კერძო სექტორს საგარეო ვალის გადახდა უჭირს
კერძო სექტორს საგარეო ვალის გადახდა უჭირს
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 15,5 მილიარდი დოლარია, რაც თითქმის მთელი ჩვენი­ ეკონომიკის ტოლია. ამ საგარეო ვალიდან სახელმწიფო საგარეო ვალი ერთ მესამედზე ნაკლებია - 4,5 მილიარდი, დანარჩენი 11 მილიარდი კი კერძო სექტორის ვალია. ექსპერტები ამბობენ, რომ ბიზნესს ვალის გადახდა უჭირს, რის გამოც ზოგი წილს ყიდის, ზოგიც მფლობელს იცვლის, ზოგიც კოტრდება.

დავით ასლანიშვილი, ეკონომიკის დოქტორი: "დღეს სახელმწიფო ვალის პრობლემა­ არა გვაქვს, რადგან მშპ-სთან მისი თანაფარდობის, შეიძლება ითქვას, კარგი მაჩვე­ნებელი
გვაქვს მსოფლიო მასშტაბით - 40-42%, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნებოდა, ეს მაჩვენებელი ნაკლებიც ყოფილიყო. ამის მიღწევაც შეიძლება, თუ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად გაიზრდება.­ სახელმწიფო საგარეო ვალის ო­დენობა და გადასახდელი თანხა მიმდინარე და მომდევნო წლებში სულაც არ არის კრიტიკული მოცულობის. გაცილ­ებით უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყნის
კერძო სექტორი, რომლის მიერ აღებული საგარეო ვალები გაცილებით მეტია სახელმწიფო ვალის ოდენობაზე.
როგორც ირკვევა, წლეულს კომერციული ბანკებისა და კერძო კომპანიების საგარეო ვალის წლევანდელი ტვირთი შეადგენს 3,8 მლრდ დოლარს. დამატებით გასათვალისწინებელია ე.წ. დაუყოვნებლივი მუხლი - 875 მლნ. ეს მუხლი მოიცავს ისეთ ვალდებულებებს, რომლებიც უკვე ვადაგადაცილებულია და მათი მომსახურება 2017 წლის 1-ლ იანვრ­ამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვერ მოხერხდა. ჯერ კიდევ 2016 წლის 1-ლი ოქტომბრის მონაცემებით, მუხლი "დაუყოვნებლივ" 735 მლნ დოლარს შეადგენდა, ე.ი. 2016 წლის მეოთხე კვარტალში ის 140 მლნ დოლარით გაიზარდა.

თვალში საცემია გარემოება, რომ "დაუყოვნებლივი" მუხლის დიდი ნაწილი - 508 მილიონი (875 მილიონის თითქმის 60%) არის საბანკო სექტორის დავალიანება საერთაშორისო კრედიტორების წინაშე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი აღებული ვალის პროლონგაცია, ანუ ძველი ვალის ახლით ჩანაცვლება შესაძლებელია, რაც ბიზნესში ხშირად ხდება. თუმცა, რამდენჯერმე გადავადებისა და საჯარიმო სანქციების დაკისრების შემდეგ, სესხი აღარ გახანგრძლივდება. დღეს ასეთ ვითარებაშია ფინანსური სექტორის ნაწილი, ენერგოკომპანიები, სუპერმარკეტების ქსელები და სხვა ბიზნესი, რომელსაც საერთაშორისო ბაზრებზე,­ კომერციული­ ბანკების­ შუამავლობის გარეშე, პირდაპირ აქვთ აღებული ვალები და ახლა მათი გასტუმრება უწევთ. ასეთ შემთხვევაში ბიზნესს რამდენიმე გამოსავალი აქვს - ვალი დაუყოვნებლივ დაფაროს ან ძველი კრედიტორი ახლით ჩაანაცვლოს, ბიზნესის წილი გაყიდოს ან კრედიტორს ვალის გადახდის სანაცვლოდ აქციები შესთავაზოს.

ბოლო დროს აქტიურად ხდება ბიზნესში ცვლილებები. გვაქვს საბანკო გამსხვილებები; რიტეილის (საცალო ვაჭრობის) ბაზარზე ხდება ერთი კომპანიის მიერ მეორე მსხვილი საერთაშორისო­ კონგლომერატისთვის ქსელის მიყიდვა; სახელმწიფო კაპიტალით შექმნილი კომპანიები, ვალში აღებული ობლიგაციების სანაცვლოდ, აქციებს უშვებენ, რათა მათში მიღებული ფულით ნაწილობრივ ვალი დაფარონ და სხვ.
საგარეო ვალის დინამიკას თუ შევხედავთ, მისი მოცულობა მუდმივად იზრდებოდა. ვალში ცხოვრება პრობლემას არ წარმოადგენს, ქვეყანამ უნდა აიღოს ვალი და განვითარდეს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი. მთავარია, რამდენად ეფექტიანად იყენებენ ამ თანხებს. არ შეიძლება, საგარეო ვალი ავიღოთ და ავაშენოთ შადრევანი, პარლამენტის შენობა, ანუ ისეთი ობიექტები, რომელსაც ფული არ მოაქვს.
ყოფილი ხელისუფლების პერიოდში აღებული საგარეო ვალი დღეს ეროვნული ვალუტის სისუსტის მთავარი მიზეზია. ბოლო ორი წელიწადია, ჩვენ ვალებს, ფაქტობრივად, არ ვიღებთ და ვიცავთ მათი გადახდის გრაფიკს. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება ლარის კურსზე ვალის ზეწოლა. ასეთ პირობებში საუკეთესო გამოსავალი ქვეყანაში მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვაა, რათა ქვეყნიდან ვალის გამო გასულმა ვალუტამ ლარის კურსზე წნეხი არ მოახდინოს".

მოამზადა ემა ტუხიაშვილმა
ალექს
07 ივლისი 2017 16:07
სახეზეა პოლიტიკური დივერსია,ხუთიოდე წლის წინ არ ეყოთ 4 % და ის ნაცებმა
ათ პროცენტამდე ასწიეს,ესეც რუსებმა გაითამაშეს,სხვათაშორის ილუზიები რომ
არ გქონდეთ,თითოეული ვაგონის კასპიის ბორანზე გადატარება გადმოტარება
მოსკოვთან თანხმდება და ამაში ფულს თქვენ იხდით !
ვერცერთმა პრემიერმა ვერ შეძლო ამ კანონის გაუქმება,ერთი ხუთჯერ
საერთაშორისო ზეწოლით როგორც მიშას ისე ედუარდის დროს თითქოს
გავაუქმებინეთ,ვერა !
თავმოყვარე პრემიერი დაუძახებდა ფინანსთა მინისტრს ,გვერდითა ოთახიდან
ბერიას და ეტყოდა ,აჰა შენ ბატკანიო,ან გაიკეთებდა პოლიტიკურ ხარაკირს !
ალექს
07 ივლისი 2017 16:04
ქვეყნის დამაქცევარ კანონებზე ვსაუბრობდი ამას წინათ ,ერთზე მოგახსენებთ :
ოციოდე წლისა წინ ყველა საერთაშორისო ნორმის და ტრადიციის დარღვევით
მოქკავშირულმა პარლამენტმა შემოიღო საერთაშორისო (!!!!!)სატრანსპორტო
მიმოსვლაში არარეზიდენტის შემოსავლის ქართულ წყაროსთან არნახული
მნიშვნელობით 4 %-თ (საზღვაო საფრახტო ბროკერის და სახაზო აგენტის ორმაგი
გასამრჯელოა ,ვინც არ იცით ) დაბეგვრის გადასახადი,რომელიც შეიყვანა
საშემოსავლოში,აი თქვენ რომ ხელფასიდან იხდით,იმაში,ანუ დაფარა გადასახადის
ახალი სახე !
ასევე ვინც არ იცით ასეთი კანონებით დიდი საზღვაო სახელმწიფოები ეროვნულ
ბაზარს იცავენ უცხოელთა ესპანსიისაგან,ანუ ამერიკის პორტებს შორის (140
აქვს!)რომ რუსმა არ იცურავოს ათასობით ხომალდი ყავს საექსპორტო ან შიდა
პროდუქტით,ან თურქეთს რომ 120 პორტი აქვს ,ბერძენმა არ უზიდოს ანტალიიდან
ტრაბზონში,მასაც ათასობით გემი ყავს !ხომ გასაგებია რომ ჩვენ არც გემი
გვყავს ა,არც თვითმფრინავი და არც ტრაილერი -მაინც ყველაფერზე გაავრცელეს !
იცავენ რუსეთის ბაზარს და ეკონომიკას,კიდევ სომხეთზე ,აზერბაიჯანზე და
თურქეთზე ზრუნავენ !
20 წელია ხელისუფლება, არ იცის რამდენი ამოიღო ეს გადასახადი ,არა აქვს
სტატისტიკა,ის ერთიანად აღირიცხება ხელლფასების საშემოსავლოსთან !
ეს კანონი რუსებმა შემოაგდეს,ეს სხვანაირად მომსახურების იმპორტის
დაბეგვრაა და მსო ნორმებს ეწინააღმდეგება ,საღ აზრსაც რადგან ქართველ
იმპორტიორს და საბოლოოდ თქვენ პატივცემულო გადასახადის გადამხდელებო
იმპორტს აძვუირებს 6-7 %თ ,ამით დაკეტეს ჩვენი ყბადაღებული სატრანზიტო
აბრეშუმის სატრანსპორტო კორიდორი,სწორედ იმ 4 %-თ ვაგებდით კონკურენციას
,გზა გაეხსნა თავად რომ არ ქონდა ეროვნული ბაზარი , სომხეთსა და
აზერბაიჯანს,თავისიც შექმნეს და ჩვენი სატრანსპორტო ბაზრის
ექსპანსიისათვისაც მოიცალეს,თურქმა საერთოდ დაიპყრო საზღვაო და საჰაერო
,საავტომობილო ბაზარი,დაიქცა ლოგისტიკური ეროვნული ინდუსტრია,შემოვიდა
უცხოელი ,ათასი უბედურება მოიტანა ურთულესმა ადმინისტრირებამ,რომელიც
დასაჯარიმებელ ინსტრუმენტად ორი ათეული წელია საგადასახადო და
სამართალდამცავებს ემსახურება !
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები