"ეროვნულ ბანკს მოსახლეობის სესხებით დახრჩობა არ უნდა დაეშვა"
"ეროვნულ ბანკს მოსახლეობის სესხებით დახრჩობა არ უნდა დაეშვა"
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუკის" გვერდზე აქვეყნებს რეკომენდაციებს, როგორ უნდა მოხდეს 1-1,5 მილიარდი ლარის დაზოგვა-მოძიება ბიუჯეტის დეფიციტის გასანულებლად.

"თემა 1. მოგების გადასახადის გაუქმება (ესტონური მოდელი)
ა. ის არ უნდა შეეხოს ფინანსურ (საბანკო, დაზღვევის, მიკროსაფინანსო) და ფარმაცევტულ სექტორებს. ეს ინდუსტრიები ისედაც არ იხდიან გადასახადს, გარდა მოგებისა და მათი საგადასახადო ტვირთი ისედაც მინიმალურია.

ბ. არ უნდა შეეხოს ბუნებრივ მონოპოლიებს ("თელასი", "თბილისის წყალი" და სხვ.), ვინაიდან ასეთი კომპანიები არ იმყოფებიან კონკურენტულ
გარემოში მოგების მიღების პროცესში.

გ. მით უფრო გაუგებარია ასეთი ინდუსტრიების მოგების გადასახადისგან არიდება საწვავსა და თამბაქოზე აქციზების ზრდის პარალელურად. გამოდის, რომ მოსახლეობა გადაიხდის ბიუჯეტში იმ დანაკლისს, რომელსაც ეს კომპანიები აღარ გადაიხდიან.
ასეთი მიდგომა არ არის არც მემარჯვენეობა და არც მემარცხენეობა, უბრალოდ გაუგებრობაა.
მყისიერი საბიუჯეტო ეფექტი:
150-200 მილიონი ლარი.
შემდეგი თემა - ჯანდაცვა. სულ 10 თემა იქნება".

მიხეილ დუნდუა, ეკონომიკის ექსპერტი:
"საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში ვალის მომსახურების ტვირთის სიმძიმით. მოსახლეობა განსაკარგავი შემოსავლის 23-25%-ს ვალის მომსახურებისთვის იხდის. ჩვენ შემდეგ ბრაზილიაა 21%-ით, რუსეთში 17%-ია, ყველაზე კარგ მდგომარეობაში გერმანიაა (1,5%). ეს მოხდა ბოლო 3 წელიწადში, 2013 წლის შემდეგ, რაც პროცესი თვითდინებაზე მიუშვა ეროვნულმა ბანკმა, მისმა ყოფილმა მენეჯმენტმა, ყოველგვარი რეგულაციების გარეშე დაიწყო მაღალპროცენტიანი, დიდმარჟიანი სესხების უცხოურ ვალუტაში­ ჭარბი მიწოდება მოსახლეობისთვის და კორპორაციული დაკრედიტება მაქსიმალურად შეზღუდა. იცით თუ არა, რომ მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ ბანკის ვალის მქონე მოსახლეობის სიჭარბით? ყოველ 1000 ზრდასრულზე ჩვენთან­ მოდის 675 ბანკის ვალის მქონე პირი. და მესამე პარამეტრიც. მომგებიანობის კუთხით, საქართველოს კომერციული ბანკები მსოფლიოს პირველ ოცეულში­ შედიან. ბანკების მომგებიანობა 2013 წლის შემდეგ სამჯერ გაიზარდა. ეროვნულ ბანკს უნდა შეესრულებინა სავალუტო ფონდის რეკომენდაცია, 2015 წლის იანვრიდან შეეზღუდა სამომხმარებლო სესხები, რათა ისინი შესაბამისი ყოფილიყო განსაკარგავი შემოსავლისა. ასევე იყო რეკომენდაცია, რომ თუ დოლარში შემოსავალი არ გაქვთ, სესხი ბანკმა ლარში უნდა მოგცეთ. ასეთი რეკომენდაცია იყო როგორც 2014, ისე 2015 წელს. როცა ამაზე ვსაუბრობდი და ქადაგიძე იყო ხელმძღვანელი, მაშინ ეროვნული ბანკი აცხადებდა, რომ ეს თურმე მცდარი პოლიტიკაა. 2013 წლის შემდეგ მხოლოდ 1,3%-ით გაეზარდა დოლარში დაკრედიტება კორპორაციულ სექტორს, მაშინ როცა სამომხმარებლო სექტორს, ანუ ფიზიკურ პირებს - მთელი 75%-ით. ამიტომაც არ აქვეყნებდა ქადაგიძე ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს, სწორედ ამ მაჩვენებლების გამო".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები