"ველოდებით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას" - რა ელის ლარს?!
01-12-2016
"ველოდებით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას" - რა ელის ლარს?!
ეროვნული ბანკი ეხმაურება ეროვნული ვალუტის ღირებულების მკვეთრ ვარდნას დოლართან და ევროსთან მიმართებაში.
(იხილეთ: ლარის შავი ხუთშაბათი - 1 აშშ დოლარი - 2.73 ლარი )

"დღეს სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება არ არის გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით. გასული თვის მანძილზე გაუფასურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო დოლარის მკვეთრი გამყარება მსოფლიო ვალუტების მიმართ - დოლარის ინდექსმა ყველაზე მაღალ მნიშვნელობას მიაღწია 2003 წლის მერე.

ამას დღეს დაემატა მოსახლეობაში წარმოქმნილი მოლოდინები, რომელთა გამოც
მკვეთრად გაიზარდა აჟიოტაჟური მოთხოვნა აშშ დოლარზე. ჩვენი აზრით, ამჟამად ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსი გადაცდა იმ ნიშნულს, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს.
შესაბამისად, ჩვენ ველით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას.
ამდენად, ბაზარზე დღეს არსებული აშშ დოლარის ფასი არის გადაჭარბებული და მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ვურჩევთ
ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც დიდი ალბათობით მათვე დააზარალებს", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
moxeve
02 დეკემბერი 2016 02:38
chven vis davelodot? yvelafris gadzvirebas apireben da tan acxadeben es ekonomikas gaajansaghebso, ukacravad magram tqven xom xart jansaghad?
kaxi
01 დეკემბერი 2016 23:40
რა უნამუსოები ხართ ქოცებო, დიდი ფული იშოვეთ ამ 2 დღეში. საწყალმა ხალხმა თქვენ მოგიყვანათ ხელისუფლებაში და ასე უხდით სიკეთეს.
gia
01 დეკემბერი 2016 22:49
სასწრაფოდ რამე ჩარევა უნდა მოხდეს სამწუხაროდ თუ ესე გაგრძელდა ძალიან ცუდი გაგრძელება მოყვება გაძვირდება დენიც გაზიც და ასე შემდეგ

რედაქტორის რჩევით