"საქართველოს ლატარიის კომპანია იხურება“ - კომპანია მომხმარებლებს აფრთხილებს - კვირის პალიტრა

"საქართველოს ლატარიის კომპანია იხურება“ - კომპანია მომხმარებლებს აფრთხილებს

"საქართველოს ლატარიის კომპანია“ იხურება. "ლოტო 6/36-ის ბოლო, რიგით 796-ე გათამაშება 1 სექტემბერს გაიმართება. "საქართველოს ლატარიის კომპანია,“ ლოტოს ბოლო გათამაშების ორგანიზებისა და მოგების განაღდების პროცედურების დასრულების შემდეგ, საქმიანობას შეწყვეტს.

"ეროვნულ ლატარიაში ჩართული მონაწილეების ინტერესების გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს ლატარიის კომპანიის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება 2017 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი," -აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლოტო 6/36-ისა და ყველა მიმდინარე მომენტალური გათამაშების ბილეთების გაყიდვა 1 სექტემბრის საღამოს შეწყდება.

"საქართველოს ლატარიის კომპანია“ ქართულ ბაზარზე 2009 წელს შემოვიდა. კომპანია ამ დრომდე საქართველოში ლატარიის გამართვის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. "ლატარიის კომპანიის“ 70%-იან წილს სახელმწიფო ფლობს, 30% კი ბრიტანეთში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას "ლექსორ კაპიტალ კორპორეიშენს“ ეკუთვნის.

"ბიზნესპრესნიუსი"