საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გარდა, კიდევ რა დაგჭირდებათ ბინის თუ მიწის ყიდვისას? - რა პრობლემებს ქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება?!
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გარდა, კიდევ რა დაგჭირდებათ ბინის თუ მიწის ყიდვისას?  - რა პრობლემებს ქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება?!
საკონსტიტუციო სასამართლომ 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად სცნო სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა იურისტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, რომელთა თქმითაც, ამ გადაწყვეტილებით უძრავი ქონების ბაზარზე გარკვეული რისკები წარმოიქმნება.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა თუ რას ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რა გავლენა ექნება უძრავი ქონების ბაზარზე და რას შეცვლის ქვეყანაში.

როგორც "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას, იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა, სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი, რომელიც კეთილსინდისიერ
შემძენს იცავდა. მისივე შეფასებით, ამ გადაწყვეტილებას სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია კერძო სამართლებრივ ურთიერთობებზე.

"საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამდე, ბინის თუ მიწის ყიდვა-გაყიდვის დროს შემძენს უნდა შეემოწმებინა ერთადერთი დოკუმენტი - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც არ ჩანს აქვს თუ არა ვინმეს ამ ჩანაწერზე საჩივარი შეტანილი. შესაბამისად, საჯარო რეესტრის
ამონაწერის საფუძველზე პირი ყიდულობდა ქონებას და მისი, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრებას ვერასდროს ვერავინ დაემუქრებოდა. სასამართლოს 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების შემდეგ კი ქონების შემძენს, ნოტარიუსს თუ სხვა ავტორიზებულ პირს, მოუწევს არა მხოლოდ საჯარო რეესტრის ჩანაწერს (ამონაწერს) ენდოს, არამედ ისიც გაარკვიოს, ამ ჩანაწერზე საჩივარი ხომ არ არის შეტანილი", - აცხადებს "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას ალაფიშვილი. გაგრძელება

თაია არდოტელი
dato
19 ოქტომბერი 2017 18:17
კეთილსინდისიერი შემძენებიც, ხომ უნდა დარჩნენ ქონების გარეშე...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები