"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" ავტოგასამართი სადგურების ქსელს აფართოებს - კვირის პალიტრა

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" ავტოგასამართი სადგურების ქსელს აფართოებს

ნავთობკომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საქართველოს ნავთობბაზარზე 2006 წლის შემოდგომაზე შემოვიდა და უკვე წლებია საქართველოს ბიუჯეტში ნავთობპროდუქტების სექტორში ყველაზე მსხვილი გადამხდელის სტატუსით სარგებლობს.

კომპანია სწრაფად ვითარდება, რაც  მათი ავტოგასამართი სადგურების  რაოდენობის ზრდაში აისახება. დღეისათვის  კომპანიის მფლობელობაში 32 ავტოგასამართი სადგურია მთელი საქართველოს მასშტაბით.

2010 წლის 26 იანვარს ”ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა”  ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზე კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ავტოგასამართი სადგურების მფლობელ კომპანიად”  დაასახელა. როგორც კომპანიის  დირექტორმა,  ბატონმა  დავით  ზუბიტაშვილმა აღნიშნა,

KvirisPalitra.Geკომპანია გაჩერებას არ აპირებს და წლის ბოლომდე კიდევ 28 ავტოგასამართი სადგურის გახსნას გეგმავს. ამა წლის  ივნისის ბოლოს ექსპლუატაციაში შევა  ავტოგასამართი სადგურები  თბილისში, გორში, ხაშურში, სოფელ ქვიტირში, მარნეულში, ბათუმში, სენაკსა და თელავში. სულ 17 ავტოგასამართი სადგური.  ყველა მათგანი სრულყოფილად პასუხობს ევრო-სტანდარტს და ინფრასტრუქტურულად ისეა მოწყობილი, რომ მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის.

ყველა დიდ ავტოგასამართ სადგურზე განთავსებულია ავტოსამრეცხაოები, მარკეტები და კაფეები, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს მრავალფეროვანი მომსახურებით. "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მთელ ქსელში გამოყენებულია ყველაზე თანამედროვე იაპონური წარმოების ტექნოლოგიები, რაც უზრუნველყოფს საწვავის გაცემის 100%-იან სიზუსტეს.

R