"ლარის გაუფასურებაში ადამიანების მიერ მოფიქრებული სქემებია საძებნი… დროა პროკურატურა დაინტერესდეს"
"ლარის გაუფასურებაში ადამიანების მიერ მოფიქრებული სქემებია საძებნი… დროა პროკურატურა დაინტერესდეს"
მხოლოდ გასული ერთი კვირის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 7 თეთრით გაუფასურდა, ევროს მიმართ კი ლარმა გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი აჩვენა - 1 ევროს ღირებულება 3 ლარს გადასცდა.
ამ საკითხზე სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ვაჟა კაპანაძე, ეკონომიკის ანალიტიკოსი:

- როცა ლარის გაუფასურების ფუნდამენტურ ფაქტორებზეა ლაპარაკი, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ექსპორტ-იმპორტის ბალანსი ქვეყანაში გაუმჯობესებულია, ასევე გაუმჯობესებულია ინვესტიციების შემოდინება, ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის პერიოდთან შედარებით გაზრდილია. სწორედ ამ
ფონზე იბადება შეკითხვა - მაშინ რა ხდება?

ჩემი შეფასებით, აქ ადამიანური ფაქტორებია საძებარი და არა ეკონომიკური. ლაპარაკია ადამიანების მიერ მოფიქრებულ სქემებზე, რაშიც ვგულისხმობ იმას, რომ "ბლუმბერგის" პლატფორმაზე უფრო დომინირებს კორპორაციული ინტერესი, ვიდრე სახელმწიფო. მხედველობაში მაქვს ის, რომ იქ პოლიტიკას წარმართავენ კორპორაციები, ანუ ბანკები, რომლებიც ამ
პლატფორმის მონაწილეები არიან და არა სახელმწიფო, ანუ ეროვნული ბანკი.
ეროვნული ბანკის გავლენა "ბლუმბერგის" პლატფორმაზე, ფაქტობრივად, ნიველირებულია. სულ ერთი წამით დაფიქრდით, სურს თუ არა ნებისმიერი სავალუტო ჯიხურის მეპატრონეს იცოდეს, როგორი გაცვლითი კურსი იქნება მეორე დღეს? რა თქმა უნდა, მისთვის ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, რათა სწორად დაგეგმოს გაცვლითი ოპერაციები და მეტი მოგება ნახოს. შესაბამისად, თუ ვინმეს ხელეწიფება ლარის ხვალინდელი კურსის განსაზღვრა, რატომ არ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას?

არ ვამბობ, რომ ეს საქმიანობა კრიმინალია, მაგრამ ადმინისტრაციული წესით მაინც უნდა იყოს დასჯადი. გახსოვთ, ალბათ, შარშან მსოფლიოს 5 უმსხვილესი ბანკი 5,7 მილიარდი დოლარით დაჯარიმდა სავალუტო გაცვლითი კურსით მანიპულირებისთვის. რატომ არ გააკეთებენ საქართველოში ბანკები იმავეს, როცა ამის სრული ბერკეტი აქვთ, მით უფრო, რომ 16 კომერციული ბანკისგან მხოლოდ სამშია თავმოყრილი აქტივების თითქმის 90%. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს სასურველი კურსის ჩამოყალიბება "ბლუმბერგის" პლატფორმაზე. იმის თქმა კი არ მინდა, რომ ეს პლატფორმა ცუდია, პირიქით, ეს არის უფრო ოპერატიული, დემოკრატიული, მოქნილი სისტემა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მისი ოპერატორები კეთილსინდისიერი მოთამაშეები არიან და ამავე დროს ეროვნული ბანკი სათანადოდ აკონტროლებს მათ ქცევას ამ სისტემაში. გამომდინარე აქედან, თუ ამ სისტემაში ტრანზაქციები სათანადოდ არ კონტროლდება, ყოველთვის მოსალოდნელია პლატფორმის სათავისოდ გამოყენება. ამ გარიგებებისა და სპეკულაციების შესაძლებლობას რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას, შესასწავლია ფულის მოძრაობა "ბლუმბერგის" პლატფორმაზე.

- ვინ უნდა შეისწავლოს ეს ტრანზაქციები?
- რა თქმა უნდა, ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისთვის მთავარი ინფლაციაა. არადა, ეს ფუნქციაც ვერ შეასრულეს, რადგან ინფლაციის მაჩვენებელი უკვე 6,2%-ია, ხოლო მიზნობრივი მაჩვენებელი - 4%. იმავდროულად, ლარის კურსი გარბის და ინფლაციაც, და მეტი რა ფუნქცია დარჩა ეროვნულ ბანკს? დარჩა მხოლოდ საბანკო ზედამხედველობა და ამასაც არ ახორციელებს. ვფიქრობ, პროცესი, რომელსაც ლარის კურსთან დაკავშირებით ადგილი აქვს თითქმის ყოველი წლის მიწურულს, კვალიფიციურ შესწავლას საჭიროებს. დროა, ამ პროცესებით "ბლუმბერგის" სისტემაში ბანკების ფულადი ტრანზაქციებით პროკურატურა დაინტერესდეს.

იხილეთ 20 ოქტომბრის გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ალექს
03 ნოემბერი 2017 08:22
ერთი ლარის კურსია მცურავი და ,მეორე მე ვარ ვაისმიულერი !
ექსტრემუმებს შორის უმაღლესი ამპლიტუდით გდებას მოკლე ან საშუალო პერიოდულობას რად არქმევთ ?!
ამერიკის საფონდო ბირჟა ასეთი რყევისას წყვეტს ვაჭრობას ,ქვეყანა რომ არ დაინგრეს !
ამერიკელები კანონს სცემენ პატივს,მეტად, ვიდრე თქვენ!
დაწერეთ კანონი,რომ თუ რყევა არაეკონომიკური ხასიათისაა ,ასე ვთქვათ, აჟიოტაჟური ან ხელოვნურია ,უსაფუძვლოა -კომბანკები რასაც უნდა კი იყიდიან და გაყიდიან მათთვის სასურველ ფასად ,მაგრამ კურსი სებ-ს განკარგულებით რეალურ ნიშნულზე დარჩება ,მიუხედავად ბლუმბერგის შედეგისა !
ვერა ?
რო ჰოოოოოოო???????!!!!!!!!
რაო აკრძალულია მცურავფიქსირებული კურსი?
ვინ აგიკრძალათ,ნაცქოცმოქკავშირმა ?!
31 ოქტომბერი 2017 09:52
ასეა!როცა შარიკოვი მართავს ქვეყანას იქ მომავალი არ არსებობს!
გამომიქვეყნეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
30 ოქტომბერი 2017 21:26
რაც ივანიშვილი მოვიდა როდის დაინტერესდა ბოლოს პროკურატურა რაიმეს ძიებით????საერთოდ ამოიღეთ ეგ ორგანო სახელმწიფოს მართვის სქემიდან, არც არავის გაახსენდება რომ პროკურატურა საჭიროა რამეში დარწმუნებული ვარ. ყოველშეწმთხვევაში საქართველოს არაფერში სჭირდება ალბად!!!!!!! ტონა საქმეა გამოსაძიებელი და ზიან არხეინად, სამაგიეროდ ახალ საქმეებს უმატებენ და ასე გადის ჩვენი დროც და ცხოვრებაც. ალბად სამყაროში რაიმე ცვლილებაა და დანაშაული აღარ განიხილება დანაშაულად. ალბად კრიმინალი, ქრთამი, ფულის გათეთრება, ქვეყნის განადგურება მაფიიით ნორმაა...ყოველშემთხვევაში საქართველოსთვის დიდი ხანია ეს ნორმად ითვლება.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები