საქართველოს პირველი კომკავშირელი და მოსკოვის ექსვიცე-მერი - ვინ არის სოსო ორჯონიკიძე?
14-11-2017
საქართველოს პირველი კომკავშირელი და მოსკოვის ექსვიცე-მერი - ვინ არის სოსო ორჯონიკიძე?
King David-ი საქართველოს კომკავშირის ცეკას ყოფილი პირველი მდივნის - სოსო ორჯონიკიძის კომპლექსად მიიჩნევა.
საქართველოს პირველი კომკავშირელი დიდხანს იკავებდა მოსკოვის ვიცე-მერის თანამდებობას და რუსეთის დედაქალაქში ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს კურირებდა, როგორებიცაა სასტუმროები და სათამაშო ბიზნესი, საგარეო ეკონომიკური და საინვესტიციო საქმიანობა.

ბორჯომში, არამდიდარ ოჯახში დაბადებულმა ახალგაზრდა კაცმა წარმატებული კარიერა გაიკეთა. ის პირველი კომკავშირელი იყო ჟიული შარტავას მერე. რეალურ ცხოვრებაში ერთმა პირველმა კომკავშირელმა სოხუმში დადო თავი საქართველოსთვის, მეორე კი საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში მულტიმილიონერი გახდა.
ასეთია ცხოვრება.

ორჯონიკიძეზე მოსკოვში ორჯერ მოხდა თავდასხმა, 2000 წელს ის მძიმედ დაიჭრა, მისი მძღოლი კი დაიღუპა. მეორედ მის მანქანას 2002 წელს ესროლეს. რუსეთში ავორიტეტული ლენტა.რუ-ს თანახმად, ის ფლობს მთელ რიგ აქტივებს საქართველოში, კერძოდ, თბილისში ბორჯომში და ბათუმში. მისი ქონება მილიარდ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული.

სოსო
ორჯონიკიძე ქართულ მედიაში ფაქტობრივად არ ჩნდება. როგორც აღვნიშნეთ, მისი ბიზნესებიდან მხოლოდ King David-ის შესახებაა ცნობილი. King David-ი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და პრესტიჟული საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსია.

გაგრძელება
ლუხო
21 ნოემბერი 2017 20:55
vyofiliyavi cota qurdi, cota avyia, moaferisto, gaiZvera, avi, cbieri,
piris gamtexi, matyuara, cota laqia, ar viqnebodi dRes Rataki da arc mSieri.
, , , da rom ver gavxdi imaTgani me amis gamo,
dRes, milioner raikomis mdivanTan vdaob.
gio
14 ნოემბერი 2017 12:47
mafiozi yofila.:)))

რედაქტორის რჩევით