"ვალუტის კურსის თამაშით სერიოზული ფული კეთდება" - რა გახდა ლარის მორიგი გაუფასურების მიზეზი? - კვირის პალიტრა

"ვალუტის კურსის თამაშით სერიოზული ფული კეთდება" - რა გახდა ლარის მორიგი გაუფასურების მიზეზი?

"საქართველოში კომერციული ბანკების მოგება უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე ჩვენი ეკონომიკა"

ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ლარის გაუფასურების მოწმე კიდევ ერთხელ გახდა: ზუსტად ორი თვის წინ, 24 აგვისტოს, 1 დოლარი 2,3946 ლარი ღირდა, 25 აგვისტოს ლარი 2 პუნქტით გაუფასურდა და მისი კურსი 2,4169 გახდა.

ამის შემდეგ ეროვნული ვალუტა ლამის ყოველდღიურად უფასურდებოდა და დღეს მისი კურსი უკვე 2,5206-ია.

ბუნებრივია, ამ პროცესით უკმაყოფილოა მოსახლეობა და უკმაყოფილოა ბიზნესი, რომელიც კურსის მერყეობით კიდევ ერთხელ დაზარალდა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლარის გაუფასურებით მხოლოდ საბანკო სისტემა დარჩა მოგებული. მათ შორის არის ანალიტიკოსი ვაჟა კაპანაძე:

- საქართველოში კომერციული ბანკების მოგება უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე ჩვენი ეკონომიკა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკები ეკონომიკის წურბელებად გადაიქცნენ: სწორედ კომერციული ბანკები განსაზღვრავენ თამაშის წესებს და ეროვნული ბანკიც მათი ინტერესების გამტარებელია - ის მათ პოლიტიკას კი არ ეწინააღმდეგება, პირიქით, ახალისებს და ხელს უწყობს. ახლა ის პერიოდია, როდესაც ბანკებმა მათ მიერ მოზიდული თანხის საპროცენტო განაკვეთი უნდა გადაიხადონ. როდესაც ჩვენ გვიხარია, რომ საბანკო სისტემის მოგება მატულობს, ამ მოგების სოლიდური ნაწილი საზღვარგარეთ გაედინება. ნაკისრი ვალდებულებების გასტუმრება მათ წლის ბოლომდე უნდა შეძლონ, თუმცა ეს არ არის ისეთი კატასტროფული თანხა, რომ ვალუტის კურსის მწვავე ცვლილება გამოეწვია.

ანალიტიკოსის შეფასებით, დევალვაციის ერთ-ერთი ყველაზე სავალალო მიზეზი არის ის, რომ კომერციული ბანკებით დაწყებული, რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული, თავისი დანაზოგი ყველას უცხოურ ვალუტაში გადააქვს:

ვაჟა კაპანაძე - ლარს დაგროვების ფუნქცია დაკარგული აქვს და ეს მის სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ამავე დროს, სრულიად გაუგებარია ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკა, რომელიც ფულს კომერციულ ბანკების დეპოზიტებზე დებს. გაგრძელება