რა არის credy - კვირის პალიტრა

რა არის credy

შექმნილი სოციალური და ეკონომიური ფონიდან გამომდინარე, ან სულაც მარტო იმიტომ, რომ მოულოდნელად დადგა მცირეოდენი თანხის საჭიროება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ მოთხოვნა ბაზარზე მკვეთრად იზრდება.

გამომდინარე იქიდან, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსური გეგმა ძალიან მრავალფეროვანია, მასში საფუძვლიანად გარკვევა საკმაოდ დიდ დროის რესურსს მოითხოვს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სპეციფიკა ის არის, რომ აქ არ გჭირდებათ მრავალი სახის დოკუმენტის მოგროვება, თვალუწვდენელ რიგში დგომა და რაც ყველაზე მთავარია, მათი მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია ოცდაოთხი საათი, კვირაში შვიდი დღე.

სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სხვადასხვანაირი პირობები აქვს. ერთი შეხედვით, ყველას საკომუნიკაციო მესიჯი არის ის, რომ მათ ყველაზე მოქნილი, მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული პირობები აქვთ. ნებისმიერი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცდილობს, მასთან არსებული დაბალი საპროცენტო განაკვეთისთვის ხაზგასმით რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი მოიზიდოს.

თუ ოდესმე ჟურნალისტიკის საფუძვლები გისწავლიათ, არ გაგიკვირდებათ, რომ გაიგებთ, პირველი, რასაც დამწყები ჟურნალისტი ისმენს არის ფრაზა: „თუ დედა გეუბნება რომ გიყვარს, გადაამოწმე“ - მართლაც, ნებისმიერი ექსცესისგან თავის არიდების საუკეთესო საშუალება მოწოდებული ინფორმაციის ანალიზი და გადამოწმებაა. პირველ რიგში, უნდა შევამწმოთ, რამდენად ავთენტურია ის მესიჯი, რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ თქვენამდე მოიტანა. ინფორმაციის გადამოწმების შემთხვევაში, თქვენ ნამდვილად ზუსტად გეცოდინებათ, რა არის თქვენი, როგორც მომხმარებლის ვალდებულება, შესაბამისად, სწორი ფინანსური მენეჯმენტი იქნება იმის გარანტი, რომ მოსალოდნელი პირგასამტეხლო და მითიური „უზარმაზარი პროცენტი“ თქვენ ვერას დაგაკლებთ.

რატომ Credy? იმიტომ რომ თავად არ დაკარგოთ დრო სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პირობების გაანალიზებაში, არსებობს Credy! Credy არის კომპანია, რომელსაც „ზურგს უმაგრებს“ გამოცდილება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, საქართველო, რუსეთი, დომინიკის რესპუბლიკა, მექსიკა, პერუ, არგენტინა...

ჩვენ თქვენ გეხმარებით -  თქვენ უბრალოდ ავსებთ განაცხადს www.credy.ge- ზე, უთითებთ თქვენთვის სასურველ პირობებს, ჩვენ ვაკეთებთ მონაცემთა ანალიზს და განაცხადს ვამისამართებთ თქვენთვის ხელსაყრელ პირობებზე ყველაზე მეტად მორგებულ კომპანიაში.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა თქვენ ძალიან დიდი დრო დაკარგეთ არაერთი დოკუმენტის მოგროვებაში, შემდეგ მათ წარდგენაში საჭირო ადგილას, მოგიწიათ დანიშნულების ადგილზე მისვლა, შემდეგ მრავალრიცხოვან რიგში დგომა და მანამ, სანამ დოკუმენტები წარადგინეთ გააანალიზეთ, რომ დაკარგეთ თქვენთვის ძვირფასი დრო.

კიდევ წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ მოულოდნელად მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დახმარება დაგჭირდათ, მაგრამ აუცილებელია, გაეცნოთ პირობებს, გააანალიზოთ, რომელი კონკრეტული ორგანიზაცია რამდენ დღეში ითხოვს თანხის დაბრუნებას. არის თუ არა უპროცენტო პირველი სესხი,  ვადაგადაცილების შემთხვევაში, თანხის რა პროცენტი დაგერიცხებათ ჯარიმის სახით, თანხის რა რაოდენობაზეა საუბარი მაშინ, თუ დასაბრუნებელი ონლაინ სესხის გადავადება გსურთ და ბოლოსდაბოლოს, არის თუ არა ნამდვილად სწრაფი თქვენს მიერ მოთხოვნილი სესხი. ზემოთ მოცემულ სიტუაციასთან შედარებით, თქვენ უპირატესობა ნამდვილად გაქვთ, არც დოკუმენტების მოგროვება გჭირდებათ, არც ლოკაციის შეცვლა და არც რიგში დგომა, უფრო მეტიც, ყველა ზემოთხსენებული ინფორმაციის მოძიება ინტერნეტ სივრცეში შეგიძლიათ.

ახლა კიდევ ერთხელ წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა დროის დაკარგვა არ გიწევთ არც ერთი ზემოხსენებული პროცედურის გავლისას, არც რიგში დგახართ, არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პირობებს ადარებთ ერთმანეთს, არა, თქვენ უბრალოდ ავსებთ განაცხადს, მხოლოდ განაცხადს, დანარჩენ საქმეს თქვენს მაგივრად  credy აკეთებს, აი, სად შეგიძლიათ დაზოგოთ დრო, რომელიც ფულია!

ვრცლად Credy.ge-ს შესახებ - https://www.credy.ge/