"ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ჩვენს ბიზნესზე კატასტროფულად იმოქმედა" - მომავალი წლიდან უძრავი ქონება შეიძლება გაძვირდეს - კვირის პალიტრა

"ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ჩვენს ბიზნესზე კატასტროფულად იმოქმედა" - მომავალი წლიდან უძრავი ქონება შეიძლება გაძვირდეს

2017 წელი საქართველოში სავალუტო კრიზისით სრულდება - ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ ლამის ყოველდღიურად ეცემა.

ცხადია, რომ ეს პროცესი ყველა სფეროზე უარყოფითად აისახება და გამონაკლისს არც უძრავი ქონების ბაზარი წარმოადგენს. როგორც უძრავი ქონების სააგენტო "თბილისი სერვისის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, თამარ ბარბაქაძემ გვითხრა, ვითარება ამ ბიზნესში არასახარბიელოა - მოსახლეობა ბინის შეძენისგან თავს იკავებს და პროცესების განვითარებას ელოდება.

თამარ ბარბაქაძე:

- ჩვენ ძირითადად აშენებულ, ძველ ბინებს ვყიდით, რომელსაც კერძო მეპატრონე ჰყავს. შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ჩვენს ბიზნესზე კატასტროფულად იმოქმედა. მოსახლეობას შემოსავალი ძირითადად ლარში აქვს, ბინების ფასს კი, რეალურად დოლარი განსაზღვრავს, ოღონდ, იყიდება დოლარის ეკვივალენტით ლარში. დოლარი ყოვედღიურად ძვირდება და ბინის მეპატრონეები ფასებს კიდევ უფრო ზრდიან. ამის გამო ბინები ყველას ეძვირება და ბოლო თვეებში რეალიზაცია ძალიან შეგვიმცირდა. განსაკუთრებით გართულდა ჩვენი საქმიანობა ბოლო ორი თვის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც ლარის კურსი დაეცა. გაგრძელება