ღვინის ექსპორტი 2017 წლის პირველ ოთხ თვეში 59%-ით გაიზარდა - კვირის პალიტრა

ღვინის ექსპორტი 2017 წლის პირველ ოთხ თვეში 59%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან 39 ქვეყანაში ექსპორტირებულია 18,4 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 59%-ით აღემატება შარშანდელ ამავე დროის მონაცემებს. თანხობრივად ეს პროდუქცია 41,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების არის, შარშანდელზე 54%-ით მეტი. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, აშშ-ის, აგრეთვე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია - რუსეთი (11 076 205 ბოთლი), ჩინეთი (2 391 981 ბოთლი), უკრაინა (1 874 212 ბოთლი), პოლონეთი (814 882 ბოთლი) და ყაზახეთი (602 407 ბოთლი). იანვარ-აპრილში ჭაჭა ექსპორტირებულია 16 ქვეყანაში (0,5-ლიტრიანი 63 410 ბოთლი), ექსპორტის ზრდამ 124% შეადგინა. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი 75,4 მლნ აშშ დოლარია (+59%).