თბილისში გაზის ტარიფი გაიზარდა
თბილისში გაზის ტარიფი გაიზარდა
თბილისის მოსახლეობას გაზის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე დაახლოებით, ნახევარი თეთრით გაუძვირდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელზეც სემეკმა "ყაზტრანსგაზ თბილისისს" 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები დაუდგინა.

აქამდე მოქმედი ტარიფი დედაქალაქის მოსახლეობისთვის 1 კუბურ მეტრზე დაახლოებით, 45.620 თეთრი იყო, დღეს კი სემეკმა 1 კუბურ მეტრზე 46.153 თეთრი დაადგინა (დღგ-ს ჩათვლით).

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ყაზახური სს "ყაზტრანგაზის" შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2009 წლიდან
თბილისის მასშტაბით ყველაზე მეტ აბონენტს ემსახურება.

ტარიფი ძალაში იქნება 2017 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

"ინტერპრესნიუსი"


18 ივლისი 2017 14:34
აკი განახევრდებაო? სადახარ აფერისტო ბიძინა?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები