"გადასახადების გაზრდა მთავრობის გადასაწყვეტი არ უნდა გახდეს!"
08-05-2017
"გადასახადების გაზრდა მთავრობის გადასაწყვეტი არ უნდა გახდეს!"
მართალია, კონსტიტუციის რედაქტირებულ ვარიანტში 94-ე მუხლი უცვლელად დარჩა,­ თუმცა­ "ქართული ოცნება - სოც­იალ-დემოკრატები" გეგმავენ, პროე­ქ­ტის პირველი და მეორე მოსმენისას პარლამენტში წამოჭრან საკითხი, რომ კონსტიტუციიდან ამოიღონ 94-ე მუხლი, რომლის თანახმად, ახალი­ გადასახადების­ დასაწესებ­ლ­ად რეფერენდუმი­ აუცილებელია.­

ლევან ალაფიშვილი, კონსტ­იტუციონალისტი:
"საქა­რთველო გრძელვა­დიან პერსპექტივაში საჭი­როებდა სტიმულს ეკონომიკის განვითარებისთვის და თავის დროზე გადაწყდა, ეს უმაღლესი კანონით ყოფილი­ყო დაცული. ამას მოჰყვა ე.წ. თავისუფლების­ აქტი, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს, დროებით შემოიღოს საგად­ასახადო რეჟიმი და სხვა. ერთი მხრივ,
შეიზღუდა მთავრობა­, რომელიც საჯარო სიკეთის ყველაზე დიდი მხარჯველია, მეორე მხრივ, ბიზნესს და ინვესტორებს მიეცათ სტაბილურ გარემოში, გრძელვადიანი საქმიანობის შესაძლებლობა. ეს თავის დროზე მიღებული­ სწორი გადა­წყვეტილება იყო და კონსტიტ­უციიდან ამ რეგულაციის ამოღება არც ერთ ხელ­ისუფლებას არ დაუპირებია. მეტიც­, როცა "სოც­იალ-დემოკრატებმა" ამაზე ლაპა­რაკი დაიწყეს, ეკონომიკის მინი­სტრი შეხვდა
საკონსტ­იტუციო კომისიის თავმჯდომარეს, რომელ­იც იმავდროულად პარლამენტის თავმჯდომარეა, რომ არსებული ჩანაწერი შენარჩუნებულიყო. მართლაც, კონსტიტუციის 94-ე მუხლი კონსტიტუციაში უცვლელი დარჩა,­ მაგრამ "სოციალ-დემოკრატები" პარლამენტში გააქტიურ­ე­ებას­ მაინც გეგმავენ.

