საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი „აი სი ჯგუფის“ განვითარებაში 7 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს - კვირის პალიტრა

საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი „აი სი ჯგუფის“ განვითარებაში 7 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს

სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფსა“ და „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმს“ შორის ხელი მოეწერა  ხელშეკრულებას,  რომელიც  სადაზღვევო კომპანიის განვითარებისთვის 7 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს „აი სი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ მეზურნიშვილმა და „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ჯეიკობ ვესტერლაკენმა. ღონისძიებას  სახელმწიფო უწყებების, ბიზნესის, სადაზღვევო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში  „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ჯეიკობ ვესტერლაკენმა განაცხადა, საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, და „აი სი ჯგუფი“ ის სადაზღვევო კომპანია, სადაც უნდა განახორციელო ინვესტიცია. ამასთან, აღნიშნა, რომ დაზღვევის სფერო საქართველოში ვითარდება.  მისი თქმით, ”აი სი ჯგუფი” მათი სრულყოფილი პარტნიორია. 

„აი სი ჯგუფის“  გენერალურმა დირექტორმა,   თენგიზ მეზურნიშვილმა მოწვეულ სტურებს განუმარტა, რომ აღნიშნული თანხა კომპანიის განვითარებას მოხმარდება.

”საერთაშორისო სადაზღვეო კონსორციუმი“ ევროპული წარმოშობისაა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზეა ორიენტირებული. დიდი გამოცდილება გააჩნია, როგორც დასავლეთ ქვეყნებში, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სადაზღვევო ბაზარზეც. ხელშეკრულება ითვალისწინებს კონსორციუმის მიერ 7 მილიონი ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას სადაზღვეო კომპანია  „აი სი ჯგუფში“ . ეს თანხა იქნება მიმართული კომპანიის განვითარებისთვის. მომდევნო წელს ძალიან ბევრი სიახლე და სიურპრიზი იქნება შეთავაზებული ჩვენი არსებული  და პოტენციური მომხმარებლისთვის .ჩვენ თებერვალში ვგეგმავთ კიდევ ერთ უფრო კონკრეტულ პრეზენტაციას, ამ ეტაპზე  ხელმოწერის ცერემონიაა, ამიტომ გარკვეულ ინფორმაციას საზოგადოებას თებერვალში გავაცნობთ, როდესაც მზად იქნება მთელი გეგმა მომდევნო წლისთვის”, - განაცხადა თენგიზ მეზურნიშვილმა.

„როდესაც ინვესტირების სურვილი გაქვს, ირჩევ ქვეყანას, რომელსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია აღნიშნულ სფეროში და უნარი შესწევს განახორციელოს მნიშვნელოვანი პროექტები. უმთავრესია ქვეყნას ჰქონდეს საჭირო განათლება ბიზნესის სფეროში და გარკვეული გამოცდილება მარკეტინგში. შეთანხმების თანახმად, ჩვენ წილის 49 %-ს ვფლობთ, ქართული მხარე  51%-ს. მიმაჩნია, რომ სადაზღვევო სექტორის  განვითარებას საქართველოში დიდი პოტენციალი გააჩნია. ვფიქრობ, „აი სი ჯგუფი“ კარგ პარტნიორობას გაგვიწევს და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში უფრო საინტერესო სერვისებს მივაწოდებთ ქართველ მომხმარებლებს,“ - აღნიშნა ჯეიკობ ვესტერლაკენიმ.

სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის, თენგიზ მეზურნიშვილის გაცხადებით, აღნიშნული ინვესტიცია გაზრდის სამუშაო ადგილების რაოდენობას და ახლო მომავალში კომპანია სადაზღვევო ბაზარზე განახლებული სახით გააგრძელებს ოპერირებას. ამასთან, მიაჩნია, რომ აღნიშნული ინვესტიციით სადაზღვევო  კომპანია ,,აი სი ჯგუფი’’ გახდება ერთ-ერთი ლიდერი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ: სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, იოსებ გოგოლაშვილი და  სადაზღვევო კომპანიების  ასოციაციის თავმჯდომარე, დევი ხეჩინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კომპანია აქტიურადაა ჩართული დაზღვევის სფესორს საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაში, როგორც სავაჭრო და სამრეწველო პალატის (საფრანგეთი, საქართველო) ა.ი.პ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და რ.კ. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის წევრი. „აი სი ჯგუფი“ მუდმიად ახორციელებს თანამშრომლების გადამზადებას და აფინანსებს მათ მონაწილეობას კვალიფიკაციის ასამაღლებელ საერთაშორისო სემინარებში, ასევე აფინანსებს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ასამაღლებელ საერთაშორისო სემინარებში. ამჟამად კომპანიაში 100-ზე მეტი მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელია, „აი სი ჯგუფი“ არის საზოგადოებრივად პასუხისმგებელი კომპანია, იგი  პატივს სცემს ტრადიციებს და ბიზნეს ეთიკას. „შევასრულეთ დაპირება“ - ეს არის „აი სი ჯგუფის“ უმთავრესი კრედო.

რაც შეეხება „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმს“, ის აერთიანებს უდიდეს ცოდნას სადაზღვევო და სოციალურ დაცასთან კავშირში მყოფ ყველა სფეროზე. კოსორციუმი ამ წუთისთვის ჩართულია 8 ქვეყნის სხვადასხვა პროექტებში და წარმოადგენილია ოფისებით 4 ქვეყანაში: „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი ნიდერლანდებში“; „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი სლოვენია“; „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი უკრაინა“; „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი საქართველო“. მის ძირითად საქმიანობას საკონსულტაციო სფერო და ინვესტიციების განხორციელება წარმოადგენს- კომპანიებისა და ორგანიზაციების დახმარება სტრატეგიულ და რისკის მართვის გადაწყვეტილებების მიღებაში, ამასთან ერთად, მათთვის გამოცდილების გაზიარება.