"ბანი" - იაფი, მარტივი და ხარისხიანი მომსახურება "მაგთიკომისაგან" - კვირის პალიტრა

"ბანი" - იაფი, მარტივი და ხარისხიანი მომსახურება "მაგთიკომისაგან"

საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარზე მნიშვნელოვანი სიახლე გამოჩნდა - "მაგთიკომის" ახალი ბრენდი "ბანი". როგორც ვარაუდობენ, ეს სიახლე მნიშვნელოვნად შეცვლის აბონენტთა გადანაწილების არსებულ სურათს.

მობილური კავშირგაბმულობისა და ნებისმიერ სხვა ბაზარზე საფასო პოლიტიკას კონკურენცია აყალიბებს. დღეს ისეთი ვითარებაა, რომ მართლაც დროული და საჭირო იყო ახალი პროდუქტის გამოჩენა. კერძო კომპანიებს შეუძლიათ იმ ფასად გაყიდონ საკუთარი პროდუქტი, რა ფასადაც სურთ. მთავარია, კონკურენციას გაუძლონ!

"მაგთიკომს" ყოველთვის საინტერესო წინადადებები ჰქონდა თავისი მომხმარებლისათვის, ითვალისწინებდა აბონენტთა ჯგუფების ინტერესებს და ქმნიდა ისეთ პროდუქტებს, რომლებიც დროთა განმავლობაში შეუცვლელი ხდებოდა მოქალაქეებისათვის.

საქმიანი ადამიანი ბრძანდებით? ყველაფერი გჭირდებათ - ინტერნეტიც, უცხოეთში დარეკვაც, როუმინგიც, შეღავათებიც შMშ-ებსა თუ საქართველოში ზარებზე? მაშინ თქვენ მაგთის აბონენტი უნდა იყოთ.

ახალგაზრდა ან თინეიჯერი ხართ? ხალისიანად ცხოვრობთ, თუმცა განსაკუთრებით იაფი პროდუქტი გჭირდებათ, რადგან ჯერ საკუთარი შემოსავალი არა გაქვთ, თანაც შეიძლება ისე გაერთოთ, ანგარიშის შევსებაც კი დაგავიწყდეთ? ასეთ დროს გამოუვალ მდგომარეობაში სულაც არ აღმოჩნდებით, თუ "ბალის" აბონენტი იქნებით. სალაპარაკო წუთები დაგიმთავრდებათ? სამაგიეროდ სამესიჯო მისგან დამოუკიდებელი ანგარიშით ისევ გექნებათ, ან პირიქით... თან იმდენ სახალისო წინადადებას მიიღებთ "ბალი-ბიჭისაგან"!

KvirisPalitra.Geჩვეულებრივად ცხოვრობთ, არც უცხოეთში გიხდებათ მოგზაურობა, არც ურეკავთ ვინმეს საზღვარგარეთ ინტენსიურად, სამაგიეროდ ნათესავებთან იაფი კავშირი გჭირდებათ საქართველოში. მობილური ინტერნეტი? - ეს არც აქამდე გამოგიყენებიათ და არც ახლა აპირებთ გამოყენებას? მაშინ ახალი პროდუქტი "ბანი" თქვენთვის შეუცვლელია.

დევიდ ლი, კომპანია "მაგთიკომის" გენერალური დირექტორი:

- კომპანია "მაგთიკომი" წარმოგიდგენთ კიდევ ერთ ახალ ბრენდს - "ბანი". ეს არის ძალიან იაფი და ხარისხიანი კავშირი მთელ საქართველოსთან, ვფიქრობ, მომხმარებელი კმაყოფილი დარჩება... დარწმუნებული ვარ, "ბანის" მომსახურება მნიშვნელოვანი და შეუცვლელი გახდება ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისათვის.

ირაკლი ლობჟანიძე, კომპანია "მაგთიკომის" მარკეტინგის მენეჯერი:

- "ბანი" არის მარტივი, იაფი და ხარისხიანი კავშირი მთელ საქართველოსთან. "ბანიდან" "ბანზე" საუბარი ეღირება წუთში 4 თეთრი; "ბანიდან" მაგთიზე, "ბალიზე", "მაგთიფიქსზე" - წუთი 12 თეთრი; "ბანიდან" საქართველოს სხვა ნებისმიერ ქსელზე - წუთი 16 თეთრი. SMS-ის ღირებულება იქნება 5 თეთრი, დამრგვალება - 1-წამიანი... არავითარი სააბონენტო გადასახადი! როგორც ხედავთ, პირობები ძალიან შეღავათიანია.

