"სასამართლომ ყველას მესიჯი გაუგზავნა, რომ საქართველოში უცხოური ბიზნესი დაცული იქნება"
"სასამართლომ ყველას მესიჯი გაუგზავნა, რომ საქართველოში უცხოური ბიზნესი დაცული იქნება"
9 ივნისს სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და "ფილიპ მორის საქართველო" და "ფილიპ მორის ეს.ეი" 92 მილი­ონი ლარის გადახდის ვალდებულებისგან გაათავისუფლა. სააპელაციო სასამართლომ ასევე გააუქმა "ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედისა" და შპს "T&R დისტრიბუშენისთვის" დაკისრებული 100 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა. შეგახსენებთ, რომ კომპანია "თბილისის თამბაქომ" და "ომეგა ჯგუფში" შემავალმა კომპანია OGT-მ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და "ფილიპ მორის საქართველო" და "ფილიპ მორის ეს.ეი" საქართველოს ბაზარზე წლების განმავლობაში პროდუქციის თვითღირებულებაზე იაფად
გაყიდვაში დაადანაშაულეს.

სასამართლოს პირველმა ინსტანციამ მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა. როგორც ბიზნესმენები აცხადებენ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არა მხოლოდ ისინი, უცხოელი ინვესტორებიც ყურადღებით აკვირდებოდნენ და ელოდებოდნენ, რადგან სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე იქნებოდა დამოკიდებული, რამდენად დაცულად იგრძნობდნენ ისინი თავს კონკრეტული სამართლებრივი დავებისას და ამასთან, გაუჩნდებოდათ თუ არა მომავალში ქვეყანაში საქმიანობის
გაფართოების სურვილი.

აკაკი ცომაია, ეკონომიკის ექსპერტი:
"ფილიპ მორისი" მსოფლიო ბაზარზე ცნობილი კომპანიაა და საკმაოდ რეიტინგულ ბიზნესკომპანიად არის აღიარებული. შესაბამისად, მის წინააღმდეგ უსამართლო ქმედება თუ უსამართლო განჩინება, ან მისი განდევნა ბაზრიდან არა მარტო ადგილობრივი ბიზნესმენების საქმიანობას, საქართველოს იმიჯსა და ზოგადად, ქვეყნის საინვესტიციო გარემოსაც მნიშვნელოვნად დააზიანებდა. მსგავსი გადაწყვეტილებების შედეგი ყოველთვის აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მისასალმებელია, რომ სააპელაციო სასამართლომ ქვეყნისა და მისი ეკონომიკისთვის საზიანო გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გამოასწორა". შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ახლახან მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა. მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თორმეტმა წევრმა დაუჭირა მხარი.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი თავიდანვე მწვავედ აკრიტიკებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ "ფილიპ მორისისა" და "ბრითიშ ამერიქან ტობაკოს" 100 მილიონზე მეტი ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილებას.

ფადი ასლი, ბიზნესმენი:
"გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო სასამართლომ მიიღო, ნამდვილად სწორია - ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს თავიდანვე უნდა მიეღო. სასამართლო ბიზნეს და პირად ინტერესებზე მაღლა უნდა იდგეს და ამა თუ იმ ბიზნესს არც მხარს უნდა უჭერდეს და არც ხელს უშლიდეს".
თამბაქოს კომპანიების სამართლებრივი დავის "ქეისს" აქტიურად სწავლობდა სამოქალაქო სექტორიც.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტის გია გვილავას განცხადებით, ორგანიზაციამ დავის შესწავლისას აღმოაჩინა უამრავი დარღვევა, რომელშიც თბილისის საქალაქო სასამართლოს არაკომპეტენტურობისა და სამართლებრივი ხარვეზების ნიშნები მრავლად გამოიკვეთა.

გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი:
"საქართველოში მონოპოლიური, დომინირებული მდგომარეობა არ იკრძალება. კომპანიას სანქცია მხოლოდ მაშინ ეკისრება, როდესაც ის დომინირებულ მდგომარეობას ბოროტად იყენებს, თუმცა ესეც სასამართლომ უნდა დაადგინოს, დაამოწმოს და შესაბამისი არგუმენტები წარმოადგინოს. საქართველოში მოქმედი კონკურენციის კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობის ანალოგია, ანუ ევროკავშირის სტანდარტი გვაქვს, სადაც პირველ რიგში ხდება დადგენა, არის თუ არა კომპანია დომინირებულ მდგომარეობაში და როგორ იყენებს მას კონკრეტულ შემთხვევებში. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოველგვარი შესწავლის გარეშე ზედაპირული გადაწყვეტილება მიიღო. მისასალმებელია, რომ სააპელაციო სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო და გამოასწორა პირველი ინსტანციის სასამართლოს ლამის 200-მილიონიანი შეცდომა, რადგან დავა თავიდანვე აბსურდული იყო - კომპანია დაობდა კანონზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს".

თემურ ჭყონია, ბიზნესმენი:
"პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებით საქართველოში სასამართლო სისტემამ სწორი ფუნქციონირება დაიწყო. პირველ ინსტანციაში რაღაც შეცდომები იყო დაშვებული და სააპელაციო სასამართლომ გამოასწორა, მან დაიცვა ბიზნესინტერესები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი ბიზნესისთვის, რომ სასამართლო სისტემა, თუ ხარ მართალი, სიმართლეს დაიცავს. ბევრი კომპანია, უცხოელი იურისტები და დიპლომატები აკვირდებოდნენ იმ გადაწყვეტილების მიღებას, რაც დღეს მიიღეს. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ყველას მესიჯი გაუგზავნა, რომ სწორი ფუნქციონირების, კანონიერების დაცვის შემთხვევაში საქართველოში უცხოური ბიზნესი დაცული იქნება".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები