1988 VS 2016 - როდის იდგა XX საუკუნეში საქა­რთველო ეკონომიკურად ყველაზე მაღალ საფეხურზე
1988 VS 2016  - როდის იდგა XX საუკუნეში საქა­რთველო ეკონომიკურად ყველაზე მაღალ საფეხურზე
მეოცე საუკუნეში ყველაზე მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელი 1988 წელს ფიქსირდება. მას შემდეგ მნიშვნ­ელოვნად გაღარიბდა ქვეყანა - 1994 წლისთვის 1988 წელს არსებული მაჩვენებელი თითქმის 4-ჯერ შემცირდა.

როგორ გაგრძელდებოდა ქვეყნის აღმასვლა, რომ არა 90-იან წლებში სამოქალაქო ომი. ჩვენი რესპონდენტია ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე: - XX საუკუნეში ეკონომიკურად ყველაზე წარმატებულ წელიწადად 1988 წელს დავასახელებ. შევადაროთ 1988 წელი დღევანდელობას. ეს განსხვავებული ისტორიული ეპოქებია, განსხვავებული ტექნოლოგიური­ დონე და ა.შ. მიუხედავად ამისა, შედარება მაინც შეიძლება, მაგრამ ამან
მკითხვე­ლს არ უნდა შეუქმნას ილუზია, რომ მაშინდელი მდგომარეობა უკეთესი იყო.

ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, მაშინდელი 1 მანეთი დაახლოებით ახლანდელი 4,8 ლარის ეკვივალენტურია.

1988 წელს საქართველო­ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებსაც მოიცავდა, სახელმწიფო ტერიტორიის თითქმ­ის მეხუთედს. დღეს ერთი მე­სამედით­ ნაკლები მოსახ­ლეობა გვყავს, ვიდრე 1988 წელს. მაშინ მოსახლეობა დაახლოებით
5 მილიონ 400 ათასი იყო, ახლა მხოლოდ 3 მილიონ 720 ათასია.

თუ მოსახლეობის მაჩვენებლის მიხედვით ვიანგარიშებთ, 1988 წელს ერთ სულზე წელიწადში დაახლოებით 11.000 ლარი იხარჯებოდა. ახლა კი 59%-ით ნაკლები, ანუ - 4. 510 ლარი.

საშუალო ხელფასი მაშინ 187 მანეთი იყო. თუ გადმოვი­ყვანთ ლარებში, მივიღებთ 896 ლარს. ახლა საშუალო ხელფასია 968 ლარი (მაშინ დაქვითვა სხვა პრინციპით ხდე­ბოდა, ხელფასის პირველი 100 მანეთიდან - 8.20 კაპიკი, ყოველი მომდევნო მანეთიდან - 13%, ამჟამად 968 ლარიდან 20% უნდა გამოვქვითოთ).

თუ 1988 წლისთვის ზრდასრული კაცი არ მუშაობდა, მუქთახორობის­თვის სამართალში მისცემდნენ. 1988 წელს საქართველოში მცხოვრები ყოველი 1000 კაციდან ხელფასს 410 იღებდა, ახლა 1000-იდან - მხოლოდ 202.

1988 წელს კილოგრამი პური 32 კაპიკი ღირდა, საშუალო ხელფასით შესაძლებელი იყო 522 კილოგრამი პურის შეძენა, ამჟამად კი მხოლოდ 484 კგ-ის შეძენაა შესაძლებელი.
უწინ პირველადი მოხმარების საგნებზე სახელმწიფო სუბსიდირების სისტემა არს­ებობდა, ანუ პური, რძის პროდუქტები და საბავშვო საქონელი თვითღირებულებაზე გაცილებით იაფად იყიდებოდა.

ავიღოთ მაშინდელი "06" მარკის მანქანა ("ჟიგული") და დღევანდელი 5-6 წლის მანქანა, რომელიც 7,5-8 ათასი დოლარი ღირს, ასეთი მანქანების შესაძენად 1988 წელს საჭირო იყო 40 თვის ხელფასი, დაქვითვების გამოკლების გარეშე, ახლა კი ამისთვის 19-20 თვის ხელფასი საკმარისია.

რაც შეეხება ბინას, ერთნაირი მეტრაჟის 3-ოთახიანი ბინის შესაძენად მაშინ (კოოპერატიულის) 48 თვის ხელფასი იყო საჭირო, ახლა 273 თვის ხელფასია აუცილებელი.

საშუალო პენსია მაშინ 76 მანეთი და 20 კაპიკი იყო, ახლანდელი გადაანგარიშებით ეს არის დაახლოებით 365 ლარი და 80 თეთრი. დღეს პენსია 180 ლარია. გამოდის, ახლანდელი პენსია მაშინდელი პენსიის 49,2%-ს შეადგენს.

დღეს სავაჭრო გეოგრაფია გაცილებით მრავალფეროვანია, 130-ზე მეტ ქვეყანასთან გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა. ადრე საქართველოს სავაჭრო რუკის 87% მოდიოდა სსრკ-ში შემავალ 14 რესპუბლიკაზე, 13% კი, დანარჩენ მსოფლიოზე. ამჟამად პოსტსაბჭოთა სივრცის წილი ჩვენს სავაჭრო ბრუნვაში დაახლოებით 35%-ია; 65% დანარჩენ მსოფლიოზე ნაწილდება.

- საქართველოს ჰქონდა პოტენციალი, ეწარმოებინა გაცილებით მეტი დოვლათი, მაგრამ მსოფლიოს ბაზარზე მყისიერად გასვლამ, შიდასამოქალაქო აშლილობამ და გარედან ინსპირირებულმა საომარმა მოქმედებებმა სიტუაცია გააუარესა. საქართველომ 1991-2008 წლებში გადაიტანა 8 სამხედრო კონფლიქტი, ღია აგრესია და შიდასამოქალაქო დაპირისპირება, ამას ბევრი ქვეყანა ვერ გაუძლებდა. თუ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეკონომიკური ვარდნა 35%-ის დონეზე იყო, საქართველოს ეკონომიკის ვარდნა თითქმის 75%-ს შეადგენდა, ერთი მეოთხედი დარჩა იმისა, რასაც 1988 წელს ვაწარმოებდით. რომ არა სამოქალაქო ომი, 1991 წლის შემდეგ შეგვეძლო, ჯამურად გვეწარმოებინა, იმასთან შედარებით, რაც ვაწარმოეთ, 400 მილიარდი დოლარით მეტი მთლიანი შიგა პროდუქტი. სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 100 მილიარდი დააკლდა. ჩვენმა თაობამ უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო, საფასური როგორც დამოუკიდებლობის შენარჩუნების, ისე დიდწილად იმ პოლიტიკის გამო, რომლის გამტარებლები პოლიტიკოსები არიან, მაგრამ, როგორც წესი, მოსახლეობა ზარალობს.

დროდადრო გაზეთ "რუპორში", შემდ­ეგში გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდაში",­ მოგვიანებით კი ქართულ სოციალურ ქსელშიც ვრცელდება ინფორმაცია, თით­ქოს საბჭოთა საქართველოში იმაზე 5-ჯერ მეტს მოიხმარდნენ, ვიდრე აწარმ­ოებდნენ. საბჭოთა ქართველები სსრკ-ის "ნახლებნიკები" იყვნენო. ამ ინფორმაციით, ერთი სული საშუალოდ 6 ათას დოლარს აწარმოებდა და 41 ათასს მოიხმარდა. ეს არის წმინდა პროპაგანდისტული მითი. საქართველოში არასდროს მოხმარების დონე საშუალო-საკავშირო მაჩვენებელზე მაღალი არ ყოფილა. ამგვარი პუბლიკაციებით რუსეთი ცდილობს, საქართველოსგან შექმნას საფრთხობელა, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები დაარწმუნოს, რომ საქართველოში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და თუ თქვენც დააპირებთ დამოუკიდებლობას, უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებითო.
ალექს
27 ივნისი 2017 10:52
ზოგი თვლის რომ დამოუკიდებლობის აღდგენამდე უკეთ ვცხოვრობდით ,არ ვიცი ვინ როგორ, მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავ იმ მანძილში, რომელიც კარგად ცხოვრებასთან გვაშორებდა და გვაშორებს !
იმ დროის და ამ დროის მოქმედი აქტიური გადამწყვეტი პირები,ერთიდაიგევენია ,ან მათი დასმულებია ,ცხადია სამოქმედო ხერხებიც არ შეცვლილა,ისინი კანონებში გადაიტანეს,მათ შორის კონსტიტუციაშიც !
მთავარი ნიშანი რომ მმართველი ძალა,მისი ფუნქციონერი არც მაშინ და არც ახლა არაფერზე არანაირ პასუხს არ აგებს,სახეზეა !
მასის უუფლებობა და ყველაფერზე ყველაფრით პასუხისგების ვალდებულებაც კანონებშია და სახეზეა ესეც !
ხომ ვთქვი,მანძილი კარგ ცხოვრებამდე არ შეცვლილა !
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები