შენელებული მოქმედების სასამართლო ბიზნესისთვის
შენელებული მოქმედების სასამართლო ბიზნესისთვის
არავინ იცის, როდის დაინიშნება სასამართლო პროცესი და რამდენი ხანი დასჭირდება გადაწყვეტილების მიღებას... გაჭიანურებული სასამართლო პროცესები დამღუპველია ბიზნესისთვის

სასამართლოში გაჭიანურებული ბიზნესდავები კერძო სექტორისთვის უკვე წლებია მოუგვარებელ პრობლემად იქცა. ბიზნესისთვის დრო ფულია, ფული კი, რომელზეც ბიზნესი სასამართლოში დაობს, ხშირად დაუსრულებული პროცესების გამო მცირდება ან საერთოდ იკარგება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია შეიქმნა, რომელიც 500 ათას ლარს ზევით საინვესტიციო
და კომერციულ დავებს განიხილავს. ამ დავებზე 4 მოსამართლე იმუშავებს და სანივთო, სამეწარმეო, გაკოტრებისა და ვალდებულებით სამართლებრივ დავებს განიხილავენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობაში ნათქვამია ისიც, რომ ახალშექმნილი კომერციული დავების სპეციალიზაციის მოსამართლეები ტრენინგებს გაივლიან. ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სიახლე მხოლოდ პრობლემების მცირე ნაწილს მოაგვარებს.

როინ მიგრიაული, სამართლის დოქტორი: "კომერცია ფულია, ფული კი მნიშვნელოვანი აქტივია, რომელსაც გაფრთხილება უნდა. გამომდინარე აქედან,
რაც უფრო დიდხანს აჭიანურებენ საქმეებს, ფულიც მეტად უფასურდება. ამიტომ, ბუნებრივია, კომერციულ სუბიექტს აინტერესებს, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს დავა და ამასთან, სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება იყოს მიღებული.

დღეს, როცა ათასზე მეტი საქმე აქვს თითოეულ
მოსამართლეს განსახილველი, კომერციული კატეგორიის გამოყოფა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქნებიან სპეციალიზებული მოსამართლეები, რომლებსაც გარკვეული სპეციფიკის საქმეები დაეწერებათ განსახილველად.
თუმცა, ეს გადაწყვეტილება პრობლემის მოგვარების მხოლოდ მცირე ნაწილია. მეორე ნაბიჯი, რომელიც იუსტიციის საბჭომ
უნდა გადადგას, თანხის ზღვრის მოხსნაა. რა მნიშვნელობა აქვს, რა თანხაზე დაობს ბიზნესი, კომერციული და საინვესტიციო დავები ყველა შემთხვევაში სპეციალიზებულმა მოსამ
ართლეებმა უნდა განიხილონ".

ივა ჭყონია, დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე: "როცა გავეცანი ინფორმაციას, რომ კომერციული დავები ცალკე განიხილება, მითითებული იყო, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე მოხდა. ნამდვილად ვერ გეტყვით, ვისთან გაიარეს კონსულტაცია. მე ძალიან ახლოს ვტრიალებ ბიზნესსექტორთან, არა მხოლოდ დისტრიბუციასთან, არამედ მეწარმეებთან, ინვესტორებთან და არ მსმენია, რომ ასეთი ცვლილება იგეგმებოდა. იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, პირიქით, ძალიან კარგია, მაგრამ ბიზნესთან მჭიდრო კონსულტაციების ფონზე თუ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, მაშინ 500-ათასლარიანი ზღვარი არ დაწესდებოდა. საიდან მოიტანეს ეს ზღვარი?

კარგი იქნება, რასაც იტყვიან, საქმედ აქციონ, რადგან ძალიან ბევრი პრობლემაა კერძო სექტორში და წლებია, მთავრობისგან გვესმის, დავეხმაროთ წვრილ და საშუალო ბიზნესსო. წვრილი და საშუალო ბიზნესი რომ 500-ათასლარიან ზღვარს მიღმა დარჩება, ალბათ, ადვილი მისახვედრია.
მეტი ყურადღება უნდა მიექცეს გაცილებით ნაკლებ თანხაზე წარმოქმნილ დავებს და ისინი ცალკე უნდა გამოიყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, მოსამართლეებს დრო გამოუთავისუფლდეთ და თუ დღეს ათასი საქმე აწერიათ, დაეწერებათ 10-15 საქმე და წლობით გაგრძელებული კომერციული დავები გონივრულ ვადებში გადაწყდება.

დღეს ყველაზე მეტი პრობლემა ამ თვალსაზრისით სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს. ერთ-ერთ ბოლო მაგალითს მოგიყვანთ: სადისტრიბუციო კომპანიას მაღაზიასთან თანხის ამოღების პრობლემა შეექმნა. არაერთხელ სცადეს ფულის მიღება მოლაპარაკების გზით, წერილობითაც მიმართეს, რომ თუ თანხას დროულად არ გადაიხდიდნენ, სასამართლოს მიმართავდნენ, მაგრამ უშედეგოდ. სამწუხაროდ, ორივე მხარემ შესანიშნავად იცის, რომ დავის გადასაწყვეტად სასამართლოსთვის მიმართვა საუკეთესო გზა ნამდვილად არ არის.

ჯერ ერთი, არავინ იცის, როდის დაინიშნება სასამართლო პროცესი და რამდენი ხანი დასჭირდება გადაწყვეტილების მიღებას. კარგ შემთხვევაში, შესაძლოა, სასამართლო განხილვა ერთ თვეში დაინიშნოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სადისტრიბუციო კომპანიას გაუმართლა და სასამართლო განხილვა ერთ თვეში დაინიშნა, მაგრამ რად გინდა - პირველ სასამართლო სხდომაზე, რომელიც ივნისში გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შემდეგი სხდომა სექტემბერში გაიმართოს. ამ დროს კომპანიის იურისტი ეუბნება მოსამართლეს, რომ სექტემბერში, შესაძლოა, ეს მაღაზია, ანუ მისი მევალე, აღარც ფუნქციონირებდეს, დაიკეტოს. ჯერ მხოლოდ აგვისტოა და ის მაღაზია უკვე დაიკეტა.

ათასობით ასეთი დავაა სასამართლოში, რაზეც მოქალაქეებს ბაჟის გადახდა უწევთ, ხოლო სადავო თანხები იკარგება. თუ მაღაზია დაიკეტა, ამ შემთხვევაში აღსრულების მექანიზმიც არ მუშაობს, რადგან მას ქონებაც აღარ აქვს, შენობაც ხშირად იჯარით აქვს აღებული. გაჭიანურებული სასამართლო პროცესები დამღუპველია ბიზნესისთვის. ერთი მეწარმე ამ საკანონმდებლო ხარვეზს თაღლითურად იყენებს, ხოლო მეორე ზარალობს. მხოლოდ სადისტრიბუციო ქსელში ლაპარაკია მილიონობით ლარის ზარალზე, რომელსაც დღემდე უშედეგოდ ედავებიან საცალო ქსელს. სამწუხაროდ, სასამართლო ვერ გვეხმარება და ვერც სამართლებრივად შესაბამისი ორგანოები თანხების ამოღებაში, ამიტომ მოდავე მხარეები ზოგჯერ საქმის მოსაგვარებლად არაკანონიერ გზებს ირჩევენ, არც კანონი და არც მართლმსაჯულება მათ სხვა გზას არ უტოვებს".

აკაკი ჩარგეიშვილი, ადვოკატი:
"როცა სამართლებრივი სივრცე ბიზნესსუბიექტებს სათანადო ყურადღებას არ უთმობს, ინვესტორებს მუდმივად ექნებათ ჩვენს ქვეყანაში პრობლემები. კომერციული დავებისთვის საქალაქო სასამართლოში სპეციალური ორგანოს შექმნა მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხის გადაწყვეტის მცდელობაა, მაშინ როცა პრობლემა უფრო მასშტაბურია. ბიზნესურთიერთობები მოიცავს როგორც ადმინისტრაციულ სასამართლოს, ისე სამოქალაქო სასამართლოს, აგრეთვე, სისხლის სამართლის საქმეთა განხილვებს. აქედან გამომდინარე, 500 ათასზე მეტს იდავებენ ერთმანეთში პარტნიორები თუ არა, ეს არ არის არსებითი საკითხი. ეს, შესაძლოა, არის საქმის გაადვილება მოსამართლეებისა და სასამართლოსთვის და არა ბიზნესისთვის თუ ბიზნესურთიერთობებისთვის. თანხის ზღვარი არაფერ შუაში არ იყო, უნდა მოეფიქრებინათ ისეთი მექანიზმი, რომელიც ბიზნესდავებთან დაკავშირებულ სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის ხასიათის ურთიერთობებს დაარეგულირებდა.

სახელმწიფო და ბიზნესი უნდა დადგეს სამართლებრივად თანაბარ მდგომარეობაში, დღეს კი სახელმწიფოს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს ბიზნესთან შედარებით. თუ სახელმწიფო იწყებს ბიზნესთან დავას ან პირიქით, ბიზნესს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს, უნდა არსებობდეს იმ სახის ურთიერთობები, რომლებიც დავას გადაწყვეტენ მაქსიმალურად მოკლე დროში - ყველაზე ცუდ შემთხვევაში, სამ თვეში, და ყველაზე კარგ შემთხვევაში, 20 დღეში ან ერთი თვის განმავლობაში. ასოციაციაც არის შექმნილი კერძო არბიტრაჟებისთვის, მაგრამ ისინი, ძირითადად, რატომღაც მიბმული არიან სავალო ურთიერთობებზე. ძირითადად, განიხილება ბანკებთან დაკავშირებული კრედიტების თუ სხვა საკრედიტო ურთიერთობის საკითხები. თუკი ბიზნესს აქვს ერთმანეთთან სადავო, ასეთი საკითხები, როგორც წესი, კერძო არბიტრაჟში უფრო რეგულირდება, ვიდრე სასამართლოში. თუმცა, ბიზნესისთვის დავების დიდი ნაწილი მაინც არის საგადასახადო, ადმინისტრაციული, აგრეთვე რეესტრთან დაკავშირებული, ესენი კი არბიტრაჟის ქვემდებარე არ არის. როცა მიმართავ საჯარო რეესტრს და ვთქვათ, მან არასწორად მოახდინა რეგისტრაცია, ამ შემთხვევაში მხოლოდ საჯარო რეესტრთან დავა, შესაძლოა, 6-8 თვეს გაგრძელდეს. თუ ვერაფერს გახდი, უნდა წახვიდე სასამართლოში, სადაც პროცესი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ჩვენთვის უპირატესი უნდა იყოს, რომ სახელმწიფომ ბიზნესთან და ბიზნესისთვის დაარეგულიროს ურთიერთობები. 500-ათასიანი სპეციალიზაციის შექმნა კარგია მოსამართლისთვის, იმიტომ, რომ არ დაეწერება იმდენი საქმე, რამდენიც დღეს აწერია. პირობითად, დღეს რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 1100-1200 საქმე აქვს თითო მოსამართლეს, შეუმცირდებათ რამდენიმე ათეულამდე, რითაც მოსამართლე იგრძნობს შვებას და არა ბიზნესი.

2004 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საგადასახადო კოდექსი, რომელიც ითვალისწინებდა საგადასახადო ურთიერთობებში არბიტრაჟის სქემას. მას მყისიერად მიმართა სააქციო საზოგადოება "თელასმა", მაშინ მას საგადასახადო დავა ჰქონდა სახელმწიფოსთან. სახელმწიფომ როგორც კი დაინახა, რომ ბიზნესი მაშინვე გარბის იქით, სადაც არბიტრაჟია და პრობლემის მოკლევადიანი გადაჭრის პერსპექტივა აქვს, მაშინვე შეუზღუდა ეს შესაძლებლობა.
დღეს არბიტრაჟი მხოლოდ კერძო სავალო ურთიერთობებისთვის არსებობს. როცა სახელმწიფოს ასეთი ბერკეტი აქვს, ის მანიპულირებს, ძირითადად, დროულად გადაწყვიტოს თუ არა ესა თუ ის საკითხი.

