24-11-2017
2017 წელი საქართველოში სავალუტო კრიზისით სრულდება - ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ ლამის ყოველდღიურად ეცემა.ცხადია, რომ ეს პროცესი ყველა სფეროზე უარყოფითად აისახება და გამონაკლისს არც უძრავი ქონების ბაზარი წარმოადგენს. როგორც უძრავი ქონების სააგენტო "თბილისი სერვისის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, თამარ ბარბაქაძემ გვითხრა, ვითარება ამ ბიზნესში არასახარბიელოა - მოსახლეობა ბინის შეძენისგან თავს იკავებს და პროცესების განვითარებას ელოდება.
თამარ ბარბაქაძე:
- ჩვენ ძირითადად აშენებულ, ძველ ბინებს ვყიდით, რომელსაც კერძო მეპატრონე ჰყავს. შემიძლია გითხრათ,