მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი დინასტია
მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი დინასტია
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი დინასტიების სიას სათავეში უდგას საუდის არაბეთის მმართველი ალ-საუდების სამეფო ოჯახი, რომელიც ქვეყანაში აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს.

1. ალ-საუდების ოჯახი - 1,4 ტრლნ


საუდის არაბეთს მართავს მეფე სალმანი, რომელიც 2015 წელს ტახტზე ავიდა­ ძმის, მეფე აბდალას გარდაცვალების შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ ალ-საუდებს უთვალავი ფული აქვთ და ქველმოქმედებაზეც ძალიან ბევრს ხარჯავენ.­ მაგალითად, მეფის ძმისშვილმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინვესტორმა და ბიზნესმენმა, პრინცმა ალ-ვალიდმა (ალ ვალიდ იბნ ტალალ იბნ აბდელ აზიზ ალ
საუდმა) საერთოდ უარი განაცხადა პირად­ ფულზე და 32 მლრდ დოლარი მთლიანად ქველმოქმედებას მოახმარა.
სხვათა შორის, პრინცი ალ ვალიდი საქართველოში 2015 წელს მაშინდელ ვიცე-პრემიერ კვირიკაშვილის მოწვევით ჩამოვიდა, შეხ­ვდა პრემიერ ღარიბაშვილს და პრეზიდენტ მარგველაშვილს.

2. უოლტონები - 152 მლრდ


უმდიდრეს დინასტიებში უოლტონები სულ რაღაც ნახევარი საუკუნეა მოხვდნენ.
დინასტიის დამფუძნებლის სემ უოლტონის იდეა - მომხმარებელს ერთ მაღაზიაში ეყიდა ყველაფერი - მეტად წარმატებული გამოდგა. მათი ძირითადი ბიზნესი "უოლ-მარტის" მაღაზიების ქსელია, რომელიც დიდი ხანია მსოფლიოს პირველი რიელტერია.

3. კოხები - 80 მლრდ


ძმები ჩარლზ და დევიდ კოხების ძირითადი ბიზნესია ნავთობი, მისი ტრანსპორტირება, ფინანსები, მსხვილი კომპანიების აქციები და სხვ. სკანდალურად ცნობილი ძმები ამერიკაში დემოკრატების მთავარი ოპონენტები არიან და მთავრობისგან მშვიდობისმოყვარე საგარეო პოლიტიკას ითხოვენ.

4. მარსები - 60 მლრდ

ეს არის დინასტია, რომელიც მსოფლიოში ყველამ იცის - მათი საკუთრებაა "მარსი", "სნიკერსი", "მილკი ვეი", "ემ-ენდ-ემსი", "პედიგრი", "ვისკასი" და სხვ. მარსებმა მომცრო საკონდიტრო ბიზნესის მსოფლიო იმპერიად გარდაქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყეს, როცა პირველი პატენტი მიიღეს ნუგას რეცეპტზე...

5. კარგილი და მაკმილანი - 43 მლრდ

ოჯახი დაკავებულია ნედლეულის, სოფლის მეურნეობის, საკვებისა და სხვა ბიზნ­ესით. მაკმილანები კარგილების შტოა, რადგან დინასტიის მამამთავრის, უილიამ კარგილის სიძე ჯონ მაკმილანი ისეთი "დაქოქილი" გამოდგა, რომ პატრიარქმა ოჯახურ ბიზნესს მისი გვარიც მიამატა. ოჯახი მონტანაში, თავის რანჩოზე ცხოვრობს და არავისთან არ ურთიერთობს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები