რა ხდება "თეგეტა მოტორსში"? - კვირის პალიტრა

რა ხდება "თეგეტა მოტორსში"?

ჩვენ შევქმენით ლეგენდარული ბრენდების საუკეთესო  კრებული ნებისმიერი ავტომფლობელისთვის

ოპტიმალური გადაწყვეტილებების 15-წლიანი გამოცდილება

დღეს ამ კომპანიას საკუთარი სახელობის ვარსკვლავი აქვს ცაში, ბაზარზე ათობით მილიონი დოლარის ინვესტიცია და საერთაშორისო აღიარება. არადა, 15 წლის წინ საქმე ავტოსათადარიგო ნაწილების მცირე იმპორტით იწყებოდა. შპს "ავტოექსპორტი" ჰოლდინგ "თეგეტა მოტორსად" იქცა, რომელიც თავის მხრივ მრავალ კომპანიას, სავაჭრო და სერვისცენტრს აერთიანებს. მისი ფილიალები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მდებარეობს და მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.

"დროა, აირჩიო ხარისხი" - ამ პრინციპით მუშაობენ "თეგეტა მოტორსში" და მომხმარებელს ავტოსერვისთან დაკავშირებული მომსახურების სრულ და რაც მთავარია, ხარისხიან სერვისს სთავაზობენ. კომპანიის შესაძლებლობები ნაწილობრივ მაინც რომ შეაფასო, წარმატებისკენ მიმავალ რთულ, მაგრამ საინტერესო გზას უნდა გადაავლო თვალი.

KvirisPalitra.Geგიორგი მშვილდაძე (კომპანია "თეგეტა მოტორსის" გენერალური დირექტორი): "ცოტა უფრო შორეულ, 16-18 წლის წინანდელ ვითარებას თუ გავიხსენებთ, ქვეყანაში ძალიან მძიმე ეკონომიკური სურათი იყო. როგორც კი ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა ავტოსათადარიგო ნაწილებზე, კომპანიის დამფუძნებელმა თემურ კოხოძემ ნაწილების პირველი პარტია ჩამოიტანა უნგრეთიდან.

ასე გაჩნდა შპს "ავტოექსპორტი". შემდეგ ნელ-ნელა ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა და ავტოსათადარიგო ნაწილების სრულ ასორტიმენტთან ერთად, "ავტოექსპორტმა" სატვირთო ავტომობილების იმპორტიც დაიწყო. რა თქმა უნდა, ჩვენ თავდაპირველად მხოლოდ სატვირთო, სამშენებლო და სპეცტექნიკაზე ვიყავით ორიენტირებულები, თუმცა უკვე მრავალი წელია მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, საცხებ-საპოხი მასალების, საბურავების და ა.შ. იმპორტს ვახდენთ. ჩვენს მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ნებისმიერი პროდუქცია ნებისმიერი ავტომობილისთვის, იქნება ეს მსუბუქი თუ სატვირთო.

2001 წლიდან შპს "ავტოექსპორტმა" სახელი შეიცვალა და ჩამოყალიბდა ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსის" სახით. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს აბსოლუტურ ლიდერობას თავისი საქმიანობის მრავალ სფეროში. მსოფლიოში აღიარებული მრავალი ბრენდის ოფიციალური პარტნიორი და წარმომადგენელია. კომპანია მუდამ ცდილობდა, საუკეთესო სახელებთან და ლიდერებთან ჰქონოდა ურთიერთობა. ამჟამად "თეგეტა მოტორსი" საქართველოში სამასამდე მსოფლიოში განთქმული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია, დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლებით.

თავის მხრივაც, "თეგეტა მოტორსი" უკვე თვითონ არის პრესტიჟული და სანდო სახელი, ბრენდი, რომელთანაც ცნობილი უცხოური კომპანიები ყოველგვარი საბანკო გარანტიებისა და დამატებითი პირობების გარეშე აფორმებენ ხელშეკრულებებს. სწორედ ასე შემოვიდა ქართულ ბაზარზე JCB - უმაღლესი ხარისხის ბულდოზერების, ექსკავატორებისა და ზოგადად, მიწის დასამუშავებელი ტექნიკის მწარმოებელი ცნობილი ინგლისური კომპანია.

KvirisPalitra.Geუფრო ადრე კი - მსოფლიოში საუკეთესო სატვირთო ავტომანქანების მწარმოებელი გერმანული მანქანათმშენებელი კონცერნი MAN - "თეგეტა მოტორსის" ერთ-ერთი ყველაზე საამაყო პარტნიორი. MAN-ის სატვირთო ავტომანქანები და სამშენებლო ტექნიკა საქართველოში უკვე იმდენად ბევრია, რომ ცხადი ხდება - ქართული სამშენებლო ინდუსტრია MAN-ის გარეშე წარმოუდგენელია.

კომპანიამ გააფართოვა როგორც საქმიანობის არეალი, ასევე ქსელი და მომხმარებელს ევროპული, საუკეთესო ბრენდების ფართო ასორტიმენტი შესთავაზა. დღეს "თეგეტა მოტორსი" საქართველოში წარმოადგენს ისეთ მსხვილ და სახელოვან კომპანიებს, როგორიც არისBRIDGESTONE, MICHELIN, BOSCH, VARTA, SHELL, MEGUIN, ISTA, HENGST და მრავალი სხვა.

სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის რეალიზაცია და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო მომსახურება, ნებისმიერი მსუბუქი თუ სატვირთო ტექნიკის ავტომობილების დიაგნოსტირება და შეკეთება სპეციალური, ავტორიზებული პროგრამებით. ფასისა და პროდუქციის ხარისხის ნებისმიერი არჩევანი ყველა სოციალური სეგმენტის შესაძლებლობებს პასუხობს. კომპანიაში მთავარი სვლა მაინც მომხმარებელზე კეთდება, ის უნდა დარჩეს კმაყოფილი სერვისით და შეძენილი პროდუქციის ხარისხით." - ამბობს გიორგი მშვილდაძე.

თანამშრომლების ცოდნის გაღრმავებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას "თეგეტა მოტორსში" დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სანაცვლოდ, კადრების გადამზადებისთვის დახარჯული ფული შემდეგ კვალიფიციურ მომსახურებაში აისახება. ცნობილია, რომ აქ ავტომობილის ხელოსნები არასდროს "მკითხაობენ", არამედ ყოველთვის ზუსტად იციან ავტომობილის პრობლემაც და მისი გადაწყვეტის გზებიც.

ამ ეტაპზე კომპანიაში 600-მდე ადამიანია დასაქმებული. მოკლედ "თეგეტა მოტორსში" შეგიძლია მომსახურების სრული სერვისი მიიღო დაწყებული საბურავის გამოცვლიდან, ზეთის შეცვლიდან და დამთავრებული სამღებრო და სათუნუქე სამუშაოებით. ოღონდ ექსკლუზიური, ავტორიზებული და სპეციალური პროგრამების გამოყენებით.

გიორგი მშვილდაძე: "ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ჩვენი კადრებია. ყველამ იცის, რომ "თეგეტა მოტორსში" სამუშაოდ მოწყობა რთულია, რადგან თავიდანვე მაღალ მოთხოვნას ვუყენებთ მსურველებს. სამაგიეროდ, შემდეგ ასეთ კადრებთან მუშაობა იოლია. სწორედ იმის გამო, რომ კარგი და ნიჭიერი კადრების თავმოყრა შევძელით კომპანიაში. 2009 წელს, პირველებმა საქართველოში, ბიზნესის მართვისა და ბიზნესპროცესების ადმინისტრირების ავტომატიზებული, თანამედროვე პროგრამა "საპი" დავნერგეთ. ეს არის ძალიან ძვირი პროგრამა, რომელიც ჩვენ 1 200 000 დოლარი დაგვიჯდა.

ამ პროგრამის ამოქმედებით კომპანია ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის, მუშაობის ეფექტურობის გაზრდის, გადაწყვეტილების სისწორის უტყუარ და სწრაფ ინფორმაციას მიიღებს. "საპის" პროგრამული გადაწყვეტილებები ბიზნესპროცესების მართვისთვის, უადვილებს კომპანიას კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას, ხოლო ანალიტიკური ფორმების დროული მიღება ხელს უწყობს სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.

თუმცა ამ პროგრამის დაყენება ყველა კომპანიას არ შეუძლია, თვითონ "საპი" იძლევა ისეთ რეკომენდაციებს, როგორიცაა კომპანიაში მომუშავეთა რაოდენობა, რომელიც უნდა აღემატებოდეს 300 ადამიანს და წლიური ბრუნვა 50 მილიონს. ეს მოთხოვნა ჩვენ თავისუფლად  დავაკმაყოფილეთ. ერთ-ერთ მთავარს ამ პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვისას წარმოადგენდა ფინანსების აბსოლუტური გამჭვირვალობა.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ "თეგეტა მოტორსი" პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში ISO 9001:2000 სტანდარტის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭა.

უკვე მეორე წელია ოქროს ბრენდის ნიშნის მატარებელი კომპანია ვართ, ვართ დაჯილდოებულები სხვადასხვა ჯილდოთი, ეს არის მომხმარებლის აღიარება, რაც რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ არ ვჩერდებით, ერთ ადგილას არ ვდგავართ, სულ განვითარებასა და სრულყოფაზე ვფიქრობთ, ალბათ ამიტომაცაა, რომ დღეს "თეგეტა მოტორსის" სახელი ხარისხთან ასოცირდება.

ცოტა ხნის წინ ჩვენს მომხმარებელს შორის ჩავატარეთ კვლევა, რამდენად კმაყოფილი არიან ჩვენი მომსახურების სერვისით. შენიშვნები ძალიან გვაინტერესებს, შემდეგ მათ გამოსწორებაზე ვმუშაობთ. უფრო კარგია ჩვენთვის, რაც უფრო გულახდილი იქნება მომხმარებელი ჩვენ მიმართ. საკუთარ თავს მაღალ მოთხოვნებს ვუყენებთ და გრძელვადიან თანამშრომლობაში მომხმარებელი ყოველთვის კმაყოფილი იქნება.

პირველი, რაც აქ ხვდება მომხმარებელს, ეს არის სპეციალისტები, კარგი კონსულტანტები, ძალიან მაღალი დონის, რომლებიც პროდუქციას ურჩევენ პროფესიონალურ დონეზე. მოდის ჩვენი მომხმარებელი და გრძნობს მომსახურების დონესა და სისუფთავეს, შედის რა ავტოსერვისში. შეთავაზებული პროდუქციის ხარისხიც მაღალია, სერვისი, სისუფთავე არის ისეთი, რომ არავითარი ეჭვი და კითხვის ნიშანი არ ებადება, გაუკეთებენ თუ არა, ჩვენგან უფრო მეტსაც კი მოელიან.

ჩვენი მომსახურების ცენტრებში არის კაფეები, სადაც მომხმარებელს შეუძლია დაჯდეს, დაისვენოს. შეუძლია მანქანა დატოვოს და დახვდება გაკეთებული, თანაც იმ ვადებში, რა ვადებშიც შევუთანხმდებით. ზოგს ჰგონია, რომ ხარისხისა და მაღალი მომსახურების გამო ჩვენთან ფასებიც მაღალია, მაგრამ ასე არ არის, ფასი ბაზრიდან გამომდინარეა.

"თეგეტა მოტორსის" ცენტრებში, საფასო პოლიტიკიდან გამომდინარე, პროდუქციის დიდი არჩევანია. არის დაბალფასიანი, საშუალოფასიანი და მაღალფასიანი პროდუქცია ნებისმიერი ავტომფლობელისთვის; თუმცა აღვნიშნავ, რომ დაბალფასიანი სრულებითაც არ ნიშნავს უხარისხოს. მაგალითად, ჩინური პროდუქცია, რომელიც ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ, შემოწმებულია ჩვენივე სპეციალისტების მიერ და ნებადართულია ევროპაში მაღალი ხარისხის გამო. ასეთი პროდუქცია შემოწმების, შესწავლის, გარკვეული ტესტებისა და დაკვირვებების შემდეგ შემოგვაქვს საქართველოშიც.

როგორც გითხარით, გვაქვს პროფესიონალური კადრების გადამზადების პრაქტიკაც. ისინი მუშაობის განსაზღვრული პერიოდის შემდეგ გადიან მომზადებას უცხოეთში. ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს ხელშეკრულება, ისინი ჩამოდიან და სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგებს ატარებენ. ზოგს სატვირთო, ზოგს კი მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით, ელექტროდიაგნოსტიკაზე, საბურავებზე, ავტომობილების საგარანტიო მომსახურებაზე და ა.შ.

ჩვენთან მიღებული სერვისი ავტომობილით გაცილებით მეტს გაგატარებთ და ნასიამოვნებიც დარჩებით, და თუ კარგად დავითვლით, ჩვენთან მომსახურება უფრო იაფია, ვიდრე სიიაფის გამო მცდარი არჩევანი და შემდეგ გაფუჭებული ავტომობილის ხელახლა გაკეთება.

ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის ოქროსა და ვერცხლის ფასდაკლების ბარათები შევქმენით. ვცდილობთ, მუდმივ კლიენტებს მივცეთ განსაზღვრული შეღავათი და ის განსხვავებული იყოს სხვა ახალი კლიენტისგან. მუდმივ კლიენტს, რომელიც წლებია უკვე ჩვენთან დადის, ეძლევა ვერცხლის და შემდეგ უკვე ოქროს ბარათი. თუ ქულების გარკვეულ რაოდენობას დააგროვებს, ვერცხლის ბარათის მფლობელი შესაძლოა შემდეგ უკვე ოქროს ბარათის მფლობელი გახდეს.

ოქროს ბარათის მფლობელი სერვისში 15%-იანი ფასდაკლებით სარგებლობს და ნებისმიერ პროდუქციას კორპორატიულ ფასში იძენს, ვერცხლის - 10%-იანით. ბარათი ორად იყოფა, შეუძლია მისცეს მაგალითად, ოჯახის სხვა წევრსაც. წლის ბოლოს, ვინც ქულების გარკვეულ რაოდენობას დააგროვებს, სიურპრიზებს შევთავაზებთ".

მხოლოდ წლეულს კომპანია კიდევ სამი მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელეობას აპირებს. მხოლოდ იმ ობიექტზე, სადაც "თეგეტა მოტორსის" სათავო ოფისი მდებარეობს, 12 მილიონი დოლარი დაიხარჯა, კიდევ 2 მილიონი დოლარი ვაკის ფილიალის მშენებლობა დაჯდა. კომპანიაში ამბობენ, რომ ინვესტიციების განხორციელება "იბიარდისა" და "თიბისი ბანკის" ხელშეწყობით მოხერხდა.

ასე, რომ... შეაბიჯეთ სრულიად განსხვავებულ სამყაროში და მიიღეთ პროდუქციის, ხარისხისა და ფასის შეუზღუდავი არჩევანი ნებისმიერი ავტომფლობელისთვის.

R