ლარის შავი ხუთშაბათი - 1 აშშ დოლარი - 2.73 ლარი
ლარის შავი ხუთშაბათი - 1 აშშ დოლარი - 2.73 ლარი
ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.73 ლარს მიაღწია. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები დღის განმავლობაში საკმაოდ სწრაფად იცვლება.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ამ დროის მდგომარეობით, "საქართველოს ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.71 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.59 ლარად.
„თიბისი ბანკში“ მომხმარებელს ერთ დოლარის შეძენა 2.7090 ლარად შეუძლია, გაყიდვა - 2.5910 ლარად.

„ლიბ
ერთი ბანკის“ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.7100 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.5700 ლარად.

„ვითიბი ბანკში“ 1 აშშ დოლარის
ღირებულება 2.7350 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი ლარს 2.5750 მიიღებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5352 ლარია.

როგორც ეკონომიკის ექსპერტმა დავით ასლანიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ახლა კურსზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დენის, გაზის და ა.შ. ტარიფები გაიზრდება, რაც მოქალაქეებისთვის ძალიან მტკივნეული იქნება.

„ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრობლემებია: 1 წლის განმავლობაში როგორ გადაიხდის კერძო ბიზნესი 4 მილიარდ დოლარამდე არსებულ საგარეო ვალებს? კერძოდ, ამ წელს 800 მილონიდან 1 მილიარდ დოლარამდე, მომდევნო წელს კი 3 მილიარდ დოლარამდეა გადასახდელი. მეორე საკითხი - რა მოხდება ტარიფების გაზრდის შემდეგ? რადგან, გარდა აქციზის გადასახადის გაზრდისა, მოგვიწევს დენის, გაზის და ა.შ. ტარიფების აწევა, რაც მოსახლეობის ჯიბეს დაარტყამს,“- აღნიშნა ასლანიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განმარტებით, ლართან დაკავშირებით აჟიოტაჟი მალე ჩაცხრება. როგორც ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ლარის კურსთან დაკავშირებით განგაშის საფუძველი არ არსებობს.

ეს აჟიოტაჟი ძალიან მალე ჩაცხრება და დასტაბილურდება ლარი. მთავრობა ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ღონისძიებებით წარსდგა პარლამენტის წინაშე და ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, რომ ლარის დასტაბილურებას შევუწყოთ ხელი. ვფიქრობ, განგაშის საფუძველი არ გვაქვს და არც გვექნება მომავალში. შარშანაც იყო ასეთი აჟიოტაჟი და ვინც ლარი დოლარზე გადაახურდავა, დაზარალდა. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ამ აჟიოტაჟს არ აყვნენ”, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
antibneleti
01 დეკემბერი 2016 18:08
გეკითხებით მთელ ჭორიკანა პრესას, გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას ამ სატანა ხელისუფლების მოთრევის გამო 2012 წელს???
11111
01 დეკემბერი 2016 16:59
გადაგგეს უნიათო მთავრობა, გავღატაკდით...
gგლეხი
01 დეკემბერი 2016 16:25
უკვე მერამდენედ ცხრება ეს ვითომდა საფუძველსმოკლებული აჟიოტაჟი, აღარც მახსოვს. ყოველი ასეთი შეპირების შემდეგ ან შავი ხუთშაბათი თენდებოდა, ან შეშინებულთაგვისფერი შვიდშაბათი. შავი ხუთშაბათი ლარისთვის კი არა, ჩვენვის არის ეს დღე. ნეტავ კიდევ რამდენი ასეთი შავი და ბნელი დღე გათენდება? ძიძიგურო, მოდი ამჯერად მართლა აგე შენს სიტყვებზე პასუხი. ოღონდ პოლიტიკოსურად კი არა, ნამდვილად. დაგინებით და კონკრეტული რიცხვების მითითებით. მაგალითად ასე: თუ ლარის კურსი 3.0 ზღვარს გადასცდეს, დამისტუკოს შავი პრადოს მატორმა! რომელიც სხვათა შორის იმათი გადასახადებით არის ნაყიდი, ვისაც ახლა ტყუილებით ჭყეპავ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები