2015-2016 წლების საუკეთესო კომპანია სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი გახდა - კვირის პალიტრა

2015-2016 წლების საუკეთესო კომპანია სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი გახდა

2016 წლის 10 ნოემბერს, მედია ჰოლდინგი ,,Georgian Times’’-მა და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია ,,GORBI’’-მ, 2015-2016 წლების შემაჯამებელი ბიზნეს-რეიტინგის მე-17 ცერემონიალი გამართა, სადაც საქართველოში მოღვაწე საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდნენ.

საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები ღებულობდნენ მონაწილეობას.

ბიზნესის ეროვნული ჯილდო გადაეცა კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს’’ შემდეგ ნომინაციებში: ბიუჯეტში უმსხვილესი გადამხდელი; საუკეთესო ავტოგასამართი სადგურებისა და ინფრასტრუქტურის მქონე კომპანია; უმსხვილესი დამსაქმებელი.

რაც მთავარია, მე-17 შემაჯამებელი ბიზნეს რეიტინგის გრანპრი, 2015-2016 წლების საუკეთესო კომპანიის წოდება და ჯილდო მიიღო კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა’’. ჯილდო გადაეცა კომპანიის დირექტორს, ბ-ნ დავით ზუბიტაშვილს.

ბიზნეს რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ბიზნესმენები, ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და უცხოური მასმედიის წარმომადგენლები.

(R)