"გააკეთეთ კარგი რეკლამა და ფული თვითონ მოვა" - კვირის პალიტრა

"გააკეთეთ კარგი რეკლამა და ფული თვითონ მოვა"

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, პირველად სწორედ ამ პროექტით გაიგოს ბევრი ისეთი პროდუქტისა და მომსახურების შესახებ, რომელზეც მანამდე, შესაძლოა, არაფერი იცოდა

საქართველოში 70 ათასზე მეტი მცირე და საშუალო საწარმოა რეგისტრირებული, მათი დიდი ნაწილი - 85% - მცირე საწარმოა. მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი რაოდენობისა, მცირე და საშუალო საწარმოების წილი ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში მხოლოდ 18%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობა ჯერ კიდევ ვერ ვითარდება სათანადოდ.

ის, რაც მცირე კომპანიებს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება, ცნობადობის ზრდა და საკუთარი საქმიანობის შესახებ მომხმარებლამდე ინფორმაციის მიტანაა. გავიხსენოთ, რამდენი კარგი პროდუქტისა თუ სერვისის შესახებ გაგვიგია ნაცნობ-მეგობრებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ მომხმარებელთა ვიწრო წრისთვის არის ცნობილი.

ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თუ რა მნიშვნელობა აქვს ეფექტიან რეკლამას ბიზნესისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, მცირე და საშუალო კომპანიებს ამის ფინანსური რესურსი ხშირად არა აქვთ. სწორედ ეს საჭიროება და მცირე ბიზნესის შესაძლებლობები გაითვალისწინა "პალიტრამედიამ" და მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებისთვის მხარდაჭერის პროგრამა შესთავაზა, რაც გულისხმობს ხელსაყრელ ფასად ერთდროულად რამდენიმე მედიაპლატფორმაზე ეფექტიანი სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიის შეთავაზებას.

პირველად ამ პროექტის განხორციელება "პალიტრამედიამ" 2012 წელს დაიწყო და მასში 200-მდე კომპანია მონაწილეობდა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოუდგენლად შეღავათიანი პირობებით გაეზარდათ ცნობადობა ერთდროულად გაზეთის მკითხველებში, ვებგვერდის მნახველებსა და რადიოს მსმენელებში. ამ პროგრამაში მონაწილეობამ მნიშვნელოვნად გაზარდა მათი გაყიდვები და კომპანიებს განვითარების შესაძლებლობა მისცა.

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის მეორე ეტაპი "პალიტრამედიამ" ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო. შიდა თუ გარე ფაქტორების გამო, ბიზნესს, განსაკუთრებით კი მცირესა და საშუალოს, დღესაც სჭირდება თანადგომა. აღსანიშნავია, რომ სწორად შერჩეული მედიასაშუალებებისა და ეფექტიანი გზავნილების გამოყენებით ბიზნესს კრიზისის პირობებშიც კი შეუძლია განვითარება. ამიტომ კომპლექსური და ხელსაყრელი სარეკლამო კამპანიის შეთავაზება სწორედ ის აღმოჩნდა, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ამ მასშტაბის ბიზნესს. პროექტის მეორე ეტაპზე პროექტში 150 კომპანიაა ჩართული. მონაწილეთა უმეტესობამ საკუთარი პროდუქციისა და სერვისის შესახებ ინფორმაციის ფართო საზოგადოებამდე მიტანა პირველად სწორედ ამ სარეკლამო კამპანიის ფარგლებში შეძლო. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის შემდეგ მათი უმეტესობა გაყიდვების, ცნობადობის მკვეთრ - 70-80%-იან ზრდაზე, დანარჩენები კი მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე საუბრობენ.

სწორედ კომპანიების მოთხოვნებისა და პროექტის შედეგებიდან გამომდინარე გადაწყვიტა "პალიტრამედიამ" მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის გაგრძელება. ეს კი გულისხმობს რეკლამის განთავსებას ყველაზე სანდო, მაღალტირაჟიან და გავლენიან გაზეთ "კვირის პალიტრაში", ყველაზე პოპულარულ ვებგვერდზე ამბები.გე და მაღალრეიტინგულ რადიო "პალიტრაში".

პროექტის მონაწილეები სარეკლამო კამპანიაში თვეში 2.580 ლარის ნაცვლად, გადაიხდიან მხოლოდ 580 ლარს. გარდა ამისა, პროექტში მონაწილე კომპანიებს დამატებით, უფასოდ დაუმზადებენ რეკლამის დიზაინს, სარეკლამო რგოლსა და ვებბანერს.

თამამად შეიძლება აღინიშნოს, რომ "პალიტრამედიის" ამ პროგრამას საქართველოს სარეკლამო ბაზარზე ანალოგი არა აქვს.

მცირებიუჯეტიან კომპანიებს, ვისთვისაც ძვირად ღირებული სარეკლამო კამპანია ხელმისაწვდომი არ არის, შესაძლებლობა აქვთ, წარმოუდგენლად დაბალ ფასად საკუთარი პროდუქციისა თუ მომსახურების შესახებ ინფორმაცია ყველაზე რეიტინგული მედიასაშუალებებით მიაწოდონ პოტენციურ მომხმარებელს.

თუმცა ამ შემთხვევაში ბენეფიტს მხოლოდ კერძო სექტორი არ იღებს. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, პირველად სწორედ ამ პროექტით გაიგოს ბევრი ისეთი პროდუქტისა და მომსახურების შესახებ, რომელზეც მანამდე, შესაძლოა, არაფერი იცოდა. ეს კი მომხმარებლის არჩევანს ზრდის, იზრდება ჯანსაღი კონკურენცია კომპანიებს შორის, რაც თავისთავად პროდუქციის ხარისხს აუმჯობესებს, ხოლო ფასებს შემცირებისკენ უბიძგებს. პროექტის უნიკალურობაც ამაშია - ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს ეფექტიანად დაგეგმილი სარეკლამო კამპანია რადიოში, პრესასა და ინტერნეტში, მომხმარებელს კი მეტ ინფორმაციასა და მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობას აძლევს.

ყველა მცირე ბიზნესს აქვს განვითარებისა და უფრო დიდ მასშტაბებზე გადასვლის პოტენციალი, თუმცა ამისთვის მას შესაბამისი ხელშეწყობა სჭირდება, მათ შორის ინფორმაციის ეფექტიანად გავრცელებაც. ეს უნიკალური შესაძლებლობა კი ნებისმიერმა ჯანსაღი ამბიციის მქონე ბიზნესმა უნდა გამოიყენოს, სხვაგვარად, როგორც ცნობილი მარკეტოლოგები ამბობენ, ბიზნესის კეთება რეკლამის გარეშე ბნელ ოთახში გოგოსთვის თვალის ჩაკვრას ჰგავს, როცა მხოლოდ შენ იცი ამის შესახებ და სხვამ არავინ.

"პალიტრამედიის" მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

იოსებიძის 49

tel: 214 95 95; 223 80 09

mob: 592 444 999

smb@palitra.ge