"ვალუტის კურსის თამაშით სერიოზული ფული კეთდება" - რა გახდა ლარის მორიგი გაუფასურების მიზეზი?
25-10-2017
"ვალუტის კურსის თამაშით სერიოზული ფული კეთდება" - რა გახდა ლარის მორიგი გაუფასურების მიზეზი?
"საქართველოში კომერციული ბანკების მოგება უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე ჩვენი ეკონომიკა"

ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ლარის გაუფასურების მოწმე კიდევ ერთხელ გახდა: ზუსტად ორი თვის წინ, 24 აგვისტოს, 1 დოლარი 2,3946 ლარი ღირდა, 25 აგვისტოს ლარი 2 პუნქტით გაუფასურდა და მისი კურსი 2,4169 გახდა.
ამის შემდეგ ეროვნული ვალუტა ლამის ყოველდღიურად უფასურდებოდა და დღეს მისი კურსი უკვე 2,5206-ია.
ბუნებრივია, ამ პროცესით უკმაყოფილოა მოსახლეობა და უკმაყოფილოა ბიზნესი, რომელიც კურსის მერყეობით კიდევ
ერთხელ დაზარალდა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლარის გაუფასურებით მხოლოდ საბანკო სისტემა დარჩა მოგებული. მათ შორის არის ანალიტიკოსი ვაჟა კაპანაძე:

- საქართველოში კომერციული ბანკების მოგება უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე ჩვენი ეკონომიკა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკები ეკონომიკის წურბელებად გადაიქცნენ: სწორედ კომერციული ბანკები განსაზღვრავენ თამაშის წესებს და
ეროვნული ბანკიც მათი ინტერესების გამტარებელია - ის მათ პოლიტიკას კი არ ეწინააღმდეგება, პირიქით, ახალისებს და ხელს უწყობს
. ახლა ის პერიოდია, როდესაც ბანკებმა მათ მიერ მოზიდული თანხის საპროცენტო განაკვეთი უნდა გადაიხადონ. როდესაც ჩვენ გვიხარია, რომ საბანკო სისტემის მოგება მატულობს, ამ მოგების სოლიდური ნაწილი საზღვარგარეთ გაედინება. ნაკისრი ვალდებულებების გასტუმრება მათ წლის ბოლომდე უნდა შეძლონ, თუმცა ეს არ არის ისეთი კატასტროფული თანხა, რომ ვალუტის კურსის მწვავე ცვლილება გამოეწვია.

ანალიტიკოსის შეფასებით, დევალვაციის ერთ-ერთი ყველაზე სავალალო მიზეზი არის ის, რომ კომერციული ბანკებით დაწყებული, რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული, თავისი დანაზოგი ყველას უცხოურ ვალუტაში გადააქვს:

ვაჟა კაპანაძე - ლარს დაგროვების ფუნქცია დაკარგული აქვს და ეს მის სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ამავე დროს, სრულიად გაუგებარია ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკა, რომელიც ფულს კომერციულ ბანკების დეპოზიტებზე დებს. გაგრძელება
კოკა
01 ნოემბერი 2017 00:18
ვინც იყურებით ფანჯარაში და ატყობთ რომ ნამდვილათ 21-ე საუკუნეა იქნებ მოახერხოთ გაერთიანება და ქვეყნის გადარჩენისთვის აუცილებელი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა...
simartle
29 ოქტომბერი 2017 22:55
აი ანალიტიკოსი ამას ჰქვია)))ბანკია დამნაშავე,ქადაგიძეა დამნაშავე,ხაზარაძეა დამნაშავე......ეკონომიკა რომ არ მუშაობს,ნეტა ვინაა დამნაშავე?ვიძახდით ტურისტიკა გადაგვარჩენსო,ეგ ხომ კარგია,მაგრამ მართლაც გვჯერა რომ რუსეთიდან გაძვალტყავებული ჩამოსული "უნიფხვო" ტურისტი გადაგვარჩენს(აბა აბრამოვიჩი და ალეკპეროვი ბათუმში რომ არ დაისვენებენ ალბათ ისედაც გესმით),რუსეთის ბაზარი გადაგვარჩენსო და ჩვენი სამყოფი სოფლის მეურნეობის პროდუქტი ვერ მოგვიყვანია და რის წაღებას აპირებთ რუსეთში?(ეხლა "ფეკალურ" ღვინოებს არ ვგულისხმობ).ევროპაში ექსპორტზე აღარაფერს ვამბობ(თუ ჯართსა და მცირეოდენ ფეროს ნაწარმს არ იგულისხმებთ).ამას წინათ ქართული სტარტაპების სიას გადავხედე და ნეტა არ მენახა რაზე იხარჯება ე.წ. სახელმწიფო ფული-ხის კოვზების წარმოება(სად უნდა გაყიდონ?აბანოთუბანში რუსის გაძვალტყავებულ ტურისტებს?),ვარდის მურაბის გადამუშავება)))),ჩურჩხელის შემფუთავი მასალის წარმოება)))) მაინტერესებს,ფანჯარაში მაინც არ იყურებიან რომ გარეთ 21-ე საუკუნეა?ამდენ დიპლომირებულ ქართველს თავში ჩურჩხელასა და მე-200 ღვინის ქარხნის გარდა ,თავში არაფერი არ მოზდით?
აი,ასე გარბის წლები და მთელი ერი ისევ ირჩევს-კალაძე იქნება მერად თუ უგულავა,ბესელია იქნება პარლამენტში თუ ქუცნაშვილ-მეჭიაური,მიშას დააპორტირებენ უკრაინიდან თუ საფრანგეთში ბიძინას გააძრობენ მილიარდებს.....ვაი ჩვენს პატრონს.როგორი ხალხი ვართ,ეგეთი ექსპერტები და საინფორმაციო წყაროებიც გვაქვს.
ალექს
29 ოქტომბერი 2017 13:41
ამ გაზეთს მოუხდება თუ დადებს სერიოზულ ქრონოლოგიურ ანალიზს ამ 25 წელიწადში "უცხოური " ინვესტიციების და კრედიტ გრანტების შემოსვლა გადინება , % გადახდისაც, ურთიერთდაგადაფარული პარალელური და დროში დამთხვეული ჭრილით !
არ დაგვიწყდეთ რაში და როდის სად დაიხარჯა და რა სახის უკუგება მოიტანა ამ ფულებმა ,რა ქარხანა გზა აშენდა ,რა დაჯდა ერთეული გზისა და შენობის კვმ დანადგარები ,გაგვაგებინეთ,შეადარეთ ისტორიულ ანალოგებს სხვა კარგ ქვეყნებში ,ჩვენმა შვილთაშვილმა ხომ უნდა იხადოს ეს ვალები ,როგორ იქნება გვირჩიოთ !?
იმ ჩვენი შვილთა შვილის შვილთა შვილმაც იხადოს?
რა შერეკილები ვართ ?!
გავრეკოთ გასარეკი,არ ჯობს ?!

რედაქტორის რჩევით