თბილისის ცირკის შენობა იყიდება
თბილისის ცირკის შენობა იყიდება
ბროკერების ცნობით, თბილისის ცირკის შენობის საწყისი ფასი 18 მილიონი დოლარია, - აღნიშნულ ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.
მათივე განმარტებით, აღნიშნული ქონება რამდენიმე კვირაა, რაც იყიდება და ამ ეტაპზე შეთავაზებები იგზავნება, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

როგორც კომპანია Colliers International Georgia-ს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, უძრავი ქონების საერთო ფართი 21,014 კვადრატული მეტრია. ნაგებობა 5 სართულს მოიცავს, რომლის საერთო ფართი 4,750 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800კვ. მეტრი ფართის ადმინისტრაციული ერთეულისგან.
აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

მათივე ცნობით, აქტივზე არსებობს ბიზნესგეგმა, რომლის გაცემაც შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, სს „ცირკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის და ნანა პატარკაციშვილია.

"ბიზნესპრესნიუსი"

30 ოქტომბერი 2017 12:39
ცირკის ადგილას ერთი კარგი კორპუსი არ "გვაწყენდა".მაგასაც ალბათ სიკრიჭია იყიდის,შემოღობავს და ქვეყანაც აშენდებაააა.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები