გალარების ანატომია
გალარების ანატომია
"დოლარში აღებული სესხის ლარში გადაყვანა რისკისგან დაცული ვერ იქნება, რადგან დამოკიდებული ხარ ბანკის საპროცენტო განაკვეთის გაზრდაზე"

"ეროვნული დილემა" - გავალაროთ თუ არ გავალაროთ?!


რეფორმებს, რომელთა განხორციელებას მთავრობა უახლოეს მომავალში აპირებს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუ ხელის­უფლება დაგეგმილ ეკონომიკურ ცვლილებებს უკან არ გაით­ხოვს, ოპოზიციის ნაწილი ქუჩის აქციებითა და სახელმწიფო­ უწყებების პიკეტირებით იმუქრება. ეკონომისტთა ნაწილი კი ვარაუდობს, რომ სწორედ ამ დაგეგმილი ცვლილებების­ გახმ­აურება გახდა იმის მიზეზი, რომ მეორე დღეს ფინანსურ ბაზარზე დოლარის დეფიციტი
გაჩნდა და ლარის კურსი­ დოლარის მიმართ ჯერ მკვეთრად გაუფასურდა, შემ­დეგ კი კვლავ გამყარება დაიწყო.

თუ მთავრობა დაგეგმილ ყველა რეფორმას გაატარებს, ეს ცვლილებები უშუალოდ შეეხება რამდენიმე ბიზნესსექტორს და, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანს. შესაბამისად, ექსპერტებისა და თავად ამ რეფორმების ინიციატორების დახმარებით, შევეცდებით რამდენიმე ძირითადი ცვლილების მოსალოდნელი
შედეგები განვიხილოთ.

20 თეთრის ფაქტორი


საქართველოს მთავრობის ოფ­ი­­­ციალურ ვებგვერდზე გამო­ქვე­ყნებული ინფორმაციის თანა­ხ­მად, ლარიზაციის გეგმა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს, რამაც მოსახლეობისა და ქვეყნის ეკონო­მიკის დოლარზე­ დამოკიდებულ­ება უნდა შეამციროს. გეგმის­ მნიშვნელოვანი კომპონენტია ის, რომ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან­ 100.000 ლარამდე­ სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა­ და ისიც, რომ ნებისმიერი საქონლისა თუ მომს­ახუ­რების ფასი ლარში­ უნდა გამო­ქ­ვეყნდეს. ლარიზა­ციის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელ­ოვანი კომპონენტი დოლარში აღებული­ იპოთეკური სესხების ლარში გადა­ყვანაა. სესხების ე.წ. გალარების პროგრამა 1-ლი იანვრიდან დაიწყება და 2 თვეს გაგრძელდება.­ ნებაყ­ო­ფლობითი გადაყვანა­ შე­ეხება ფიზიკური პირე­ბის უძრავი ქონებით უზრუნვ­ელყოფილ, დოლარში აღებულ იმ სესხებს (არა უმ­ეტეს 100.000 ლარისა), რომ­ლებიც 2015 წლის 1-ლ იანვრამდე გაიცა.

სესხებს ლარში გადაიყვანენ გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსზე 20 თეთრით ნაკლები­ კურსით. მაგალითად, თუ ლარი-დოლარის ოფიც­იალური გაცვლითი კურსი იმ დღეს იქნება 2,5 ლარი, მაშინ სესხის გალა­რ­ება მოხდება 2,3 კურსით (სხვაობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება). ამასთან, სესხების სუბსიდირება მოხდება მხოლოდ 100.000 ლარის ფარგლებში. ხოლო თუ სესხი 100.000-ზე მეტია, დანარჩენ თანხასთან დაკავშირებით მსესხებლის გადასაწყვეტი იქნება - სავალუტო სესხად დაიტოვებს თუ დარჩენილსაც ლარში გადაიყვანს, ოღონდ უკვე 20-თეთრიანი სუბსიდირების გარეშე.
ბანკებმა პროგრამის შესახებ ყველა­ მსესხებელს უნდა აცნო­ბონ და თავისი პირობები შესთავაზონ,­ მსესხებელი კი თვითონ გადაწ­ყ­ვეტს, რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება; საქა­რთველოს ეროვნული ბანკის (სებ) გადაწყვეტილებით, სესხის გალარებისას არ იმოქმედებს წინასწარ დაფარვის 2%-იანი საკომისიო.

გალარების პროგრამით სუბსიდირება შეეხება რესტრუქტურიზ­ე­ბულ სესხებსაც (ანუ იმ სესხებს, რომლებსაც მანამდე­ დაემატა­ თანხა ან გაუგრძელ­და­ ვადა), თუმცა გალარება 2015 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით არსებული სესხის მხოლოდ 90%-ს შეეხება­.
დღეს არსებული ინფორმაც­ი­ით,­ სუბსიდია არ შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების­ მიერ გაცემულ სესხებს.
საერთო ჯამში, ოფიციალური მონაცემებით, დოლარში აღებული სესხების ლარში გადაყვანის შესაძლებლობა მიეცემა 33 000 პირს. მათგან 31 000 სესხის გალარებას სრულად, 2 ათასი კი ნაწილობრივ შეძლებს (ან სესხი იქნება 100.000 ლარზე მეტი, ან რესტრუქტურიზებული სესხის 90%-იან შეზღუდვაში მოექცევა).

გვიღირს თუ არა სესხის ლარში გადაყვანა და რა შეღავათს მიიღებს პირი, ვინც თავის დროზე დოლარში სესხი 1,70-1,80 კურსის პირობებში აიღო და ახლა თითქმის 50%-ით მეტის გადახდა უწევს? ეკონომისტების გათვლებით, ეს დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი სესხის გალარების მომენტში.

საკრედიტო არითმეტიკა


აკაკი ცომაია, ეკონომისტი:­ -
დავუშვათ, დოლარში სესხი გაქ­ვთ­ 8%-იანი განაკვეთით და ლარში გადაყვანისას $1-ის კურსი არის 2,5 ლარი, ხოლო ლარში გაცემული­ სესხის განაკვეთი კი 11%-ია (დაახლოებით ასეთია საბაზრო ფასები დღეს). გამოდის, სესხის ყოველ $100-ზე იხდით $8-ს (პროცენტს),­ ანუ 8X2,5=20 ლარს.
გალარების შემდეგ კი სესხის $100 გახდება 230 ლარი (სუბსიდიის გათვალისწინებით). 230 ლარის­ 11% არის 25,3 ლარი. ანუ, გიწევთ 5,3 ლარით მეტის გადახდა.

გამოდის, მთავრობა მეტი პროცენტის გადახდას გთავაზობთ,­ თუმცა, თქვენ შეღავათი გაქვთ სესხის ძირის დაფარვისას.
თუ კურსი არ იცვლება, ძირის დასაფარავად მოგიწევდათ $100-ის შესაბამისი 250 ლარის გადახდა, ხოლო თუ სესხს ლარში­ გადაიტანთ, სუბსიდიის წყალობით, უკვე 230 ლარი იქნება გადას­ახდელი. მაგრამ, რაკი პროცენტის­ თანხა მეტია, ეს 20-ლარიანი სარგებელი დაახლოებით 4,5 წელ­იწადში ვეღარ იქნება შეღავათი და თუ სესხი უფრო გრძელ­ვადიანია, ჯამში მეტის გადახდაც მოგიწევთ. ამ დროს კი მთავრობა ამტკიცებს,­ რომ გვეხმარება.

ეს არის გათვლა იმ ვარიანტ­ისთვის, როცა კურსი უცვლელია, რაც, ალბათ, რეალური არ არის. თუ კურსი საგრძნობლად გაიზრდება, დიდი ალბათობით, ბანკი გალარებული სესხის პროცენტს გაგიძვირ­ებთ­. ეს სავსებით მოსალოდნელია, რადგან ბანკმა დოლარი უნდა იყიდოს უცხოურ ვალუტაში მოზიდული სესხის გასასტუმრებლად. და თუ $1-ის ღირებულება 3 ლარს გადააჭარბებს, როგორ ფიქრობთ, ბანკი რა პროცენტს დაგიწესებთ ლარში გაცემულ სესხზე? დავუშვათ, პირიქით, ლარი 2,3-ზე მეტად გამყარდა. ამ ზღვ­რის ქვემოთ გირჩევნიათ, სესხი დოლარში გქონდეთ...

მოკლედ რომ შევაჯამოთ, დოლარში აღებული სესხის ლარში­ გადაყვანა რისკისგან დაცული ვერ იქნება, რადგან დამოკიდებული ხარ ბანკის საპროცენტო განაკვეთის გაზრდაზე. სუბსიდიით მომხმარებელს კი არ უმსუბუქებენ სავალო ტვირთს, არამედ ბანკებს უფარავენ 20-პუნქტიან სხვაობას. ბიუჯეტში ამისთვის 65 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თუმცა, სესხების გალარება არც კომერციულ ბანკებს აწყობთ, რადგან მათ ვალი დოლ­არში აქვთ აღებული, ნასესხები აქვთ მსოფლიო ბაზარზე და დოლარშივე უნდა გაისტუმრონ. გარდა ამისა, უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებიც აქვთ მოზიდული და ესეც გასასტუმრებელია. როცა ბანკს ავალდებულებ, სესხი მხოლოდ ლარში გასცეს, ლარი რომ გაუფასურდეს, რისკი ხომ კომერციულ ბანკზე გადადის? ამიტომ, იმისთვის, რომ კლიენტებმა სესხები­ ლარში არ გადაიტანონ, არ გამოვრიცხავ, ბანკებმა დოლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შეამცირონ კიდეც.

