იპოთეკური სესხი ლარში "საქართველოს ბანკისგან" და ბევრი საჩუქარი - კვირის პალიტრა

იპოთეკური სესხი ლარში "საქართველოს ბანკისგან" და ბევრი საჩუქარი

"საქართველოს ბანკი" პირველი იყო ქართულ საბანკო ბაზარზე, ვინც მომხმარებელს იპოთეკური სესხის ლარში დაკრედიტება შესთავაზა

1-ელი აპრილიდან  1-ელ მაისამდე, "საქართველოს ბანკი" მომხმარებელს იპოთეკური სესხების ლარში დაკრედიტებას სთავაზობს

ერთი თვის განმავლობაში, 1-ელი აპრილიდან 1-ელ მაისამდე, "საქართველოს ბანკი" მომხმარებელს იპოთეკური სესხების ლარში დაკრედიტებას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ის მომხმარებელი, ვინც აღნიშნულ პერიოდში ისარგებლებს იპოთეკური სესხით "საქართველოს ბანკში", კრედიტს 10 წლამდე ვადით და საკმაოდ შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით - 15%-ში მიიღებს. გარდა ამისა, მომხმარებელი "საქართველოს ბანკისგან" რამდენიმე ღირებულ ბენეფიტს მიიღებს.

მაგალითად, ვინც ამ აქციის ფარგლებში ისარგებლებს იპოთეკური სესხით, კრედიტის მიღებისას არ გადაიხდის სესხის გაცემის საკომისიოს. გარდა ამისა, სესხის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში, სადაზღვევო პრემიას მომხმარებლის ნაცვლად ბანკი გადაიხდის და ასევე ბანკი აუნაზღაურებს კლიენტს საჯარო რეესტრში საიპოთეკო უძრავი ქონების რეგისტრაციისა და ნოტარიალური ბაჟის ხარჯებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ "საქართველოს ბანკი" პირველი იყო ქართულ საბანკო ბაზარზე, ვინც მომხმარებელს იპოთეკური სესხის ლარში დაკრედიტება შესთავაზა. ამან კი საშუალება მისცა ბანკის იმ კლიენტებს, ვისაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვთ, თავი დაიზღვიონ ვალუტის კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული რისკისგან.

"საქართველოს ბანკმა" ახალ საკრედიტო პროდუქტზე აქცია გამოაცხადა და შეღავათიანი კრედიტით სარგებლობის შესაძლებლობა 100 მომხმარებელს მისცა.

აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკის" შეთავაზებას ბევრი მსურველი გამოეხმაურა. ბანკმა აქციის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სესხი გასცა, ხოლო მზარდმა მოთხოვნამ ცხადყო, რომ იპოთეკურ სესხზე ლარში მოთხოვნა მაღალია.

გიორგი ბარკალაია ("საქართველოს ბანკის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი): "საქართველოს ბანკი" აგრძელებს ლარში სესხების გაცემას და მნიშვნელოვანია ის ბენეფიტები, რომლებსაც ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ. ამ სასესხო პროდუქტს რამდენიმე უპირატესობა აქვს. ერთი, რომ ლარში გაცემული სესხის ხანგრძლივობა 10 წელია და გარდა ამისა, "საქართველოს ბანკი" თავის მომხმარებელს საჩუქრად გადასცემს დაზღვევას, აუნაზღაურებს სანოტარო ხარჯებს, საჯარო რეესტრის ხარჯებს, გაათავისუფლებს სასესხო თანხის საკომისიო გადასახადისგან. საკმაოდ ბევრი ღირებული ბენეფიტით შეუძლია ისარგებლოს მომხმარებელმა "საქართველოს ბანკში" ამ ერთი თვის განმავლობაში, ამიტომ ვფიქრობთ რომ ბევრ მომხმარებელს მოვიზიდავთ."

გიორგი ჭილაძე ("საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე): "მიმდინარე წლის თებერვალში ჩვენ გამოვაცხადეთ აქცია იპოთეკურ სესხებზე, აქციის ფარგლებში 4,5 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის სესხი გავეცით.

ვინც თვალს ადევნებს კომერციული ბანკების მუშაობას, დამეთანხმება, რომ პასივების დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაშია ფორმირებული. "საქართველოს ბანკს", სხვა ბანკებისგან განსხვავებით, ძალიან დიდი კაპიტალი აქვს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენი პორტფელის გარკვეული ნაწილი, ლარში ვიქონიოთ.

სხვა ბანკებს ამის უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვთ. სააქციო კაპიტალის ხარჯზე, ჩვენი პასივების გარკვეული ნაწილი ეროვნულ ვალუტაშია ფორმირებული, რასაც ვიყენებთ იმისთვის, რომ ლარში მოვახდინოთ სესხების გაცემა. ამასთან ერთად იმედი გვაქვს, რომ სესხები ლარში უფრო გაზრდის საზოგადოების ნდობას ეროვნული ვალუტის მიმართ, დაიწყებენ ლარში დაგროვებას და კიდევ უფრო მეტი რესურსი გაჩნდება."

R