ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის კურსი - გაუფასურების დინამიკა გრძელდება - კვირის პალიტრა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის კურსი - გაუფასურების დინამიკა გრძელდება

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5871 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.

ხვალიდან, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.5871 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5352 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0519 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7491 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6980 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0511 ლარი შეადგინა.

"ინტერპრესნიუსი"