენ.

აპის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სრულ ელექტრონიზებულ სისტემაზეა გადართული და ხარისხის ახალი სტანდარტის (ევრო 6-ის) მისაღწევად ახალ ტექნოლოგიებს  ნერგავს.

"ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია აპის სტაბილური და სტრატეგიული პარტნიორია აღნოსავლეთ ევროპაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები ადგილზე გაეცნონ იმ ახალ ტექნელოგიებსა და მართვის სტილს, რომელსაც კომპანიაში ვნერგავთ. მოხარულები ვართ, რომ აპის საწვავი პოპულარულია საქართველოში" - აცხადებს აპის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - პიერფილიპო ამური.

KvirisPalitra.Geაპის ტექნოლოგიურ სიახლეებზე ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას მარკეტინგის დირექტორი თორნიკე გურული გვესაუბრა.

- აპი პროდუქციის განსაკუთრებულ ხარისხზე ზრუნვის გამო გამუდმებით ცვლის და ხვეწს ტექნოლოგიებს. ამიტომაც აპის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ბოლო პერიოდში ერთბაშად რამდენიმე საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა: ISO 9002 ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიების თანამედროვე აღჭურვილობისათვის, ISO 140014 გარემოსდაცვითი სამუშაოებისათვის და OHASAS 18001 ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვისათვის მიენიჭა.

იტალია არამარტო დასავლეთ ევროპაში, მსოფლიოში წამყვანია ნავთობპროდუქტების ხარისხით. აპი კი წამყვანი კომპანიაა იტალიის ნავთობპროდუქტებისა და ენერგეტიკის სექტორში. აპის ნავთობპროდუქტების გადამუშავების, წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის 80-წლიანი გამოცდილება აქვს.

ადრიატიკის სანაპიროზე 700 000 კვადრატულ მეტრზე განლაგებული აპის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურია  მთელ მსოფლიოში. აპი უახლესი ევროპული სტანდარტის, ევრო 5-ის ბენზინისა და დიზელის პროდუქტებს, ბიოდიზელს და ბიტუმს აწარმოებს. ამას გარდა, აპი ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, ალტერნატიული ენერგიის მიღების მიმართულებითაც წარმატებით მუშაობს.

ამჯერად იტალიაში მიგვიწვიეს ევრო 5-ის და ევრო 6-ის ტიპის საწვავის წარმოების ტექნოლოგიის სანახავად.

ვისოლი იტალიურ ბრენდ აპისთან 2007 წლის სექტემბრიდან თანამშრომლობს და  ჩვენ ვართ ერთადერთი ნავთობკომპანია, რომელსაც დასვალეთ ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილი ევრო-5 სტანდარტის საწვავი შემოგვაქვს.

- შესაბამისად თქვენ ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისგან განსხვავებით ყველაზე შორიდან, იტალიიდან შემოგაქვთ საწვავი და როგორ ინარჩუნებთ საწვავის მაღალ ხარისხს?

- ვისოლის მიერ ნავთობპროდუქტების იმპორტი და მათი შემდგომი დისტრიბუცია ხარისხის კონტროლის მრავალსაფეხურიანი ციკლის დაცვით ხორციელდება. კერძოდ, საწვავის ხარისხის კონტროლი მოიცავს რთულ ლოგისტიკურ ჯაჭვს იტალიის პორტ ანკონადან მომხმარებლის ავტომობილის საწვავის ავზის ჩათვლით.

იტალიური საწვავის იმპორტს და დისტრიბუციას ვისოლი აპი-ს მიერ დადგენილი სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად ახორციელებს.

იტალიიდან შემოსული გემიდან საწვავის გადმოტვირთვა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც SGS – ის დამოუკიდებელი საერთაშორისო ლაბორატორიის დასკვნები დაადასტურებს, რომ იმპორტირებული საწვავი შეესაბამება პროდუქტებზე იტალიაში გაცემულ თანმხლებ სერტიფიკატს. თითოეული პროდუქტი ისხმება და გადაიზიდება კონკრეტულად მისთვის განკუთვნილი ვაგონებით.

ნავთობბაზაში  საწვავის გადაზიდვას და ავტოგასამართი სადგურების მომარაგებას ვისოლი სპეციალიზებული, კომპანიის კუთვნილი  ავტოცისტერნების პარკით ახდენს. მათ ინდივიდუალური ცისტერნები აქვთ თითოეული პროდუქტისათვის. ვისოლის ნავთობტერმინალებში საწვავის ხარისხის კონტროლს მუდმივად ანხორციელებენ კომპანიის სტაციონარული ლაბორატორიები სამტრედიის ყველაზე დიდ სახმელეთო ტერმინალსა და თბილისის ბაზაში. ხოლო ვისოლის ექსპრეს ლაბორატორია მუდმივად ახდენს საწვავის ხარისხის კონტროლს კომპანიის ავტოგასამართ სადგურებზე მთელი საქართველოს მასშტაბით.

- დასავლეთ ევროპული საზოგადოების რა მოთხოვნებს პასუხობს აპი?

- აპის პრინციპი ასეთია: მან უნდა მიიღოს ყველაზე მაღალი კლასის საწვავი, რომელიც გაუფრთხილდება არა მარტო ავტომობილს, არამედ გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას. ასეთი საწვავის შეძენით, დასავლეთევროპელი ზრუნავს არა მხოლოდ საკუთრ ავტომობილზე და პირად სიამოვნებაზე, არამედ გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებზეც.

R