წარმატებისკენ მიმავალი გზა სწორად დაგეგმილ რეკლამაზე გადის
15-05-2017
წარმატებისკენ მიმავალი გზა სწორად დაგეგმილ რეკლამაზე გადის
ყველა თანხმდება, რომ ეფექტიანი სარეკლამო კამპანია ყველა ბიზნესს სჭირდება. რეკლამისგან მეტი ეფექტის მიღება შეიძლება, თუ კონკრეტული ბიზნესის, პროდუქტის ან სერვისის შესახებ ინფორმაცია ერთდროულად რამდენიმე რეიტინგულ მედიაპლატფორმაზე ძალიან ხელსაყრელ ფასად განთავსდება. "პალიტრამედია" მცირე და საშუალო ბიზნესს სწორედ ასეთ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს - წარმართონ ეფექტიანი­ სარეკლამო კამპანია რამდენიმე მედიასაშუალებით და ხელსაყრელ ფასად.

"პალიტრამედიის" "მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტში" უკვე 200-მდე კომპანიაა ჩართული და ყველა მათგანი კონკრეტულ შედეგებზე საუბრობს. კერძო სექტორს ამ
პროგრამამ პროდუქციისა და სერვისის რეკლამირების უნიკალური შესაძლებლობა მისცა, მომხმარებელმა კი პირველად სწორედ ამ პროექტით გაიგო ბევრი ისეთი პროდუქტისა და მომსახურების შესახებ, რომელზეც აქამდე, შესაძლოა, არაფერი იცოდა.

"პალიტრამედიის" მიმდინარე შეთავაზება გულისხმობს რეკლამის განთავსებას ყველაზე სანდო, დიდტირაჟიან და გავლენიან გაზეთ "კვირის პალიტრაში", ყველაზე პოპულარულ ვებგვერდ ამბები.გე-ზე და
მაღალრეიტინგულ რადიო "პალიტრაში". პროექტის მონაწილეები სარეკლამო კამპანიაში თვეში 2.580 ლარის ნაცვლად გადაიხდიან 580 ლარს. გარდა ამისა, პროექტში მონაწილე კომპანიები დამატებით სარგებელსაც მიიღებენ - მარკეტინგისა და რეკლამის სამსახური მათ რეკლამის დიზაინს, სარეკლამო რგოლსა და ვებბანერს სრულიად უფასოდ დაუმზადებს.

ხშირ შემთხვევაში კარგად დაგეგმილი და შედეგზე ორიენტირებული სარეკლამო კამპანია მხოლოდ დიდი ბიზნესისთვის არის ხელმისაწვდომი. მცირე და საშუალო ბიზნესს კი, როგორც წესი, ამისთვის ფინანსური რესურსი არ ჰყოფნის. შესაბამისად, ინფორმაცია ასეთი კომპანიების საქმიანობის შესახებ ფართო აუდიტორიამდე ვერ აღწევს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა "პალიტრამედიამ", დაინახა რა მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებები და შესაძლებლობები, ამ სეგმენტს მაქსიმალურად მორგებული და ეფექტიანი სარეკლამო პროდუქტი შესთავაზა. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ 2012 წელს "პალიტრამედიამ" IREX-ისა და USAID-ის პარტნიორობით შექმნა პროგრამა, რომლის მიზანი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ეფექტიანი სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიის შეთავაზება იყო. ამ პროგრამაში მონაწილეობით ბიზნესს შესაძლებლობა ჰქონდა, გაეზარდა ცნობადობა ერთდროულად გაზეთის მკითხველებში, რადიოს მსმენელებსა და ვებგვერდის მნახველებში. მცირე და საშუალო კომპანიებს თანადგომა დღესაც სჭირდებათ. სწორედ ამიტომ "პალიტრამედიამ" კიდევ ერთი საინტერესო პროგრამა შესთავაზა მცირე და საშუალო კომპანიებს - ეფექტიანი სარეკლამო კამპანია ერთდროულად რამდენიმე მედიაპლატფორმაზე - გაზეთში­, ინტერნეტსა და რადიოში და ეს ყველაფერი ხელსაყრელ ფასად. რეიტინგული, სწორად შერჩეული მედიასაშუალებებისა და ეფექტიანი გზავნილების გამოყენებით ბიზნესი შეძლებს, რთულ პირობებშიც კი განვითარდეს, გაზარდოს გაყიდვა და აამაღლოს თავისი ცნობადობა მომხმარებელში.

დავით ხაჭაპურიძე, "ლარიფან კავკასუსის" დირექტორი:
"წლეულს ჩვენი კომპანია პირველად ჩაერთო ამ პროექტში და შემიძლია ვთქვა, რომ მასში მონაწილეობა უკვე აისახა ჩვენი კომპანიის ცნობადობის ზრდაზე. მიუხედავად იმისა, რომ რვა წელია ვართ ბაზარზე, აქამდე მარკეტინგულ აქტივობებში არ ჩავრთულვართ. ჩვენ ბიზნესის სწორედ იმ კატეგორიას ვეკუთვნით, ვისაც დიდი სარეკლამო ბიუჯეტი არა აქვს, თუმცა ყოველთვის უნდა გამოინახოს თანხა, რათა უფრო ფართო მასებს გააცნო შენი პროდუქცია. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ჩვენი გეგმები და შესაძლებლობები დაემთხვა იმ შეთავაზებას, რომელსაც "პალიტრამედია" მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს. ეს პროექტი საკმაოდ მოქნილია და მორგებულია მონაწილე კომპანიების ინტერესებს. მაგალითად, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამ პროექტში მონაწილეობა სამ ეტაპად, სეზონურობის მიხედვით დაგვეყო და ჩვენი მიზნობრივი ბაზრისთვის მოგვერგო. მეწარმისთვის ეს დამატებითი კომფორტია, როცა შენ კი არ ერგები სარეკლამო შეთავაზებას, არამედ ის მთლიანად ერგება შენს მიზნებსა და ინტერესებს".

გიორგი ნადარეიშვილი, კომპანია "სალამანდრას" დირექტორი:
"ერთი წელია ჩართული ვართ ამ პროექტში და განსაკუთრებით კმაყოფილი ვართ ონლაინპლატფორმაზე განთავსებული რეკლამით, რადგან ამ შემთხვევაში კონკრეტული შედეგების დათვლა და ნახვა შეგვიძლია. მაგალითად, შეგვიძლია ვნახოთ, რამდენი ადამიანი გადმოდის სარეკლამო ინფორმაციის ნახვის შემდეგ ჩვენს ვებგვერდზე. ეს ჩვენთვის საკმაოდ მისაღები პროდუქტია, მისაღებ ფასად. ფასთან ერთად, პროექტში შემოთავაზებული მედიასაშუალებების რეიტინგი და სანდოობა იყო მნიშვნელოვანი, რამაც თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილება მიგვაღებინა და უკვე ოთხჯერ გავახანგრძლივეთ ხელშეკრულება".

ნინო თევდორაშვილი, ხინ­კლის სახლ "ივერონის" დირექტორი:
"ორი წელია ამ პროექტით ვავრცელებთ ინფორმაციას ჩვენი კომპანიის მიღწევების, შედეგების, ახალი შეთავაზებების შესახებ. ამით სტუმრების რაოდენობაც იზრდება. რა თქმა უნდა, ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას და ვურჩევდი ჩვენი მასშტაბის კომპანიებს, ამ პროექტის პირობებს აუცილებლად გაეცნონ, რადგან ასეთ სოლიდურ მედიასაშუალებებში რეკლამის, ინფორმაციის განთავსებას აუცილებლად დადებითი შედეგი მოჰყვება".

ეკა ჩიჩუა, სამედიცინო ცენტრ "მზერის" დირექტორის მოადგილე:
"სამი თვეა "პალიტრამე­დიასთან" ვთანამშრომლობთ. ამ პროექტში მონაწილეობა კარგი საშუალებაა ჩვენთვის მომხმარებ­ელთან კომუნიკაციისთვის. კარგია, როცა სხვადასხვა აუდიტორი­აზე გადიხარ სხვადასხვა მედიაპლატფ­ორმის საშუალებით და ამით თითქმის სრულად მოიცავ სამი­ზნე სექტორს. მომწონს ასევე­ პროექტის მენეჯმენტის დამოკი­დებულება, რადგან მუდმივად კომუნიკაციაში არიან, გვაწვდი­ან ინფორმაციას პროექტის მიმ­დინარეობის, მისი შედეგების შესახებ. ვფიქრობ, ბიზნესისთვის ეს პროექტი წარმატებისკენ მიმავ­ალი გზაა".

მოამზადა ემა ტუხიაშვილმა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით