"საქართველოს ლატარიის კომპანია იხურება“ - კომპანია მომხმარებლებს აფრთხილებს
"საქართველოს ლატარიის კომპანია იხურება“ - კომპანია მომხმარებლებს აფრთხილებს
"საქართველოს ლატარიის კომპანია“ იხურება. "ლოტო 6/36-ის ბოლო, რიგით 796-ე გათამაშება 1 სექტემბერს გაიმართება. "საქართველოს ლატარიის კომპანია,“ ლოტოს ბოლო გათამაშების ორგანიზებისა და მოგების განაღდების პროცედურების დასრულების შემდეგ, საქმიანობას შეწყვეტს.

"ეროვნულ ლატარიაში ჩართული მონაწილეების ინტერესების გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს ლატარიის კომპანიის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება 2017 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი,"
-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლოტო 6/36-ისა და ყველა მიმდინარე მომენტალური გათამაშების ბილეთების გაყიდვა 1 სექტემბრის საღამოს შეწყდება.

"საქართველოს ლატარიის კომპანია“
ქართულ ბაზარზე 2009 წელს შემოვიდა. კომპანია ამ დრომდე საქართველოში ლატარიის გამართვის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. "ლატარიის კომპანიის“ 70%-იან წილს სახელმწიფო ფლობს, 30% კი ბრიტანეთში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას "ლექსორ კაპიტალ კორპორეიშენს“ ეკუთვნის.

"ბიზნესპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი ქართული ღვინოები უნდა შევუხამოთ ცხვრის ხორცისგან მომზადებულ კერძებს - რჩევები დიასახლისებს
/
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები