"ხანდახან მგონია, ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს, საქართველოს მოქალაქეები ფინანსურ მონებად იქციოს"
"ხანდახან მგონია, ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს, საქართველოს მოქალაქეები ფინანსურ მონებად იქციოს"
ონლაინსესხების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტი უკვე კვირაზე მეტია შევიდა ძალაში, შესაბამისად, დაიწყო როგორც გალარების, ასევე ონლაინსესხებისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედების პროცესი. შეგახსენებთ, თავადაპირველად პრემიერმა კვირკაშვილმა ბრძანა, რომ ონლაინსესხები საერთოდ აიკრძალებოდა, თუმცა მალევე ხელისუფლებამ ეს გადიფიქრა და მხოლოდ რეგულაციების დაწესებით შემოიფარგლა. ჩვენში დღესაც ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მიმართულება ასაკრძალია და როგორ ყველა ფინანსურ პირამიდას, მასაც საბოლოოდ სრული კრახი ელოდება.

სანდრო თვალჭრელიძე:
- რატომღაც მგონია, რომ მართლაც სურდათ აკრძალვა, რასაც
You must have Flash Player installed in order to see this player.
მივესალმებოდი, ისევე, როგორც ონლაინკაზინოების შეზღუდვას, თუმცა რატომღაც ეს ვერ გაიტანეს. სამწუხაროდ, ეს ონლაინსესხები მუქთახორების ბიზნესია, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად აშენებენ ფინანსურ პირამიდებს - ერთს ართმევენ, მეორეს ასესხებენ და ა.შ. ერთ დღეს ეს ხუხულა, ვფიქრობ, აუცილებლად ჩამოინგრევა.


შესაბამისად, ამ ცვლილებებს მხოლოდ მივესალმები. აქამდეც მითქვამს, რომ კრედიტების დოლარით გაცემა ანტიკონსტიტუციურია, შესაბამისად, არ მომწონს, რომ 100 000 ლარის ზემოთ კრედიტის დოლარით გაცემა ისევ შესაძლებელი
იქნება. მე, ხელისუფლების ადგილას, მთლიანად ეროვნულ ვალუტაზე გადავიდოდი. ჩემი აზრით, გალარების პროცესი ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციაზე ირიბად იმოქმედებს, თუმცა რამდენად ძლიერი იქნება ამის შედეგი, კიდევ საკითხავია. რაც შეეხება ონლაინსესხებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, მიმაჩნია, რომ ეს რეგულაციები უფრო ხისტი უნდა იყოს. ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ ავკრძალავდი ამ ორგანიზაციებს.

როგორც რამდენიმე დღის წინ გვითხრეს,
თურმე საქართველოში გაცემულია 400 მილიონი ერთეული ონლაინსესხი. გამოდის, ჩვენი მოსახლეობის 80% ამ საკრედიტო ხაფანგშია გაბმული. ალბათ, ყოფილხართ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში. სადმე შესაძლებელია ონლაინსესხის მიღება? თითქმის არსად. სესხი თუ გჭირდება, არსებობს ბანკები და მათი მომსახურებით უნდა ისარგებლოთ. მევახშეობა დასაძრახი საქმიანობაა. ეს ორგანიზაციები კი წმინდა წყლის პირამიდები, ანუ ფულის მკეთებელი მანქანებია, რომლებიც არანაირ პროდუქტს არ ქმნიან. ვიმეორებ,
ონლაინსესხები უნდა აიკრძალოს! ეს ლარის კურსზეც ახდენს უარყოფით გავლენას. ამ მევახშე ორგანიზაციების წყალობით ზედმეტი ლარია ბრუნვაში. ხანდახან მგონია, ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს, ქვეყნის მთელ მოსახლეობას დაუგროვოს უიმედო დავალიანებები და ადამიანები ფინანსურ მონებად იქციოს. პასუხისმგებლობა მართებთ მოქალაქეებსაც. როდესაც ონლაინსესხის ან ბანკიდან კრედიტის აღებას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, რა სახსრებით აპირებთ მის გასტუმრებას. (იხილეთ სრულად)
salome
16 თებერვალი 2017 12:57
ონლაინ სესხები უნდა აიკრძალოს. რატო არ ფიქრობს მთავრობა ამაზე და დროულად რატო არ მოქმედებს??? ისედაც გაღატაკებულ ხალხს ესღა გვინდა? ხალხო გამოვფხიზლდეთ.
გიორგი/
06 თებერვალი 2017 09:39
ცალსახად ასაკრძალია ონლაინ სესხები, რადგან სახელმწიფოს უუნარობას ვიღაცების გასამდიდრებლად იყენებს.
Ia
02 თებერვალი 2017 15:07
გენოციდია ეს, ქვეყანაში რა ამინდიცაა შექმნილი ესაა გენოციდი, ხომ არ გგონიათ ამ საშინელ ავაზაკებს და მსუყე ლუკმის მოყვარულ ხუნტებს ეს არ ესმით??? კარგად ესმით მე უფრო შორს შემიძლია წავიდე და დარწმუნებული ვარ მათ ზურგს კიდევ უფრო დიდი შავბნელი ძალა უმაგრებთ.. შავბნელი დიახ, რადგან ამდენი წლებია საქართველოში მხოლოდ ცუდის და უარყოფითის დანერგვითაა დაინტერესებული, უღმერთობის, სისასტიკის , მკვლელობის, მონათმფლობელობის და Gაჭირვების დანერგვით, ეს არა არი ნორმალური მდგომარეობა, მსოფლიოში გამქრალია სამართალი, ამ ქვეყანაში ამინდს ის ქმნის ვის ინტერესებშიცაა ქართველების გაქრობა, რა მნიშვნელობა აქ ადამიანს ტყვიით მოკლავ თU სხვანაირი სასტიკი მეთოდებით?? სახელმწიფო მანქანა არის ადამიანის წინააღმდეგი, ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდაა, მე ისიც კი ვიცი რომ, ხელისუფლებას ბევრი ინფორმაცია აქ თავის გასანადგურებელ ხალხზე ანუჩვენზე, ამათუ იმ საიტებიდან და ბოლობოლო პოლიციიდან და უამრავი სხვა სტრუქტურებიდან, ბოროტად იყენებენ ამ ყველაფერს, ისინი კი ამ დიდი ვერაგულ ,,თამაშში" არიან პაიკები, ოღონდ უსინდისო და ფულის მონა პაიკები, წყეულიც იყოს მათი სახსენებელი. 90 წლებში უფრო მეტი თავისუფლება იყო ვიდრე ახლა, დაზომბებულია ადამიანი და ხელფეხშეკრული, გაჭირვება არის სრულიად ხელოვნურად შექმნილი, სამაგიეროდ ვალების ასაღებად გზა გვაქ ხსნილი!!! სატანისტური ძალების ხელში ვართ და სულელები ხართ ვისაც ეს ზღაპარი გგონიათ, აშენებენ ახალ ბაბილონს და ესაა!!!!
ალექს
02 თებერვალი 2017 10:56
ნაცქოცმოქკავშირმა ,რომელიც არსებითად კლანმოდიფიცირებული კომკავშირია ,არსებობის სხვადასხვა ეტაპზე ,სამ ძირითად ფაზაში, მოისაზრა ,დანერგა და დღესაც წარმატებით იყენებს ხალხის და ქვეყნის ძარცვის ისეთ მეთოდებსა და ფორმებს ,რომლებიც არ გადიან კანონმდებლობის ჩარჩოებიდან !
ცხადია ეს კანონმდებლობა ფსევდოდემოკრატიულია და დაინტერესებულებმა იციან რომ აქ არც საბაზრო ეკონომიკაა !
კაპიტალიზმი სერიალებში გაქვთ ნანახი,კიდევ შეიხედეთ ქართულ საფინანსო საკრედიტო და ენერგო კომუნიკაციურ კარტელებში,სახელმწიფო ბუნებრივ და ხელოვნურ მონოპოლიებში ,კერძოშიც ,იქაცაა კაპიტალიზმი,ოღონდ არ არის მათი აქციები მისაწვდომი !
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?