"ორი კილოგრამი ოქრო მოტყუებით ჩამადებინა ბიზნესში" - ვინ არის და რა ქონებას ფლობს ბიზნესმენი გორგოშაძე, რომლის გატაცებაც იგეგმებოდა? - კვირის პალიტრა

"ორი კილოგრამი ოქრო მოტყუებით ჩამადებინა ბიზნესში" - ვინ არის და რა ქონებას ფლობს ბიზნესმენი გორგოშაძე, რომლის გატაცებაც იგეგმებოდა?

"ჰიპერმარკეტის "გორგიას" მფლობელის გატაცების მცდელობასთან მის ყოფილ მეუღლეს ნინო დარსალიას არავითარი კავშირი არ აქვს - ამის შესახებ დარსალიას ადვოკატმა განაცხადა.

მისივე თქმით, გატაცების მცდელობის საქმის ფარგლებში სამართალდამცველებმა დარსალია უკვე გამოკითხეს და მის სახლში ჩხრეკაც ჩაატარეს. ამასთან, ადვოკატი ვარაუდობს, რომ ნინო დარსალიას მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს თავად გია გორგოშაძემ მოაწოდა.

ბიზნესმენის, "გორგიას" მფლობელის გატაცებისა და 5 მილიონი დოლარის გამოძალვის ბრალდებით შს სამინისტრომ 4 პირი გუშინ დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულები გორგოშაძის გატაცებას სწორედ გუშინ აპირებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გორგოშაძის გატაცებას საქართველოს 3 და უცხოეთის 1 მოქალაქე გეგმავდა.

"ბიზნესპრესნიუსი" შეეცადა გაერკვია ვინ არის, რას საქმიანობს და რა ქონებას ფლობს გია გორგოშაძე. აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთ მდიდარ ბიზნესმენს სკანდალები არ აკლდა, რაც პირველ რიგში მისი და მისი ყოფილი მეუღლის, ნინო დარსალიას ურთიერთობას უკავშირდებოდა.

გორგოშაძე VS დარსალია-დირექტორთა საბჭო

უკვე რამდენიმე წელია გორგოშაძესა და მის პირველ ცოლს შორის ბიზნეს საქმიანობის გამო დაპირისპირებაა. გია გორგოშაძეს ნინო დარსალიამ თბილისის პროკურატურაშიც უჩივლა და ქონების ნახევარს სთხოვდა. როგორც დარსალია ოთხი წლის წინ აცხადებდა, "გორგიას" ქონება 100 მილიონს აღწევს და მისი მტკიცებით მას ამ ბიზნესის 50% ეკუთვნის. მისივე თქმით, ბიზნესი ყოფილმა მეუღლეებმა ერთად დაიწყეს და განავითარეს, რაშიც მისი კონტაქტები და საწყისი კაპიტალი გამოიყენეს.

"ორი კილოგრამი ოქრო მქონდა და მოტყუებით ბიზნესში ჩამადებინა. ცოლად როდესაც გავყევი, ორი მაღაზია და საოფისე შენობის კარკასი ჰქონდა, ახლა კი 100 მილიონი აქვს," - აცხადებდა დარსალია.

გარდა ამისა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს კომპანიის დირექტორთა საბჭოს 6 წევრიც ედავებოდა. საბჭოს წევრების ცნობით, რამდენიმე წლის წინ, "გორგია" იქ არსებული მაქინაციების გამო, დირექტორთა საბჭოს მთელმა შემადგენლობამ დატოვა და გორგოშაძემ მათ კუთვნილი 2% არ მისცა.

ბიზნესმენის ქონება გაგრძელება