გარდა ამისა, კერძო არბიტრაჟში კვალიფიკაციის პრობლემაც ისე მწვავედ არ დგას, როგორც სასამართლოში. არბიტრაჟში პრეტენდენტი მხარე თვითონ ირჩევს, ვინ უნდა, რომ მისი საქმის არბიტრი იყოს. ამიტომ კვალიფიკაციის საკითხი დადგება თუ არა, მის არჩევანზეა დამოკიდებული. სასამართლოს კი ამ ნაწილში დაბალი კომპეტენცია აქვს, მათ შორის ეკონომიკის, ფინანსების, გადასახადების, ინვესტიციების მიმართულებით. მაგალითად, ბიზნესისთვის მტკივნეული საკითხია მიწის რეგისტრაციის პროცესი. არადა, მოსამართლე მიწასთან დაკავშირებულ არც ერთ კანონს არ აბარებს, როცა მოსამართლე ხდება. ასევე არ იცნობენ მოსამართლეები სახელმწიფო-საპრივატიზაციო კანონმდებლობას. არც ერთ მოსამართლეს "კონკურენციის შესახებ" კანონი არ ჩაუბარებია სამოსამართლეო სტატუსის მოსაპოვებლად. არც ერთი ეკონომიკური ხასიათის კანონი ჩაბარებული არა აქვთ. შესაბამისად, არსებითია არა ის, თუ რა თანხაზე დავას გადაწყვეტს მოსამართლე, არამედ ის, თუ რამდენად კვალიფიციურ გადაწყვეტილებას მიიღებს".

ემა ტუხიაშვილი
ალექს
28 აგვისტო 2017 07:29
ჩვენი ამჟამინდელი სახელმწიფო მოწყობის და სამართლის სისტემა ,საბჭოთაა ,მისი ეკონომიკური ზედნაშენი რეგრესიულია,ბერწი იყო,არის და იქნება, ამიტომ შობს მკვდარ რეგრესს!
ჩვენ სსრკ მემკვიდრენი ვართ ,ეს სისტემა სსრკ-ს ფუძემდებლურ პრიციპთა ძირითადი სისტემის მემკვიდრეობაა,რა დროს სტალინიაო,დიახ არ ბერდება სტალინიზმი,კვლავ მოქმედია,მაგრამ არაა უკვდავი !
ეს ე.წ. ლეგისტური სისტემა, სტალინს მიეწერება,ლენინის თეორიულ იდეოლოგიურ მოძღვრებაზე დაყრდნობით შექმნაო ,სინამდვილეში ის სტალინამდე 20 საუკუნით ადრე ჩინეთის სუსტმა იმპერატორმა გუან ჩჯუმ მაშინდელი ფილოსოფოსების შენ ბუხაის და შან იანის (სახელმწიფო მოღვაწეც იყო,ვეზირი,მინისტრი,პრემიერი ) მსოფლმხედველობით იდეოლოგიური მოძღვრების საფუძველზე შექმნა პირადი უსუსურობის და საკუთარი ხელისუფლების სისუსტის დასაფარად ,რაც ირეალური,ხელოვნურად გამოგონილი სახელმწიფო ზეპრიორიტეტების გამოკვეთილად დაცვის უმკაცრესი და სასტიკი ზომების დაკანონებას გულისხმობდა !
ანუ სახელმწიფოს ყველაზე უზნეო და უსამართლო ნამოქმედარი კანონიერი ხდებოდა ,თუკი ეს სახელმწიფო ინტერესების ფარგლებში ხდებოდა,რეალობაში კი ის სუბიექტური იყო ,ხშირად ვაზირ ნაზირთა მიერ პროვოცირებული ამ უკანასკნელთა პირადი გამორჩენის, ან პირადული კერძო მოტივით, ურთიერთ შუღლით განპირობებული დასმენის მეშვეობით ,იმპერატორის სახალხო ღვაწლის განდიდების ,გაღმერთკაცების ფონზე ,ზოგადი წინსვლის უტიფარი პროპაგანდით და მასების სრული დეზინფორმაციით .
სახელმწიფოს ინტერესის უზენაესი გამტარებელი იყო თავად იმპერატორი და იმპერატორის სახელითა და დავალებით პრემიერი, მინისტრები,გუბერნატორები ,სარდლები,პროკურორები,მოსამართლეები და ასე ბოლომდე სამოხელეო კორპუსის ყველ განშტოება და ხალათი !
ცხადია სისტემა შეიცავს რეალურ პატრიოტიზმსაც ,ენთუზიაზს,უკეთესი მომავლის იმედს,მაგრამ რეპრესიაც და შესაბამისი ექსპროპრიაცია განურჩევლად დამსახურებისა იდეოლოგიური რწმენა ამღიარებლობისა , მაინც დგებოდა ყველაზე ყველაზედა ყველაზეც კი ორთოდოქსი თავდადებულთათვისაც !
სტალინს ეს სისტემა იმაში დასჭირდა რომ ხელისუფლებაში მოვიდა სისხლით და გაუნათლებელ შავხალათიან ტყაპუჭებიან ყაჩაღებთან ერთად ,მათ სხვისი ქონების დაუფლებისათვის გააჩანაგეს კანონიერ მფლობელთა სახელმწიფო მმართველობის სამოხელეო და იდოლოგიური ინტელექტუალური რესურსი,ასეულ მილიონიან მოსახლეობას კი ერთი მუჭა ბოლშევიკები ვერ დათრგუნავდნენ არალეგისტური ჰუმანური სამართლის დასავლური სისტემით,მათ ბერკეტი ჭირდებოდათ უმრავლესობით უპირატესი მასაზე ყოველთვის გამარჯვებისათვის ,ოღონდ ამჯერად არა ძარცვის და ყაჩაღობის , არამედ სახელმწიფოს სახელით,სასამართლოს ძალით გადასახდის ამოღების სახით,ვითომ სახელმწიფოსათვის მოპარულის დასაბრუნებლად,სახელმწიფოს ხელიდან გაშვებული სარგებლის საკომპენსაციოდ და ათასგვარი სხვა თითიდან გამოწოვილი სამართლიანობის აღდგენის ცრუ მომიზეზებით ,ანუ ძარცვით წართმევას ჩაენაცვლა სასამართლოს გადაწყვეტილებით ქონების და მიწების,თანხის ,ჯარიმის,საურავის დაკისრება ჩამორთმევა საერთო სახალხო სარგებლობისათვის კოლექტივის და სახელმწიფოს სასარგებლოდ,რეალურად თავად ჩასახლდნენ იმპერატორის და ბოიართა პალატებში !
სტალინმა და ლენინმაც უწყოდნენ ,რომ სოციალიზმის საგობე საბჭოთა ფორმა ბლეფია,ინდივიდი მესაკუთრეობას რომ არ მოიშლიდა ,იცოდნენ ,რადგან ღმერთმა რომ გააჩინა 2 პირველი ადამიანი,ისინი ერთმანეთის საკუთრებანი კი იყვნენ,მაგრამ პირველი მეორეს ამ კუთვნილების უპირატესობით უკვე ჩაგრავდა !
ინდივიდი ქმნის პროდუქტს და მოტივი შთამომავლობის ,მისი საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაა , დიახ ოჯახიც საკუთრებაა ,გვაროვნული თემი ინდივიდთა ოჯახების გაერთიანებაა, ანუ ისიც კოლექტივი იყო,ოღონდ პირად საკუთრებაზე დაყრდნობით პროგრესზე ორიენტირებული ,სტალინმა კი ინდივიდებს უკრა ოჯახის და გვართემის გამოტოვებით თავი საბჭოთა კოლექტივში,და ინდივიდებმა დაკარგეს მოტივი,დარჩა მათრახი ან გულწრფელი ენთუზიაზმი,რომელიც მაინც დასჯადი გახდა ,რადგან სხვა ინდივიდებმა მათი ქონების მისათვისებლად კანონის ფარგლებში დაჩაგრეს ორთოდოქსები და რიგითი კალოსმლეწავები სახელმწიფოს სახელით !
ინდივიდების ოჯახი დაიქცა ,ინდივიდი გაიქცა,სტალინი მოკვდა,სისტემა არა !
აი იმ მჩაგვრელებმა გამოიგონეს სახელმწიფოს სახელით ათასი სახის აკრძალვა,რომელსაც ნებართვა სჭირდება,აკრძალული სახელმწიფოს საზარალო საქმეები ინდივიდმა რომ არ აკეთოს, მას მუდმივად პროკურორი აკონტროლებს,პოლიციაც,საგადასახადოც,სანინსპექტორი,სახანძრო ინსპექცია,ხარისხის ინსპექცია,მერია და მუნიციპალიტეტი,გუბერნატორი და საბჭო ,კომიტეტი,იმის კონტროლი,ამისიც და ორივესი,მერე ყველასი -ვერტიკალური პირამიდა !
ამ დროს არალეგისტური,არამედ ჰუმანური, არა ვერტიკალური პირამიდა, რომელიც მაშინვე ირღვევა როგორც კი კენწერო შექანდება, არამედ პარალელურად ჰორიზონტალურად განშლილი , ამერიკული ე.წ.ფერმერული სისტემა მარტივად ამბობს : სახელმწიფო კი ,პირველადი და მნიშვნელოვანია მაგრამ ის კი არა, და გადასახადია პრიორიტეტი ,აი ესაა უდავოდ მისი საკუთრება ,სახელმწიფო მის სასარგებლოდ ადგენს მრგვალი პურის ცხობისას მიღებული შემოსავლიდან მისი წილი გადასახადის ოდენობას და გარდაუვალია სიკვდილი და მისი გადახდა,მაგრამ პური მრგვალია,სამკუთხაა თუ ცუდადაა აზელილი და თაგვის ცურცლი ურევია ,ბაზარი არეგულირებს , არაჯანსაღ კონკურენციას,ფასებს,მოცულობას,ასორტიმენტს თავად კალომლეწავები არეგულირებენ ,თემურად ,ფერმერულად,არასახელმწიფო მექანიზმებით !

მაშ სახელმწიფო რას შვება,ვის რაში სჭირდება ასეთი უქმი ?
კალოს მლეწავებს იცავს ,რომ სახელმწიფოს სახელით ჩინოვნიკმა ზედმეტი გადასახადი არ მოითხოვოს,რადგან მოკვდება ერთი კი არა, ბევრი კალოსმლეწავი და უხორბლოდ კი არა ,გადასახადის გადამხდელის და გადასახადის გარეშე თავად სახელმწიფო მოკვდება !
აი მკვდარი რეგრესი რომ ვახსენე თავში,ბოლოშიც მაგით ვამთავრებ !
სისტემა არაა უკვდავი,მოკვდება ხალხის ნებით !

ალექს
16 აგვისტო 2017 18:12
არის ძალიან პრინციპული საკითხი,რომელიც ნებისმიერმა იურისტმა იცის,ესაა სამართლის სისტემა !
ამ სისტემის ძირი აზრი მტიცების ტვირთის გადანაწილების პროპორციაა სუსტსა და ძლიერს შორის !
დასავლურ სისტემებში სუსტს ძლიერისაგან კომერციაშიც და სამართალშიც იცავენ !
ჩვენთან პირიქით, დომინანტი ჩვენი სისტემით კიდევ უფრო მეტადაა დაცული !
სახელმწიფო კი ყველა დომინანტზე დომინირებს,მოძალადეა სამართლის ამ სისტემით,ის ყოველთვის და ყველაფერში მართალია ,სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული !
საგადასახდო კოდექსის 2002 წლის 2 მოსმენით მიღებული კანონპროექტით მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზე გადადიოდა !
ბურჯანაძემ ჟვანიამ და სააკაშვილმა ნარევოლუციევზე დაასამარეს ის ორი მოსმენა,რამაც ჩემში ძალიან დიდი ეჭვი გააჩინა ,რომელიც დღეს რწმენაში გადავიდა-სახელმწიფოს ფუნქცია საბჭოური რეპრესია ექსპროპრიაცია დაკვეთითაა შენარჩუნებული,დავალებით !
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში დემოკრატიის ხარისხს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში დემოკრატიის ხარისხს?
თვის კითხვადი სტატიები