პროექტ ERTAD.GE-ს ფარგლებში კიდევ ერთი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა - კვირის პალიტრა

პროექტ ERTAD.GE-ს ფარგლებში კიდევ ერთი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

 

გასულ კვირას ქალაქ ბათუმსა და ქობულეთში პროექტ „ლიტერატურული ვიდეოტურის“ ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართა.

„ლიტერატურული ვიდეოტური“ სპოციალურ პროექტ ERTAD.GE-ს ფარგლებში დაფინანსდა, პროექტის ორგანიზატორი ორგანიზაცია „კავკასიონია“.

ფილმები დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს სახლიდან გაუსვლელად გაეცნონ მათთვის საყვარელი თუ უცნობი ავტორების, მწერლებისა და პოეტების ცხოვრებას, იხილონ მათი სახლ-მუზეუმები, ცხოვრების სხვადასხვა უცნობი თუ ნაცნობი დეტალი. ორგანიზატორთა განცხადებით, მსგავსი ტიპის პროექტები მივიწყებული ავტორების ცხოვრებისა და შემოქმედების დეტალების გარდა  ხელს შეუწყობს ლიტერატურულ ტურიზმსაც.

პროექტი „ლიტერატურული ვიდეოტური“ ორგანიზაცია „კავკასიონთან“ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. ორგანიზაციის ერთ ერთი ხელმძღვანელის, გენრი დოლიძის განცხადებით, ფილმები ინტერნეტ-სივრცეში სულ მალე განთავსდება და მათი ხილვა დაინტერესებულ პირებს არაერთ საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის.

პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ქობულეთის, ბათუმის, შუახევის ლიტერატურული კლუბების ახალგაზრდა ბენეფიციარები, რომლებმაც უშუალოდ პროექტის დაგეგმვაში მონაწლეობა მიიღეს.

პროექტი ERTAD.GE-ს ფარგლებში დაფინანსდა, რომელიც უკვე 2 წელზე მეტია, კომპანია Vivus.ge-ს პატრონაჟით ხორციელდება და მის ფარგლებში უკვე 36 პროექტი განხორციელდა.

პროექტში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს შეუძლია. ERTAD.GE-ს ფარგლებში თითოეული იდეისთვის შესაძლებელია 2500 ლარამდე გრანტის მოპოვება. ფინანსდება იდეები შემდეგი სფეროებიდან: ხელოვნება, კულტურა, განათლება, მეცნიერება, სპორტი, გარემოს დაცვა.

R