პოპულისტური იყო "სოციალ-დემოკრატების" რიტორიკა, როცა ისინი ამ მუხლის ამოღების მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. ამბობ­დნენ, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გადასახადების შემოღების უფლება. ცხადია, სახელმწიფოს სჭირდება შემოსავლები, მაგრამ ბიუჯეტი მხოლოდ საშ­ემ­ოსავლო გადასახადით კი არა, ძირითადად, ბიზნესიდან ამოღებული გადასახადით ივსება. უფრო გონივრული გადაწყვეტილებაა არა გადასახადების გაზრდა, არამედ ბიზნესის განვითარება. მემარცხენეებს­ ავიწყდებათ, რომ სამუშაო ადგილს სწორედ ბიზნესი ქმნის და იმავდროულად, მასთან­ დასაქმებულიც იხდის საშემოსავლოს. ამდენად, რეფერენდუმის გარეშე გადასახა­დების დაწესებისა და გაზრდის უფლების მთავრობისთვის მინი­ჭება მხოლოდ მემარცხენე შეხედულებებიდან გამომდინარე სწორი არ არის. გადასახადების გაზრდა მთავრობის გადასაწყვეტი არ უნდა გახდეს!
ალექს
21 მაისი 2017 16:21
სახელმწიფომ ნაცვლად რეგულირებისა,მოახდინა სერვისების კომერციალიზაცია,სახელმწიფო მოსაკრებლის ცნების გაუფასურება ,არ ეკადრება თავმოყვარე ერის დასავლური ორიენტაციის ხელისუფლებას !
თავმოყვარე სახელმწიფო სამეურნეო კომერციული საქმიანობის ველის აკრძალვითი სადარღვევო ბადით გადაფარვას,რათა მერე ფასიანად ,შავთეთრად ნებართვების გაცემით ფული აკეთოს, არ იკადრებს ,ნებადართულია ყველაფერი ,რაც არაა აკრძალული-ესაა თავმოყვარე სახელმწიფოს პრინციპი,ჩვენი პრინციპია აკრძალულია ყველაფერი ,რაზეც სახელმწიფოს კონკრეტული ნებართვა არ გაუცია,და დარღვევით ,ანუ უნებართვოდ საქმიანობას მოყვება განკულაკება,ანუ ინიციატივა დასჯადია ,ხოლო ის რომ ნებართვას დრო უნდა და ხვალ ეს ინიციატივა ,ზეგ მითუმეტეს აქტუალური აღარ იქნება ,ამ სახელმწიფოს და მის სამოხელეო პარტოკრატიულ კორპუსს არ აღელვებს,მას ფუნქცია ასეთი აკისრია -კონტროლი,რეპრესია ,ექსპროპრიაცია,ამით ცოცხლობს !!
ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის მაკონტროლებელ მარეგულირებელი ქმედების ღირებულება გადასახადებით შექმნილი ბიუჯეტის ფარგლებში უნდა ჩაჯდეს და თუ რამ არაორდინალური და მოულოდნელი,ან უპროგნოზო ხდება დღეს ,გაისად უნდა ჩასვას ბიუჯეტში ანსაბიუჯეტო ან სპეც რეზერვით გადაფაროს,დროებით კი შეუძლია ეს ქმედება მასზე პირდაპირ გაწეული სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ მატერიალურ და მოხელის მიერ გაწეული შრომითი დანახარჯის თვითღირებულების ფასად აკეთოს !
ალექს
21 მაისი 2017 16:15
გადასახადები შეიძლება ისეთივე მაღალი იყოს როგორც განვითარებულ ქვეყნებშია ,მას შესაბამისად გამოითვლის გადამხდელი ,რადგან პროგნოზირებადია და გადაიხდის , გააგრძელებს ბიზნესს,თუკი ლიბერალური და არაექსპროპრიაციულია საგადასახადო სისტემა,ამრიკულივით შემწყნარებლულია!
დაბალი ,თუ ნულოვანი არა, უნდა იყოს ჯარიმა და საურავი ,მას ვერავინ გამოითვლის,რადგან უპროგნოზოა,მათი უმეტესობა ჩვენთან სუბიექტურად ინსპირირებულია და რაც მართლა "შეეშალა" გადამხდელს,ანაც შეგნებულად დამალა, ისეთი ზომის ზიანი არ მიუყენებია ბიუჯეტისათვის, რა ზომითაც სჯიან,ამას ვეღარ იხდის გადამხდელი და ბიზნესი კვდება,სამუშაო ადგილები ქრება ,სტარტაპებით ქვეყანა კი არ შენდება ,არც "აწარმოე საქართველოში " და პიარტაშფანდურით,მოხელე ვერ ააშენებს ვერაფერს ,ის სარანჩაა ყველგან,კანონია მისი გალია !
ვერცერთი გადამხდელი ვერ მიაყენებს ბიუჯეტს ისეთ ზიანს ,პრემია დანამატით,აწარმოე საქართველოში,იაფი კრედიტით და სხვა სახელისუფლებო პიარტაშფანდურ აქციებით და საგდასახადო ექსპროპრიაციული ინტერვენციით რომ ადგება !
ამ ტიპის ქვეყანაში,საქართველო რომაა -სამოხელეო პარტოკრატიული ოლიგარქიის სამართლებრივი დიქტატურის პირობებში ,ყველაზე დიდი ბიზნეს რისკი საგადასახადოს და სამართალდავცავთა ინტერვენციის რისკია,ისინი დაუსჯელად და არსებული საკანონმდებლო ნორმების დაურღვევლად განგაკულაკებენ ,სიცოცხლესაც და თავისუფლებასაც წაგართმევენ !

რედაქტორის რჩევით