- რაიმე შეზღუდვა თუ ექნება "ბანის" მომსახურებას?

- დიახ, მას არა აქვს საერთაშორისო ზარები და მობილური ინტერნეტი. მისი მომსახურებით დაინტერესდებიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ იაფი კავშირი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქსელებთან.

- რამ განაპირობა შეზღუდვები?

- შეზღუდვები საშუალებას გვაძლევს ბუნებრივად გავაკეთოთ აბონენტთა სეგმენტირება და ამავდროულად "მაგთიკომის" ბრენდებმა ერთმანეთს კონკურენცია არ გაუწიონ. თქვენ იცით, რომ ახალგაზრდული, იაფი და სახალისო სიურპრიზებით სავსე ბრენდია "ბალი", "ბანი" იქნება მათი ქსელი, ვისაც ინტერნეტი ტელეფონში არ სჭირდება და მხოლოდ იაფი სასაუბრო დროით არის დაინტერესებული. გნებავთ პრესტიჟი და კომფორტი? მაშინ მაგთის აბონენტი გახდით.

- მაინც რამდენ მომხმარებელს ელოდება "ბანი"?

- ჩვენი ვარაუდით, ნახევარ მილიონამდე. გაყიდვების პირველივე დღეს 9 საათიდან 12 საათამდე 1500 აბონენტი ჩაერთო "ბანში" და ეს მოხდა ისეთ პირობებში, როცა სატელევიზიო რეკლამა ჯერ არც იყო გასული ეთერში, მხოლოდ რამდენიმე გაზეთში დაიბეჭდა ინფორმაცია და 10 საათზე რადიოთი გავიდა რეკლამა. ძნელი სათქმელია, რა იქნება მას შემდეგ, რაც ტელეეთერში იტრიალებს რეკლამა. ერთი რამ კი ცხადია, ასეთი სწრაფად მზარდი ბრენდი ჩვენ ჯერ არც გაგვიშვია.

- როგორ უნდა გავხდეთ "ბანის" აბონენტები?

- ამ ქსელში ჩართვა უფასოა "მაგთიკომის" ოფისებში, უნდა გადაიხადოთ მხოლოდ ერთი ლარი, რომელიც დაგიჯდებათ ანგარიშზე. დილერების ქსელში კი ნომერი 50 თეთრი დაგიჯდებათ.

- რაკი გაჩნდა იაფი ალტერნატივა, ხომ არ გაუქმდება მაგთის იაფი ტარიფები და აქციები?

- მსგავსი რამ არ მოხდება. მაგთის არასოდეს დავტოვებთ თამაშგარე მდგომარეობაში. "მაგთიკომის" ფასები ყოველთვის არსებული რეალობის ადეკვატური იქნება, უბრალოდ ეს ახალი ბრენდი დაგვეხმარება, აბონენტები მოთხოვნების მიხედვით დავყოთ და მეტად შესაფერისი პირობები შევთავაზოთ. გარდა ამისა, მაგთის ყოველთვის აქვს საინტერესო წინადადებები და პროდუქტები აბონენტებისათვის. ჩვენ არ გვეშინია, რომ რომელიმე ბრენდი მეორეს კონკურენციას გაუწევს. ყველაფერი კარგად ნაფიქრი, გაანალიზებული და დაგეგმილია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ უფროსი თაობის მომხმარებელთა უმრავლესობა - ბებიები და ბაბუები მართლაც ყველაზე ინტენსიურად სატელეფონო ზარებით სარგებლობენ, ზოგჯერ კი SMS-ებსაც არ წერენ, ცხადი გახდება, რომ "ბანს" თავისი შეუცვლელი მომხმარებელი ეყოლება. "ბანიდან" "ბანზე" საუბარი კი იმდენად იაფი გამოდის, რომ თუკი მთელი ოჯახი ამ ბრენდით ისარგებლებს, მობილური კავშირის ხარჯები მათთვის თითქმის შეუმჩნეველი გახდება.

როგორც "ბანის" სატელევიზიო რეკლამაშია გათამაშებული - კარგად რომ იმღერო, ბანი გჭირდება, ბანი! კარგად რომ იცხოვრო, ახლობლებთან მუდმივად გქონდეს კავშირი და ეს ძალიან იაფი დაგიჯდეს, მაშინაც ბანი გჭირდება, ოღონდ "მაგთიკომის" ახალი ბრენდი - "ბანი".

R