ონლაინსესხები - აკრძალვა თუ მხოლოდ "ფრთების დაჭრა"?


მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხელისუფლება, ეროვნულ ბანკთან ერთად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ონლაინსესხების გაცემა. აქვე ნათქვამია, რომ ეს საზოგადოების მოთხოვნა იყო. თუმცა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "პალიტრანიუსთან" საუბრისას დააზუსტა, რომ არავინ აპირებს, აკრძალოს სესხის შეთავაზება ინტერნეტით; რომ მთავრობამ ონლაინსესხები უწოდა ისეთ ბიზნესმოდელს, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთი 200, 300, 400, 500 და ზოგჯერ 1000 პროცენტია. თავის მხრივ, ონლაინსასესხო ორგანიზაციებმა თხოვნით მიმართეს მთავრობას, ეროვნულ ბანკთან შუამდგომლობა გაუწიონ, რათა მათთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსის მინიჭება დაჩქარდეს.

"სწორედ ამ მიმართულებით ბევრი ვითათბირეთ გუნდში და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ბიზნესმოდელი ქვეყანაში არ ქმნის იმდენ დამატებით ღირებულებას, რამდენიც უარყოფითი მოაქვს მოსახლეობისთვის. მათი უფლებების დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა და სწორედ მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე მორგებული პაკეტის შეთავაზება მოხდება მოსახლეობისთვის. ლაპარაკია იმაზე, რომ ბიზნესმოდელში უნდა არსებობდეს გონივრული საპროცენტო ზღვარი და ის უნდა იყოს დადგენილი", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ანი ალიბეგაშვილი, "საზოგადოება და ბანკების" ანალიტიკოსი:
"ონლაინსესხების კომპანიების რეგულირება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ცოტა დაგვიანებულიც კი. ბევრ მომხმარებელს ამ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამო შეექმნა ფინანსური პრობლემა და შესაძლებელი იყო, მძიმე სავალო ტვირთისგან თავიდანვე დაგვეცვა. მომხმარებელმა საწყის ეტაპზე არ იცოდა, რა ხელშეკრულებას აწერდა ხელს, მას ელექტრონულად, არასრულყოფილად ეცნობოდა, შემდეგ კი აღმოაჩენდა, რომ სესხის გადავადების საკომისიო ძალიან მაღალია, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ზოგჯერ 700%-მდეც კი ადიოდა. გასათვალისწინებელია, რომ ონლაინსესხების მომხმარებელი უმეტესწილად დაბალი შემოსავლის მქონეა, შესაბამისად, არ შეეძლოთ მიემართათ კომერციული ბანკებისთვის, ამიტომ სესხის აღების ერთადერთი გზა ონლაინკრედიტი იყო... ჩვენი მონაცემებით, მხოლოდ ბოლო 2-3 წელიწადში ასეთი ორგანიზაციების მიერ 4 მილიონამდე სესხია გაცემული და მათი 10% ვადა­გადაცილებულია.

მომხრე ვარ, ეს სფერო მოექცეს რეგულაციებში, შეიძლება მკაცრი რეგულაციების დაწესებაც, თუმცა არა აკრძალვა, რადგან "სწრაფ" ფულზე მოთხოვნა მოსახლეობაში არსებობს და ის ვინმემ უნდა დააკმაყოფილოს. რეგულაციების დაწესების შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე ონლაინსაკრედიტო ორგანიზაცია ბაზრიდან გაქრეს.

სამწუხაროდ, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც იმედი აქვს, რომ თუ ამ ტიპის კომპანიები დაიხურებიან, მათ ვალდებულებების შესრულება აღარ მოუწევთ, ცუდი ინფორმაცია უნდა მივაწოდო: რადგან ხელშეკრულება დამოწმებულია და პასუხისმგებლობა ორივე მხარემ აიღო, ეს ხელშეკრულება უნდა დასრულდეს და მომხმარებელი ვალდებული იქნება, დაფაროს თანხა, რომელიც ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციისგან ისესხა. შესაძლოა, ეს მოხდეს ეტაპობრივად, მინიმალური შენატანებით, მაგრამ ვალდებულება უნდა შესრულდეს. არა აქვს მნიშვნელობა, იურიდიულად განაგრძობს თუ არა არსებობას ხელშეკრულების მეორე მხარე, ანუ ონლაინსაკრედიტო ორგანიზაცია. ამ შემთხვევაში კანონის თანახმად ჩამოყალიბდება სპეციალური ორგანო, რომელიც ამ თანხების ამოღების ვალდებულებას აიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სესხი გაივლის სტანდარტულ პროცედურებს - მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეებზე, ავტომატურად დაფიქსირდება ნეგატიური საკრედიტო ისტორია (ანუ "გაშავდება") და მომხმარებელს მოუწევს სესხის დაფარვა ან დავის სასამართლოში გადატანა".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები