"ორი კილოგრამი ოქრო მოტყუებით ჩამადებინა ბიზნესში" - ვინ არის და რა ქონებას ფლობს ბიზნესმენი გორგოშაძე, რომლის გატაცებაც იგეგმებოდა?
"ორი კილოგრამი ოქრო მოტყუებით ჩამადებინა ბიზნესში" - ვინ არის და რა ქონებას ფლობს ბიზნესმენი გორგოშაძე, რომლის გატაცებაც იგეგმებოდა?
"ჰიპერმარკეტის "გორგიას" მფლობელის გატაცების მცდელობასთან მის ყოფილ მეუღლეს ნინო დარსალიას არავითარი კავშირი არ აქვს - ამის შესახებ დარსალიას ადვოკატმა განაცხადა.
მისივე თქმით, გატაცების მცდელობის საქმის ფარგლებში სამართალდამცველებმა დარსალია უკვე გამოკითხეს და მის სახლში ჩხრეკაც ჩაატარეს. ამასთან, ადვოკატი ვარაუდობს, რომ ნინო დარსალიას მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს თავად გია გორგოშაძემ მოაწოდა.

ბიზნესმენის, "გორგიას" მფლობელის გატაცებისა და 5 მილიონი დოლარის გამოძალვის ბრალდებით შს სამინისტრომ 4 პირი გუშინ დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულები გორგოშაძის გატაცებას
სწორედ გუშინ აპირებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გორგოშაძის გატაცებას საქართველოს 3 და უცხოეთის 1 მოქალაქე გეგმავდა.

"ბიზნესპრესნიუსი" შეეცადა გაერკვია ვინ არის, რას საქმიანობს და რა ქონებას ფლობს გია გორგოშაძე. აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთ მდიდარ ბიზნესმენს სკანდალები არ აკლდა, რაც პირველ რიგში მისი და მისი
ყოფილი მეუღლის, ნინო დარსალიას ურთიერთობას უკავშირდებოდა.

გორგოშაძე VS დარსალია-დირექტორთა საბჭო

უკვე რამდენიმე წელია გორგოშაძესა და მის პირველ ცოლს შორის ბიზნეს საქმიანობის გამო დაპირისპირებაა. გია გორგოშაძეს ნინო დარსალიამ თბილისის პროკურატურაშიც უჩივლა და ქონების ნახევარს სთხოვდა. როგორც დარსალია ოთხი წლის წინ აცხადებდა, "გორგიას" ქონება 100 მილიონს აღწევს და მისი მტკიცებით მას ამ ბიზნესის 50% ეკუთვნის. მისივე თქმით, ბიზნესი ყოფილმა მეუღლეებმა ერთად დაიწყეს და განავითარეს, რაშიც მისი კონტაქტები და საწყისი კაპიტალი გამოიყენეს.

"ორი კილოგრამი ოქრო მქონდა და მოტყუებით ბიზნესში ჩამადებინა. ცოლად როდესაც გავყევი, ორი მაღაზია და საოფისე შენობის კარკასი ჰქონდა, ახლა კი 100 მილიონი აქვს," - აცხადებდა დარსალია.

გარდა ამისა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს კომპანიის დირექტორთა საბჭოს 6 წევრიც ედავებოდა. საბჭოს წევრების ცნობით, რამდენიმე წლის წინ, "გორგია" იქ არსებული მაქინაციების გამო, დირექტორთა საბჭოს მთელმა შემადგენლობამ დატოვა და გორგოშაძემ მათ კუთვნილი 2% არ მისცა.

ბიზნესმენის ქონება
გაგრძელება
gizo
14 ოქტომბერი 2017 10:26
ინტრიგნობაა, მაგრამ მაინც: ორი კილოგრამი ოქრო საიდან? ეს ქალი ისე აღვარღვალებდა ცრემლებს ტელევიზორში, რომ თუ ფსიქოლოგიის რამე გამეგება, დიდი შებერტყილი ვინმე უნდა იყოს.
კ ო მ ბ ლ ე
14 ოქტომბერი 2017 04:46
როგორი შთაბეჭდილებაც გამიჩნდა, ეს კაციფულის გულისთვის ყველაფერზეა წამსვლელი, აბსოლიტურად ყველაფერზე და გაყოფა არ უსწავლებიათ, მარტო მიმატება იცის.
nino
14 ოქტომბერი 2017 02:33
patiosani shromit da xelpasit imdens ver daagroveb amxela marketi gkondes...gasagebicaa tumca adamianebisgataceba papuasebs chveviat
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები