"წამალი" მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
07-11-2016
"წამალი" მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
"ამ შემთხვევაში ორი უნიკალური შესაძლებლობის, დაბალი ფასისა და მაღალი ხარისხის შერწყმა ხდება ერთ პროდუქტში"

ყველა მცირე ბიზნესს აქვს განვითარებისა და უფრო დიდ მასშტაბებზე გადასვლის პოტენციალი, თუმცა ამისთვის ხელშეწყობა სჭირდება - მის შესახებ ინფორმაციის სწორად და ეფექტიანად მიწოდება პოტენციური მომხმარებლისთვის. სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებსა და ფინანსურ შესაძლებლობებს პასუხობს "პალიტრამედიის" მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა, რაც გულისხმობს რეკლამის განთავსებას ყველაზე სანდო, დიდტირაჟიან და გავლენიან გაზეთ "კვირის პალიტრაში", ყველაზე პოპულარულ
ვებგვერდ ამბები.გე-ზე და მაღალრეიტინგულ რადიო "პალიტრაში", რომელიც საინფორმაციო გადაცემების პოპულარობის მიხედვით წამყვან პოზიციებზეა. პროექტის მონაწილეები სარეკლამო კამპანიაში თვეში 2.580 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 580 ლარს იხდიან. გარდა ამისა, პროექტში მონაწილე კომპანიებს დამატებით, უფასოდ სთავაზობენ რეკლამის დიზაინს, სარეკლამო რგოლსა და ვებბანერს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ "პალიტრამედიის" ამ
პროგრამას საქართველოს სარეკლამო ბაზარზე ანალოგი არა აქვს. მცირებიუჯეტიან კომპანიებს, ვისთვისაც ძვირად ღირებული სარეკლამო კამპანია ხელმისაწვდომი არ არის, შესაძლებლობა აქვთ, განსაკუთრებულად დაბალ ფასად და ყველაზე რეიტინგული მედიასაშუალებებით პოტენციურ მომხმარებელს მიაწოდონ ინფორმაცია საკუთარი პროდუქციისა თუ მომსახურების შესახებ.

"პალიტრამედია" მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას 2012 წლიდან პერიოდულად ახორციელებს. საერთო ჯამში, პროექტის არსებობის განმავლობაში მასში რამდენიმე ასეული კომპანია იყო ჩართული. ამ ეტაპზე "პალიტრამედიის" ამ პროგრამით 150-მდე მცირე და საშუალო კომპანია სარგებლობს და უკვე ლაპარაკობენ იმ კონკრეტულ შედეგებზე, რაც მათ ბიზნესს პროექტში მონაწილეობამ მოუტანა.

ზაზა ცოტნიაშვილი, განათლების სახლის დირექტორი:
"ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა ამ პროექტში მონაწილეობა გადავწყვიტეთ. ჯერ მხოლოდ ორი თვეა, რაც ჩვენი კომპანია ჩართულია ამ პროექტში და მსმენელების დაახლოებით 10-15%-იანი ზრდა გვაქვს. ჩვენი მიზნობრივი აუდიტორია მოსწავლეები, მათი ოჯახის წევრები და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამით დაინტერესებული ადამიანები არიან. სწორედ ამ მიზნობრივი აუდიტორიისთვის ხმის მისაწვდენად არის ძალიან საინტერესო შეთავაზება კომპლექსური სარეკლამო კამპანია, რომელიც მედიის სხვადასხვა პლატფორმას მოიცავს და ძალიან ხელსაყრელია ფასის თვალსაზრისითაც".

თინათინ გოგუაძე, "ფრი თრეველის" დირექტორი:
"ნებისმიერი კომპანიისთვის ცნობადობის ზრდა აუცილებელი პირობაა, რადგან თუ მომხმარებელი ვერ შეიტყობს, სად უნდა შეიძინოს კონკრეტული პროდუქტი, ცხადია, ვერც შეიძენს მას. როცა დიდი ფინანსური რესურსი არ გაქვს და ამ დროს შეგიძლია შენი კომპანიის ცნობადობის გაზრდა მცირებიუჯეტიანი, მაგრამ ეფექტიანი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ეს შესაძლებლობა დაუფიქრებლად უნდა გამოიყენო.

6 თვეა, ამ პროექტში ვართ. ამ შემოთავაზებამ და­გვა­ინტერესა, რადგან დამწყები ბიზნესისთვის მეტად კარგი შესაძლებლობაა შენი ცნობადობის გასაზრდელად და პროდუქტისა და სერვისის შესახებ რაც შეიძლება მეტი პოტენციური მომხმარებლისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად. ნებისმიერმა კომპანიამ იცის, რომ ამ მიზნის მიღწევა, რასაც კომპანიის ცნობადობის ზრდა ჰქვია, საკმაოდ ძვირი სერვისია. მცირე და საშუალო ბიზნესს კი უჭირს დიდი თანხის გადახდა სარეკლამო კამპანიის წარმართვისთვის. ამიტომ, როცა ისეთი ცნობილი ბრენდი, როგორიც "კვირის პალიტრაა", თავის გვერდებზე რეკლამის განთავსებას წარმოუდგენელ დაბალ ფასად გთავაზობს, ამაზე, ალბათ, არც უნდა დაფიქრდე. ამის გარდა, აქ ემატება ძალიან რეიტინგული ვებგვერდი და რეკლამა, რომელიც კონკრეტულ მიზნობრივ სეგმენტზე - რადიოაუდიტორიაზეა გათვლილი. შესაბამისად, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ თანამშრომლობას ამ პროექტის ფარგლებში, სადაც ორი არგუმენტის - დაბალი ფასისა და მაღალი ხარისხის უნიკალური შერწყმა ხდება ერთ პროდუქტში".

ხათუნა გარდაფხაძე, დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის დირექტორი:
"3 თვის განმავლობაში ვიყავით ჩართული ამ პროექტში, რაც ძალიან საინტერესო ეტაპი აღმოჩნდა ჩვენი კლინიკისთვის. ვფიქრობ, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, როცა ერთდროულად ხელმისაწვდომია სარეკლამო პლატფორმა გაზეთში, რადიოსა და ვებგვერდებზე. ამ 3 თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩვენი კლინიკის ცნობადობა. გარდა ამისა, შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენი კლინიკის პროფესორებისა და მათი კონკრეტული სპეციალიზაციის შესახებ ინფორმაცია რადიოს საშუალებითაც მიგვეწოდებინა ადამიანებისთვის, ვინც ამა თუ იმ მიმართულებით სამედიცინო სერვისს საჭიროებს. ვფიქრობ, ამ სახით ინფორმაციის მიწოდება სწორედ ის არის, რაც ნამდვილად სჭირდება სამედიცინო სფეროს მომხმარებელს, რადგან ხშირად არ იციან, კონკრეტულად, რომელ ექიმს მიმართონ და უმეტესწილად ნაცნობ-მეგობრების რჩევას ითვალისწინებენ".

გიორგი ნადირაშვილი, "სალამანდრას" ხელმძღვანელი:
"ჩვენი კომპანია ამ პროექტში 6 თვის განმავლობაში იყო ჩართული და ახლა კიდევ ექვსი თვით გავახანგრძლივეთ ხელშეკრულება. პირველ რიგში, ჩვენი დაინტერესება სარეკლამო შეთავაზების ფასმა განაპირობა, რომელშიც შედიოდა რეკლამის განთავსება პოპულარულ ვებგვერდზე, რადიოსა და დიდტირაჟიან გაზეთში. ანუ ეს ისეთი სარეკლამო პაკეტია, რომელიც მედიის რამდენიმე პლატფორმას მოიცავს და შედეგმაც არ დააყოვნა - გასულ 6 თვეში ჩვენი გაყიდვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ნამდვილად განსხვავებული შეთავაზებაა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ანუ მათთვის, ვისაც არა აქვს დიდი სარეკლამო ბიუჯეტი, მაგრამ ეფექტიან სარეკლამო კამპანიას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს".

ლევან დავითულიანი, რესტორან "ვაინშტეფანის" მფლობელი:
"უკვე მეხუთე თვეა, რაც ამ პროექტში ვმონაწილე­ობთ და შედეგით ნამდვილად კმაყოფილი ვართ. რესტორნისთვის, რომელიც ქალაქში სულ რამდენიმე თვის წინ გაიხსნა, რთულია კონკურენციის გაწევა და თავის დამკვიდრება. სწორედ ამ დროს გჭირდება საზოგადოებამდე ინფორმაციის მიტანა, რით გამოირჩევი სხვა რესტორნებისგან. ამ პროექტის საშუალებით მომხმარებელმა გაიგო, რომ რესტორან "ვაინშტეფანში" ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური პროდუქციისგან მზადდება ხორცპროდუქტები - გერმანული ტექნოლოგიით ადგილზევე მზადდება სოსისები, ადგილზე "ძველდება" სასტეიკე ხორცი, ვაცხობთ პურსაც. ლუდის მოყვარულებს გავაგებინეთ, რომ ჩვენთან შეუძლიათ დააგემოვნონ ათასწლოვანი ტრადიციის მქონე პრემიუმკლასის მონასტრის ლუდი.

მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ეს ნამდვილად ეფექტიანი პროგრამაა. ეს არის­ საუკეთესო­ შესაძლებლობა, გაზეთის, ვებგვერდის მკითხველსა­ და­ რადიომსმენელს შენ შესახებ ინფორმაცია მია­წო­დო. განსაკუთრებით კარ­გად იმუშავა ვებპორტალ ამბები.გე-ზე­ განთავსებულმა რეკლამამ. აუცილებლად გავაგრძელებთ ამ პროექტში მონაწილეობას".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით