"ეს არის მძიმე მეტალი, რომელიც სისხლში ილექება და..." - "გუდვილში" ტყვიით დაბინძურებული სუნელები აღმოაჩინეს
24-10-2017
"ეს არის მძიმე მეტალი, რომელიც სისხლში ილექება და..." - "გუდვილში" ტყვიით დაბინძურებული სუნელები აღმოაჩინეს
2017 წლის ივნისში, მთელი ჩვენი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ე.წ. სუნელების სკანდალმა, რომელიც ნიუ-იორკის ჯანმრთელობისა და მენტალური ჰიგიენის დეპარტამენტის დასკვნას მოჰყვა:
ამ ორგანიზაციის ცნობით, საქართველოდან შეტანილ სუნელებში ტყვიის შეცველობა ნორმასთან შედარებით მაღალია. მსგავსი დარღვევები ათიოდე დღის წინ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმაც აღმოაჩინა - ამჯერად უკვე თბილისში. ამ ორგანიზაციის წევრებმა სუნელები 2017 წლის 9-10 ოქტომბერს შეამოწმეს. მათ დაუფასოებელი სუნელების ნიმუშები აიღეს ნავთლუღის, გლდანის და ე.წ. ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზრებიდან, ხოლო
დაფასოებული სუნელები თბილისის პრესტიჟულ მაღაზიებში შეიძინეს. შემოწმების შედეგად, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "გუდვილში" ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქცია აღმოჩნდა.
უფრო დაწვრილებით ამ ფაქტზე სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი ვახო კობალაძე გვიამბობს:

ვახო კობალაძე - ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტ
ამენტის დასკვნა მართლაც საგანგაშო იყო. სხვათა შორის, მსგავსი გაფრთხილებები ამ დეპარტამენტის მიერ 2015 წლიდან ვრცელდებოდა. იმ დროიდან მოყოლებული, მომხმარებელს აფრთხილებდნენ, რომ საქართველოდან შეტანილი სუნელები არ შეეძინათ. ეს ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის საკმაოდ გვიან გახდა ცნობილი და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც შეამოწმა სუნელები და რამდენიმე მათგანში ტყვიის გადაჭარბებული რაოდენობა აღმოაჩინა. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქართულ ბაზარზე. შევარჩიეთ 2 ტიპის სუნელი, რომელშიც ყველაზე ხშირად იყო აღმოჩენილი ტყვიის ჭარბი რაოდენობა - ყვითელი ყვავილი და წითელი წიწაკა. სულ 13 ნიმუში დაგვიგროვდა, ამათგან ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა "ბლექ სი ჯორჯიას" მიერ წარმოებულ ყვითელ ყვავილში აღმოჩნდა, რომელიც "გუდვილში" იყიდებოდა. გაირკვა, რომ ტყვიის შემცველობა ამ პროდუქტში ნორმაზე ორჯერ მეტია. ეს ინფორმაცია მაშინვე გადავუგზავნეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მწარმოებელ კომპანიასაც, თუმცა, ჯერჯერობით არცერთისგან პასუხი არ მიგვიღია.

ვახო კობალაძის თქმით, მკითხველს არ უნდა გაუკვირდეს, რომ მავნე პროდუქცია პრესტიჟულ მაღაზიაში აღმოაჩინეს: გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით