ღვინის ექსპორტი 2017 წლის პირველ ოთხ თვეში 59%-ით გაიზარდა
08-05-2017
ღვინის ექსპორტი 2017 წლის პირველ ოთხ თვეში 59%-ით გაიზარდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან 39 ქვეყანაში ექსპორტირებულია 18,4 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 59%-ით აღემატება შარშანდელ ამავე დროის მონაცემებს. თანხობრივად ეს პროდუქცია 41,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების არის, შარშანდელზე 54%-ით მეტი. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, აშშ-ის, აგრეთვე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია - რუსეთი (11 076 205 ბოთლი), ჩინეთი (2 391 981 ბოთლი), უკრაინა (1 874 212 ბოთლი), პოლონეთი (814 882 ბოთლი) და ყაზახეთი
(602 407 ბოთლი). იანვარ-აპრილში ჭაჭა ექსპორტირებულია 16 ქვეყანაში (0,5-ლიტრიანი 63 410 ბოთლი), ექსპორტის ზრდამ 124% შეადგინა. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი 75,4 მლნ აშშ დოლარია (+59%).
ალექს
08 ივნისი 2017 08:13
კაცო,18 მილიონი ბოთლი 41 მილიონი დოლარი ღირს ?
ანუ ბოთლი 2 დოლარი სჩემტო და აქ რომ ოთხჯერ მეტი ღირს და ალბათ იყიდება ?!
თავს ხომ არ ატკიებს პახმელიაზე ,აბა აქ დაგველია თუ მაინც უფასოდ ატანთ !?
რატი
29 მაისი 2017 14:40
დაათვრე აქე და ამუშავე, ერთის მხრივ რა კარგი დრო იყო
გავაზელი
16 მაისი 2017 16:54
ნეტავ იმდენი ღვინო-არაყი გაგვქონდეს რუსეთში, რომ მთელი რუსეთი გავაბასიაკოთ, იქნებ გვეშველოს რამე.

რედაქტორის რჩევით