პაშა ბანკი საქართველოში სატელეკომუნიკაციო შეხვედრების - TMG 2016-ის სპონსორია - კვირის პალიტრა

პაშა ბანკი საქართველოში სატელეკომუნიკაციო შეხვედრების - TMG 2016-ის სპონსორია

26-27 ოქტომბერს გაიმართება ყოველწლიური ორ-დღიანი ღონისძიება TMG 2016 -"სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში", რომელსაც უკვე მეორე წელია სპონსორობას უწევს პაშა ბანკი.

"სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში" 2010 წლიდან ტარდება და მას ყოველწლიურად 100-მდე დელეგატი ესწრება საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის და ევროპის საშუალო და მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიებიდან.

აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია ამ სექტორში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიებისთვის როგორც გამოცდილების და ცოდნის გაზიარების კუთხით, ასევე საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად.

TMG-ს მონაწილეთა შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორები, ინტერნეტ-პროვაიდერები, ქსელის ოპერატორები და სხვადასხვა საკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებლები, მათ შორის:

LINX Telecom

(ნიდერლანდები), Apelby Communications (ჩეხეთი), PCCW Global (ჰონგკონგი), OTEGLOBE (საბერძნეთი), Turkcell Superonline (თურქეთი) და სხვები.

რეგიონის მიმართ მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული სატელეკომუნიკაციო კომპანიები ყოველ წელიწადს სტუმრობენ "სატელეკომუნიკაციო შეხვედრებს" ქართულ კომპანიებთან არსებული ურთიერთობების გასამყარებლად და ახალი პარტნიორობის დასაწყებად.

"პაშა ბანკი უკვე მეორე წელია მხარს უჭერს აღნიშნულ ღონისძიებას, რაც კიდევ ერთხელ გამოხატავს ბანკის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ბიზნესის და ეკონომიკის წინსვლას. ვიმედოვნებთ, ეს შეხვედრები შედეგიანი იქნება ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის განვითარებისთვის, ჩვენ კი სამომავლოდაც გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას."- აღნიშნა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.

"უკვე მეორე წელია, პაშა ბანკი ღონისძიების სპონსორის როლში გვევლინება. გამომდინარე იქიდან, რომ პაშა ბანკი ყოველთვის გვერდში უდგას ქვეყნის ეკონომიკური წარმატებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მიესალმება ყველანაირ სიახლეს და ინოვაციას, ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ფაქტია მათი მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ინიციატივასაც ბანკი შესაბამისად აფასებს".- განაცხადა TMG-ის ორგანიზატორმა, სოფი ამირანაშვილმა.