საშუალო და მცირე ბიზნესის ბაზარი უარს ამბობს პირატულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ლეგალურის სასარგებლოდ - კვირის პალიტრა

საშუალო და მცირე ბიზნესის ბაზარი უარს ამბობს პირატულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ლეგალურის სასარგებლოდ

გასული წლიდან მცირე და საშუალო ბიზნესის 228 კომპანიამ დაიწყო Microsoft-ის ლეგალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება

თბილისი, 2016 წლის 18 ოქტომბერი - საშუალო და მცირე ბიზნესმა დაიწყო უარის თქმა არალეგალურ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ოფიციალურის სასარგებლოდ. ასე, 2015 წლის ივლისიდან მცირე და საშუალო ბიზნესის 228 კომპანიამ უკვე შეიძინა ოფიციალური პროდუქტები, აქედან 63-მა გააფორმა გამოწერა ინსტრუმენტების ღრუბლოვან კომპლექტზე Office 365.

"სტატისტიკის მიხედვით, კომპანიები განიცდიან მავნე პროგრამების შეტევას ყოველ 7 წუთში. ასეთი შეტევის აღმოფხვრას კი საშუალოდ 45 დღემდე სჭირდება"- ამბობს ნიკოლოზ დობორჯგინიძე, "მაიქროსოფთ საქართველოს" გენერალური დირექტორი. - ლეგალური პროგრამული უზრუნველყოფა - ნებისმიერი კომპანიის ან ორგანიზაციის უსაფრთხოების საწინდარია. ის იცავს ფინანსური და რეპუტაციული რისკებისგან და იძლევა ბიზნესის სანდო წარმართვის შესაძლებლობას, საფრთხეებისა და საშიშროებების გარეშე".

არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის საერთო კომერციული ღირებულება საქართველოში ბოლო 6 წელიწადში შემცირდა ნახევარზე მეტად - 54 მლნ. დოლარიდან 2009 წელს 24 მლნ. დოლარამდე 2015-ში. ამ მაჩვენებლით საქართველოს უკავია მე-7 ადგილი ევროპის ცენტრალურ-აღმოსავლეთ რეგიონში. არალეგალური პროგრამული უზრუნველყოფის საერთო წილი შემცირდა 11%-ით - 95%-დან 84%-მდე ანალოგიურ პერიოდში. ასეთი მონაცემები მოყვანილია საერთაშორისო ასოციაციის Business Software Alliance-ის ბოლო ანგარიშში.

"ინტელექტუალური საკუთრების პატივისცემა და დაცვა - ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია, - ამატებს ბატონი დობორჯგინიძე. - ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დღეს საქართველოში ამის მნიშვნელობა ესმით არა მხოლოდ ბაზრის მსხვილ მოთამაშეებს, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზარსაც. ამ კომპანიებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ლეგალიზაციაში დახმარება - ამ მომენტში ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია."

2016 წლის აპრილში "მაიქროსოფთ საქართველო"-მ ჩაატარა სემინარი, რომელიც მიეძღვნა პროდუქტს Office 365, რაც წარმოადგენს ღრუბლოვანი პლათფორმის დახმარებით პროგრამული უზრუნველყოფის ლეგალიზაციის გზას. გამოწერა იძლევა შესაძლებლობას ადვილად დავიცვათ სამართლებრივი ნორმები და ეხმარება კომპანიების თანამშრომლებს სამუშაოს შესრულებაში ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ღრუბლოვანი მომსახურება გთავაზობთ Office-ის ნაცნობ სამაგიდო პროგრამებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერ მოწყობილობაზე.  გარდა ამისა, კომპანიებს ეძლევათ წვდომა შემდეგ პროდუქტებზე: Exchange Online, Skype for Business და OneDrive for Business.

ამა წლის თებერვალში "მაიქროსოფთ საქართველო"-მ აგრეთვე ჩაატარა ღონისძიება აუდიტორებისთვის, სადაც მათ გააცნო პროგრამული უზრუნველყოფის აქტივების მართვის პროგრამა (SAM, Software Asset Management). კომპანიებს, რომლებიც აქტიურად ნერგავენ SAM-ს, აქვთ სრული წარმოდგენა იმაზე, თუ რა პროგრამული უზრუნველყოფაა დაყენებული მათ ქსელში და არის თუ არა ის კანონიერი. ასე კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა მოახდინონ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების ოპტიმიზაცია თავიანთი მოთხოვნილებების შესაბამისად.

კორპორაცია Microsoft-ის შესახებ

1975 წელს დაარსებული კომპანია Microsoft-ი არის მსოფლიოს აღიარებული ლიდერი პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავებაში, და აგრეთვე მომსახურების და გადაწყვეტების წარდგენაში, რომლებიც ეხმარება ადამიანებს და კომპანიებს მეტის მიღწევაში.

Microsoft არის აშშ და/ან სხვა ქვეყნებში დაცული Microsoft Corporation-ის  სავაჭრო ნიშანი. ამ დოკუმენტში მოხსენიებული პროდუქტების და კომპანიების სხვა დასახელებები შეიძლება იყოს შესაბამისი მფლობელების სავაჭრო ნიშნები.

საკონტაქტო ინფორმაცია პრესისთვის:

ელენე მახარობლიშვილი

ელ. ფოსტა: elena.makharoblishvili@optimedia-cis.ge

საკონტაქტო ნომერი: +995 577 18 06 50